მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 19:2

1. And it came to pass, that when Jesus had finished these sayings, he departed from Galilee, and came into the coasts of Judaea beyond Jordan;2. And great multitudes followed him; and he healed them there.3. The Pharisees also came unto him, tempting him, and saying unto him, Is it lawful for a man to put away his wife for every cause?
Matthew თავი 19
2. And great multitudes followed him; and he healed them there.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, წარვიდა გალილეაჲთ და მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ იორდანესა. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი მუნ“ (19,1-2).:

ზედაჲსზედა განეშორებოდა ჰურიასტანსა შურისათჳს მათისა და მივიდოდა გალილეას, რაჲთა ერმან მან, მსხდომარემან ბნელსა, იხილონ ნა-თელი. ხოლო აწ, ვინაჲთგან მოახლებულ იყო ჟამი ცხოელსმყოფელისა მის ვნებისა მისისაჲ, „მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა... და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი“. ოდესმე სიტყჳთა სწავლიდა და ოდესმე სასწაულთა აღასრულებდა, რაჲთა სასწაულთა მიერ სარწმუნო იყოს მოძღურებაჲ მისი, ხოლო მოძღურებისაგან აღემატებოდის სარგებელი იგი სასწაულთაჲ. ესე იგი არს, რაჲთა ღმრთისმეცნიერებად მოვიდენ. ხოლო მოციქულთა საქმე იხილე, ვითარ შემოკლებულითა სიტყჳთა ურიცხუთა მათ სასწაულთა თანაწარჰჴდებიან, რამეთუ აჰა ესერა მახარებელმან არა აჴსენა კაცად-კაცადი განკურნებულთა მათგან, არამედ ერთბამად აჴსენა, ვითარმედ: „მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი“, რომელნიმე ჴორციელთა სენთაგან და რომელნიმე სულიერთა. რამეთუ კურნებაჲ იგი უძლურთაჲ სხუათა მიზეზ ღმრთისმეცნიერებისა იქმნებოდა; გარნა მწიგნობარნი და ფარისეველნი უცხო იყვნეს მადლისა მისგან, რამეთუ უფროჲსღა შურითა შეიწუებოდეს. ამისთჳსცა იტყჳს მახარებელი:

მათეს სახარების განმარტება - თავი XIX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
19:1-6 — ქორწინება და განქორწინება:

1-2. და იყო ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, წარვიდა გალილეაჲთ და მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იოდანესა. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი მუნ. - უფალი კვლავ იუდეაში მიდის, რათა იუდეაში მცხოვრებ ურწმუნოებს თავი იმით არ ემართლებინათ, ჩვენთან უფრო იშვიათად მოდის, ვიდრე გალილეველებთანო. დამოძღვრასა და სიტყვის გასრულებას კვლავ სასწაულები მოსდევს, რადგან ჩვენ სიტყვითაც უნდა განგვსწავლოს და საქმითაც. მაგრამ უგუნურმა ფარისევლებმა იხილეს რა სასწაულები, ნაცვლად იმისა, რომ ერწმუნათ, მისი ცდუნება მოინდომეს. მოუსმინე:

3-6. მაშინ მოუჴდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ ყოვლისათჳს ბრალისა? ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი? და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს. - ოჰ, უგუნურება ფარისეველთა!...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის