მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 19:3

2. And great multitudes followed him; and he healed them there.3. The Pharisees also came unto him, tempting him, and saying unto him, Is it lawful for a man to put away his wife for every cause?4. And he answered and said unto them, Have ye not read, that he which made them at the beginning made them male and female,
Matthew თავი 19
3. The Pharisees also came unto him, tempting him, and saying unto him, Is it lawful for a man to put away his wife for every cause?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მოუჴდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ ყოვლისათჳს ბრალისა?“ (19,3).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ დიდი ესე უგუნურებაჲ და სიცოფე! ესოდენი სახენი ძლიერებისა მისისანი ეხილვნეს და კუალადღა ჰგონებდეს ძიებითა ამით მრავლითა ცთუნებად ანუ ძლევად მისა. ოდესმე იტყოდეს შაბათისათჳს; კუალად გმობაჲ დასწამეს; კუალად ჰრქუეს, ეშმაკი არსო შენ თანა; კუალად წინააღუდგეს, რაჟამს ყანობირსა წარჰვლიდა და ოდეს მოწაფენი უბანელითა ჴელითა ჭამდეს; და ყოველსავე ზედა დაუყვნა ურცხჳნონი იგი პირნი მათნი. და ეგრეთცა არავე დასცხრებოდეს გამოცდად მისა, რამეთუ ესრეთ არს უკეთურებაჲ, მარადის ურცხჳნო და ცხარ.

იხილეთ უკუე კითხვისაცა მათისა უკეთურებაჲ! არა ჰრქუეს, თუ: პირველ ამისა ჰბრძანე არა განტევებად ცოლისა გარეშე სიტყჳსა სიძვისა, ვითარ უკუე სთქუ სიტყუაჲ იგი? არამედ ვითარმცა ყოვლადვე არა ასმიოდა, ესრეთ იტყჳან, რომელ ჰგონებდეს, თუ მიჰვიწყდებოდის სიტყუაჲ იგი თჳსი, და მზა იყვნეს, რაჲთა უკუეთუ თქუას, თუ ჯერ-არს განტევებაჲ, ჰრქუან მას, თუ: შენვე პირველ სთქუ, ვითარმედ: „არა ჯერ-არს“, და აწ ვითარ იტყჳ, თუ ჯერ-არს? ხოლო უკუეთუ თქუას პირველისა მისებრვე სიტყჳსა, ვითარმედ: „არა ჯერ-არს განტევებაჲ“, წინაუყონ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XIX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
19:1-6 — ქორწინება და განქორწინება:

1-2. და იყო ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, წარვიდა გალილეაჲთ და მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იოდანესა. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი მუნ. - უფალი კვლავ იუდეაში მიდის, რათა იუდეაში მცხოვრებ ურწმუნოებს თავი იმით არ ემართლებინათ, ჩვენთან უფრო იშვიათად მოდის, ვიდრე გალილეველებთანო. დამოძღვრასა და სიტყვის გასრულებას კვლავ სასწაულები მოსდევს, რადგან ჩვენ სიტყვითაც უნდა განგვსწავლოს და საქმითაც. მაგრამ უგუნურმა ფარისევლებმა იხილეს რა სასწაულები, ნაცვლად იმისა, რომ ერწმუნათ, მისი ცდუნება მოინდომეს. მოუსმინე:

3-6. მაშინ მოუჴდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ ყოვლისათჳს ბრალისა? ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი? და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს. - ოჰ, უგუნურება ფარისეველთა!...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,24).:

...იტი ცნეს, არამედ რაჲთამცა მიზეზი პოვეს, ვითარცა-იგი რაჟამს ჰკითხეს, თუ: „ჯერარსა ხარკისა მიცემაჲ კეისრისაჲ ანუ არა?“ ; ; და რომელ ჰკითხეს განტევებისათჳს ცოლისა, ; და კუალად დედაკაცისა მისთჳს, რომლისა თქუეს, ვითარმედ შჳდ ქმარ ესხნეს. ; ; ხოლო თავადმან მუნ ამხილა მათი ტყუვილი, ვითარმედ: „რასა გამომცდით, ორგულნო?“ ; ; რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ დაფარულნი გულთა მათთანი უწყნის, ხოლო აქა არა ამხილა, რაჲთამცა გუასწავა არა ყოლადვე მხილებაჲ ბოროტისმყოფელთა ჩუენთაჲ, არამედ მოთმინებაჲ ყოვლისაჲვე სიმშჳდით. ვინაჲთგან უკუე უგუნურებისა საქმენი იყვნეს, რამეთუ საქმენი ქადაგებდეს, და იგინი სიტყუათა ეძიებდეს, ამისთჳს ისმინე, ვითარ მიუგო მათ, ერთად, რაჲთ...

სრულად ნახვა