მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 18:7

6. But whoso shall offend one of these little ones which believe in me, it were better for him that a millstone were hanged about his neck, and that he were drowned in the depth of the sea.7. Woe unto the world because of offences! for it must needs be that offences come; but woe to that man by whom the offence cometh!8. Wherefore if thy hand or thy foot offend thee, cut them off, and cast them from thee: it is better for thee to enter into life halt or maimed, rather than having two hands or two feet to be cast into everlasting fire.
Matthew თავი 18
7. Woe unto the world because of offences! for it must needs be that offences come; but woe to that man by whom the offence cometh!
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვაჲ სოფელსა საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდენ საცთურნი“ (18,7).:

თქუას ვინმე წინააღმდგომთაგანმან, ვითარმედ: უკუეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი, რაჲსათჳს აბრალებს სოფელსა და ვაებასა მისცემს? ჯერ-იყო შეწევნაჲ და ჴელის-აპყრობაჲ, ესე არს საქმე მკურნალისა სახიერისაჲ და ჴელისამპყრობელისა ძლიერისაჲ, ხოლო ბრალობაჲ ოდენ ყოველსავე ძალ-უც.

რაჲ-მე უკუე ვთქუათ ესევითართა მათ ურცხჳნოთა ენათა მიმართ? რასა ეძიებ, კაცო უგულისჴმოო, ამისა უმეტესსა კურნებასა და შეწევნასა? ღმერთი კაც იქმნა ჩუენთჳს, ხატი მონებისაჲ მიიღო, ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი თავს-იდვა და არარაჲ დააკლო, რაჲცა მისგან ჯერ-იყო ქმნად. ხოლო ვინაჲთგან ყოველივე იგი ქმნა, და უგულისჴმოთა და უმადლოთა არა ინებეს სარგებელი, ამისთჳს ვაებასა მისცემს მათ, რამეთუ ესოდენსა მას და ესევითარსა კურნებასა ზედა დაადგრეს იგინი სენსა მას შინა ბოროტსა, ვითარცა-იგი უკუეთუ ვინმე მკურნალმან ჴელოანმან ჴელ-ყვის კურნებად უძლურისა ვისმე, და მან არა ინების მორჩილებად მცნებათა მისთა, არამედ თჳსსა მას სენსა შინა დაადგრის. და იტყოდამცა ვინმე ესევითარისა მისთჳს, ვითარმედ: ვაჲ კაცსა მას სენისა მისგან, რომელი თჳსითა დაჴსნილობითა და ვერაგობითა აღაორძინა თავსა ზედა თჳსსა. გარნა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
18:5-7 — საცდური და დაბრკოლება:

5-6. და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა. - ეუბნება: არა მხოლოდ თქვენ უნდა იყოთ თავმდაბალნი, არამედ უკეთუ ჩემი გულისთვის სხვა თავმდაბალთაც პატივს მიაგებთ, ჯილდოს მიიღებთ, რადგან რაჟამს ყრმებს, ანუ თავმდაბალთ შეიწყნარებთ, მე შემიწყნარებთ. შემდეგ პირიქითაც ამბობს: რომელმან დააბრკოლოს, ანუ შეურაცხყოს, ერთი მცირეთა ამათგანი, ანუ ისინი, რომელნიც თავს იმცირებენ და იმდაბლებენ, დიდიც რომ იყოს, უმჯობეს არს მისა დამოთუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა თჳსსა. თვალსაჩინოდ წარმოადგენს რა ფიზიკურ სასჯელს, სურს აჩვენოს, რომ მრავალ ტანჯვას გადაიტანენ ისინი, რომელნიც ქრისტესმიერი სიმდაბლის მქონეთ შეურაცხყოფენ და აცდუნებენ. შენ კი მოიაზრე, რომ უკეთუ ვინმე მართლაც მცირეს ანუ სუსტს აცდუნებს, ნაცვლად იმისა, რომ ყოველი ღონით წამოაყენოს, დაისჯება, რადგან პატარას ცდუნება უფრო ადვილია, ვიდრე დიდისა.

7. ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1989 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე, ღვთივდაცულ შვილებს:

...იმ აზრით, რომ ყველაფერი დასაშვები და მისაღებია, რომ კარგი ყოფა კარგ სმა-ჭამას და გართობას ნიშნავს და ეს საკმარისია ადამიანისათვის.

სოფლის საცდური, - რა მრავალფეროვანი და საშიშია იგი!

ვაი სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი, ხოლო ვაი მის კაცისა, რომლისგან მოვიდეს საცთური (), - ბრძანებს წმიდა წერილი.

ჩვენ უკვე ვიგემეთ ეს. მიწიერებით სავსე ცხოვრება დამახასიათებელი ნიშანი იყო XX საუკუნისა. თუ რა შედეგი მოგვიტანა ამან, დღეს ნათლად ვხედავთ. კიდევ ერთხელ გამართლდა ძველი სიბრძნე: თუ დათეს სიყვარულს, მის წილ დიდ სიყვარულს მოიმკი; თუ დასთეს ღვთისმოსაობას, სიკეთესა და სიმართლეს, მოიმკი კეთილდღეობასა და ღვთის ლოცვა-კურთხევას, ხოლო თუ დათეს ბოროტებას, სიბილწესა და სიცრუეს, შედეგად მიიღებ მწუხარებას, ტანჯვას და სიკვდილს.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა სიყვარული და სიკეთე თესოს და არა ბოროტება და სიცრუე?

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ჭეშმარიტი რწმენა, რწმენა ერთიანი, განუყოფელი, წმიდა სამოციქულო ეკლესიისა, რომლის მადლსაც ატარებს მართლმადიდებლური სარწმუნოება, და მისი კანონებით ცხოვრება.

საზოგადოება თანდათან მიდის იმ დასკვნამდე, რომ ქრისტიანული აღზრდის გარეშე არაფერი გამოვა. ამაზე პასუხისმგებლობა კი...

სრულად ნახვა