მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 2:20

19. But when Herod was dead, behold, an angel of the Lord appeareth in a dream to Joseph in Egypt,20. Saying, Arise, and take the young child and his mother, and go into the land of Israel: for they are dead which sought the young child's life.21. And he arose, and took the young child and his mother, and came into the land of Israel.
Matthew თავი 2
20. Saying, Arise, and take the young child and his mother, and go into the land of Israel: for they are dead which sought the young child's life.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი თ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა ჩუენებით იოსებს ეგჳპტეს და ჰრქუა: აღდეგ, წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა, რამეთუ მოსწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა“ (2,19-20).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა შემდგომად განსაცდელისა მის მოვიდა ნუგე-შინის-ცემაჲცა, რამეთუ არღარა ეტყჳს, თუ: ივლტოდე, არამედ: „წარვედო ქუეყანად ისრაჱლისა“; და მოიქცეს უცხოებისა მისგან სოფლად თჳსად და მკლველი იგი ყრმათაჲ იხილეს მოკლული. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს სახედ თჳსა, კუალად ნეშტი პოეს პირველთა მათ განსაცდელთაჲ, რამეთუ ძე მძლავრისაჲ მის მეფობდა ჰურიასტანს, ვითარცა ესერა აღმოვიკითხეთ:

მათეს სახარების განმარტება - თავი II
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
2:19-23 — დაბრუნება და ნაზარეთში დამკვიდრება:

19. ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე. - მწარე აღსასრული ჰქონდა ჰეროდეს: ბოროტი სული ცხელებით, მუცლის გვრემით, ქავილით ამოხდა; ფეხები მოეღრიცა, სარცხვინელი დაულპა, მატლი დაეხვია, ჭირდა ქოშინი, კანკალი და სხეულის ნაწილები უცახცახებდა.

19-20. აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა ჩუენებით იოსებს ეგჳპტეს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა. - არ ეუბნება ილტვოდეო, არამედ "წარვედ"-ო, რადგან საშიშროება უკვე აღარ არსებობდა.

რამეთუ მოსნყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა. - სადაა აპოლინარიოსი, რომელიც ამბობდა, რომ უფალს არ მიუღიაო სული კაცისა? რამეთუ აქ იგი იმხილება.

21-22. ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაჱლისა. და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა თჳსისა, შეეშინა მისლვად მუნ.- ჰეროდეს სამი ვაჟი დარჩა: ფილიპე, ანტიპა და არქელაოსი. არქელაოსს მეფობა უბრძანა, ბოლო დანარჩენებს ტეტრარქონტობა (მეოთხედ-მთავრობა). იოსებს ისრაელის ქვეყანაში ანუ იუდეაში დაბრუნებისა შეეშინდა. რადგან არქელაოსი მამას ჰგავდა, ხოლო...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის