მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 18:17

16. But if he will not hear thee, then take with thee one or two more, that in the mouth of two or three witnesses every word may be established.17. And if he shall neglect to hear them, tell it unto the church: but if he neglect to hear the church, let him be unto thee as an heathen man and a publican.18. Verily I say unto you, Whatsoever ye shall bind on earth shall be bound in heaven: and whatsoever ye shall loose on earth shall be loosed in heaven.
Matthew თავი 18
17. And if he shall neglect to hear them, tell it unto the church: but if he neglect to hear the church, let him be unto thee as an heathen man and a publican.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა“ (18,17).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რაოდენსა მოსწრაფებასა უბრძანებს შემოღებად, რაჲთა განაქარვოს ყოველივე მკსინვარებაჲ შეწუხებულმან მან? აწ უკუე ვინაჲთგან შეწუხებულსა ესრეთ მოსწრაფებაჲ უჴმს ყოფად მშჳდობისა, რავდენ უფროჲსად შემაწუხებელსა თანააც მოღუაწებაჲ საქმისა ამისთჳს?

ზემო იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე გცეს ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ ერთკერძოჲცა“, არამედ იგი სიტყუაჲ გარეშეთათჳს თქუა, ესე იგი არს, უცხოთათჳს და გარეგანთა წესისა ჩუენისათა, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ ძეს ჩემი გარეშეთა მათ განკითხვაჲ?“ გარეშედ სახელ-სდვა გინა თუ წარმართთა, გინა თუ კაცთა უცხოთა წესისა და განგებისა ჩუენისაგან; მათა მიმართ მოთმინებისა ხოლო გჳღირს ჩუენებად. ხოლო აწ ძმათა და მოყუარეთათჳს იტყჳს და თანაზიართა წესისა ჩუენისათა, რამეთუ ესევითართა მათ მხილებადცა გჳბრძანებს სიყუარულისა წესითა და მათისაცა სულიერისა ცთომისა განმართებად, ვითარცა კუალად იტყჳს მოციქული პირველთქუმულსა მას სიტყუასა თანა: „ანუ არა შინაგანნი იგი თქუენ განიკითხნეთ?...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
18:15-18 — ძმის მხილება და შეკრვა-გახსნა:

15-17. ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაჲ იგი შენი. ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ, რაჲთა პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ. ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკუეთუ კრებულისაჲცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი. - წარმართა რა მძლავრი სიტყვა მაცდუნებელთა წინააღმდეგ. ახლა უფალი ცდუნებულთა გამოსწორებისათვის ზრუნავს. რათა შენ, ცდუნებული, საბოლოოდ არ დაეცე და ისევე როგორც მაცდუნებელი, შენც არ დაისაჯო, - ამბობს: რაჟამს გაცდუნებენ, ანუ ვნებას გაყენებენ, მსურს, რომ ამხილო ისინი, რომელნიც უსამართლოდ გექცევიან და გავნებენ, ოღონდ მაშინ, თუ ქრისტიანები არიან. დაუკვირდი, რას ამბობს: უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, ანუ ქრისტიანმა. უკეთუ უსამართლოდ უსჯულო გექცევა, იმაზეც უარი თქვი, რაც შენ გეკუთვნის, ხოლო უკეთუ ძმაა, ამხილე იგი. არ უთქვამს: შეურაცხყავიო, არამედ ამხილეო. უკუეთუ ისმინოს შენი, ე. ი. უკეთუ გონს მოეგება. უფალს სურს, რომ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2021 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...ოცოთ და ბოროტებაზე ბოროტებით არ ვუპასუხოთ; ოღონდ, როგორც მოყვასთან მიმართებაში, ამ შემთხვევაშიც, უნდა გავემიჯნოთ მის ცოდვებსა და უსჯულოებებს;

ხოლო თუ ეკლესიისა და მოყვასის მიერ სინანულისკენ მომწოდებელი არაერთგზისი შეგონებანი არ იქნება მისგან შესმენილი, უნდა განვეშოროთ მას, „როგორც მეზვერესა და წარმართს“ ().

ღვთის რჩეული ერი წარმართს აღიქვამდა, როგორც ეთნიკურად სრულიად უცხოს და სარწმუნოებრივადაც, - შეუწყნარებელს; ხოლო მეზვერეს (გადასახადების ამკრეფს) უყურებდა , როგორც საკუთარი ერის საზიანოდ წარმართთა ინტერესების გამტარებელს.

ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ასეთი ადამიანი თავისი უსიყვარულობით ღვთის გარეგანი ხდება.

_ * * * _

სულ სხვა წესებს ემორჩილებიან და სხვაგვარად აზროვნებენ ისინი, რომელთაც სულიერი თვალი დახშული აქვთ და არც ღვთისა სწამთ და არც - მისი აღდგომის.

მათ შესახებ წმინდა გრიგოლ ნოსელი ასე წერს:

თუკი არ არსებობს აღდგომა და სიკვდილით სიცოცხლე მთავრდება, დაუბრკოლებელი თავისუფლება ეძლევა კაცის მკვლელს; დაე, მეძავმა კადნიერად ხლართოს ბადეები ქორწინების წინააღმდეგ და მომხვეჭელნი ფუფუნებას მიეცნენ სხვათა დაჩაგვრის ხარჯზე... ნურავინ შეაჩერებს მაგინებელსა და ბილწის მთქმელს; დაე, ფიცის დამრღვევი მუდამ იფიცებდეს ტყუილად; და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (7,1).:

...თი ანუ ორი სხუაჲ. უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა“.

იხილე, რავდენნი მამხილებელნი წარმოუდგინნა, და არა ხოლო მამხილებელნი, არამედ დამსჯელნიცა, რამეთუ თქუა: „უკუეთუ კრებულისაჲცა არავე ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“.

ანუ ვითარ მისცნა კლიტენი და უბრძანა შეკრვად და განჴსნად, უკუე-თუ არა უჴმდა განკითხვაჲ? ცუდ იყო ესე ყოველი?

და აწცა სოფელსა შინა, უკუეთუ ესე სიტყუაჲ ეგრეთ ეგოს, ვითარ იყოს წესიერებაჲ სოფლისაჲ ანუ ეკლესიათაჲ? რამეთუ უკუეთუ არა განიკითხოს უფალმან მონაჲ, და მამამან - შვილი, და მეგობარმან - მეგობარი, მრავალი აღორძინებაჲ და წარმატებაჲ პოოს უკეთურებამან.

რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? გულისჴმა-ვყოთ კეთილად, რაჲთა არა წამალი ესე ცხორებისაჲ და რჩული მშჳდობისაჲ შეჰრაცხოს ვინ რჩულად უწესოებისა, რამეთუ ყოვლადვე კრძალულებით ჯერ-არს გულისჴმის-ყოფაჲ.

და ყოველთავე სიტყუათა უფლისათა ძალისა გამოძიებაჲ გჳღირს, და თუ ვითარითა სახითა ანუ ვითარითა პირითა თქუმულ არიან; რამეთუ აწცა სიტყჳსა ამის წესიერებაჲ შემდგომისა მის სიტყჳსა მიერ გულისჴმაგჳყო უფალმან, რაჟამს-იგი თქუა: „რაჲსა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დირესა თუალსა შინა შენსა არა გა...

სრულად ნახვა