მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 18:9

8. Wherefore if thy hand or thy foot offend thee, cut them off, and cast them from thee: it is better for thee to enter into life halt or maimed, rather than having two hands or two feet to be cast into everlasting fire.9. And if thine eye offend thee, pluck it out, and cast it from thee: it is better for thee to enter into life with one eye, rather than having two eyes to be cast into hell fire.10. Take heed that ye despise not one of these little ones; for I say unto you, That in heaven their angels do always behold the face of my Father which is in heaven.
Matthew თავი 18
9. And if thine eye offend thee, pluck it out, and cast it from thee: it is better for thee to enter into life with one eye, rather than having two eyes to be cast into hell fire.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ჴელი შენი ანუ ფერჴი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან: უმჯობეს არს შენდა შესლვად ცხორებასა მკელობელისაჲ გინა უჴელოჲსაჲ, ვიდრე ორნი ჴელნი და ორნი ფერჴნი თუ გესხნენ და შთაჰვარდე ცეცხლსა მას საუკუნესა. და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან: უმჯობეს არს შენდა ერთთუალისა შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა თუალთა სხმასა და შესლვად გეჰენიასა ცეცხლისასა“ (18,8-9).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ ასოთათჳს იტყჳს სიტყუათა ამათ. ნუ იყოფინ! არამედ თჳსთათჳს და მეგობართა, რომელნი ასოთა ჩუენთა სწორად საყუარელ და საჴმარ იყვნენ ჩუენდა, ვითარცა სხუასაცა ადგილსა ზემო თქუა და აწცა მასვე იტყჳს. რამეთუ არარაჲ ესრეთ სავნებელ არს, ვითარ შეერთებაჲ უკეთურთა თანა; რამეთუ მრავალგზის რომელი ჭირმან და იძულებამან ვერ ქმნის, მეგობრობამან და სიყუარულმან ქმნის, გინა თუ სავნებელი, გინა თუ სარგებელი. ამისთჳს დიდითა სიმტკიცითა და გარდაკუეთილითა განჩინებითა გჳბრძანებს განშორებად კაცთაგან მავნებელთა სულისათა, გინა თუ თჳსნი იყვნენ, გინა თუ მეგობარნი, საყუარელნი და საჴმარნი, ვითარცა თუალი მარჯუენე, გინა თუ ჴელი; და ესენი მოასწავნა მომყვანებელად საცთურთა.

იხილეა, ვითარ საცთურთაგან ყოფადი ვნებაჲ წინაჲთვე დააყენა? გუაუწყა ყოფადი იგი, რაჲთა განკრძალულ ვიყვნეთ; გჳჩუენა ბოროტთა მათ სიდიდე, რაჟამს თქუა: „ვაჲ სოფელსა საცთურთაგან“; კუალად მისცა ვაებაჲ მომპოვნებელსა საცთურთასა, რაჲთა გამოაჩინოს, რაოდენისა სასჯელისა ღირს არს; კუალად შეძინებითა მით იგავისაჲთა აღაორძინა შიში იგი, და არა კმა-ეყო ესე, არამედ გჳჩუენა გზაჲცა, რომლითა იქმნების...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
18:8-9 — მავნე კავშირთა მოკვეთა:

8-9. უკუეთუ ჴელი შენი ანუ ფერჴი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთენ იგი და განაგდენ შენგან: უმჯობეს არს შენდა შესლვაჲ ცხორებასა მკელობელისა გინა უჴელოჲსაჲ, ვიდრე ორნი ჴელნი და ორნი ფერჴნი თუ გესხნენ და შთაჰვარდე ცეცხლსა მას საუკუნესა. და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან: უმჯობეს არს შენდა ერთ-თუალისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა თუალთა სხმასა და შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისასა. - ხელსა, ფეხსა და თვალში მეგობრები იგულისხმე, რომელნიც სნეულის ნაწილებად გვყავს. თვით ამგვარი, ანუ უახლოესი მეგობრებიც კი, უკეთუ ისინი ჩვენთვის მავნებელნი გამოდგებიან, უნდა მოვიძულოთ და, ვითარცა დამპალი ნაწილები, მოვიკვეთოთ, რათა სხვებიც არ დააზიანონ. ამგვარად აქედან ნათელია, რომ ცდუნებათა ანუ ვნების მომტან ადამიანთა მოსვლა აუცილებელიც რომ იყოს, არ არსებობს აუცილებლობა ჩვენი წახდენისა. უკეთუ ისე მოვიქცევით, როგორც უფალმა გვითხრა, და ვინც ზიანს გვაყენებს, თუნდაც ისინი მეგობრები იყვნენ, მოვიკვეთთ, არ ვევნებით.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ცილობაჲ იყო მათ შორის“ (9,16).:

...ად, და კუალად კორეს თანა მყოფნი იგინი ბოროტად შეიერთნეს, ამისთჳს კუალად კეთილად განიყვნეს, და იუდა შეერთო ჰურიათა ბოროტად. არს უკუე განყოფილებაჲ კეთილი, და არს შეერთებაჲ ბოროტი. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ თუალი შენი დაგაბრკოლებდეს, აღმოიღე იგი, ანუ თუ ფერჴი შენი დაგაბრკოლებდეს, მოიკუეთე იგი“. ; ხოლო უკუეთუ ასოჲსა ბოროტად შეერთებულისაგან განკუეთაჲ კეთილ არს, არა უფროჲსად მეგობართაგან ბოროტად შეერთებულთა განყოფაჲ კეთილ არსა? ამისთჳსცა არა ყოლადვე კეთილ არს ერთობაჲ, ვითარცაიგი განყოფილებაჲ არა კეთილ არს ყოველსა ზედა.

სწავლაჲ ნზ ვითარმედ ჯერ-არს სივლტოლაჲ ბოროტთაგან

ხოლო ამას ყოველსა ამისთჳს ვიტყჳ, რაჲთა ვივლტოდით ბოროტთაგან და შევეყოფვოდით კეთილთა, რამეთუ უკუეთუ დამპალსა და უკურნებელსა მოვიკუეთთ, ნუუკუე სხუამანცა გუამმან იგივე ვნებაჲ შეიწყნაროს, არა უფროჲსად უკეთურებისა სენითა შეპყრობილთა ზედა ჯერ-არსა ამისი ქმნაჲ, რომელნი ვიხილნეთ, ვითარ უკურნებელ არიან? რამეთუ უკუეთუ ძალ-გუედვას მათიცა განმართებაჲ და ჩუენი არა ვნებაჲ, კეთილ არს ესე, და თანაგუაც ამისი ქმნაჲ. უკუეთუ კულა იგინი იყვნენ უკურნებელ და მოუდრეკელ და ჩუენ გუავნებდენ, კეთილ არს მაშინ მოკუეთაჲ მათი ჩუენგან...

სრულად ნახვა