თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარმედ ყოველივე იგი მათთჳს იქმნა? რაჲთა სასოებისა ძალი შეიმოსონ და არა ეშინოდის მავნებელთა და მა-ჭირვებელთა მათთაგან, არამედ ცნან, ვითარმედ ჴელ-ეწიფების უფალსა მათსა, უკუეთუ ენებოს, წინააღმდგომთა მათთა ტანჯვაჲ ძალითა წამისყოფისა თჳსისაჲთა. ამისთჳს ორგზის აწ ჰრქუა სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: უკუეთუ შეუორგულებელითა სარწმუნოებითა ილოცვიდეთ, ყოველივე მოგეცეს თქუენ, რაჲცა ითხოოთ, ვიდრე მთათა ცვალებადმდე, და სხუათა უაღრესთა სასწაულთა აღასრულებდეთ.
Matthew 21:22
17. დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ. - უფალი მათ, ვითარცა უღირსთ, გაშორდა და ბეთანიაში წავიდა, რომელიც ითარგმნება როგორც სახლი მორჩილებისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ურჩებიდან იგი მორჩილებთან გადავიდა და მათთან დამკვიდრდა, რადგან ნათქვამია: დავიმკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის (II კორ. 6.16).
18-20. და განთიად, მო-რაჲ-ვიდოდა ქალაქად, შეემშია. და იხილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაჲ პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ! და განჴმა ლეღჳ იგი მეყსეულად. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ, დაუკჳრდა და იტყოდეს: ვითარ მეყსეულად განჴმა ლეღჳ იგი! - რადგანაც უფალი სასწაულებს ხშირად აღასრულებდა და ეს სასწაულები ყოველთვის კეთილი იყო, და ამასთან, არცერთი სასწაული არ აღუსრულებია ვინმეს დასასჯელად, რომ არ ეფიქრათ, დასჯა არ შეუძლიაო, აქ თავის ამ ძალასაც წარმოაჩენს, მაგრამ, ვითარცა კაცთმოყვარე, მას არა ადამიანთა, არამედ ხის მიმართ იყენებს, ისევე როგორც მანამდე ეს ღორების მიმართ გააკეთა. იგი ხეს ახმობს, რათა ადამიანები გონს მოიყვანოს. მოწაფეებს გაუკვირდათ და...
ძმანო ქრისტიანენო! თუმცა მე არა ერთ-გზის მიწირავს ამ თქვენს ძველს ეკკლესიაში, გარნა მოძღვრება და დარიგება ჯერედ ერთხელაც არ მომიცია თქვენთვის, ვითარცა სხვათა სოფლის ეკკლესიათა შინა, ჩვეულებისა და მოვალეობისამებრ ჩვენისა. ეს მოხდა მისთვის, რომელ წირვა ჩვენი აქა ყოველთვის დაემთხვია უბრალო, სანიადაგო დღეებში, როდესაც თქვენ იყავით მუშაობაში და მოსვლა საყდარში არ გცალოდათ. თუმცა დღესაც უბრალო დღე არის, მაგრამ დღეს მე განგებ დაგიბარეთ თქვენ წირვის მოსასმენად, რადგანაც მსურდა დღეს მაინც გადამეხადა ჩემი ვალი თქვენ წინაშე. მე ვალი მმართებს თქვენი: ჩემი ვალი ის არის, რომ გასწავლო, დაგარიგო სჯულში და ქრისტიანობაში. თუ ეს ვალი არ გარდავიხადე, მეშინია, ღმერთმა არ მომკითხოს ოდესმე. ახლა, პირველად, მადლობას გეტყვი, რომ ისმინეთ ჩემი დაბარება და მოხვედით აქ. ნუ ნანობთ ერთი საათის, ანუ საათნახევრის მოცდენას მუშაობისაგან! მუშაობა ყოველ დღეს შეგიძლიათ; გარნა მღვდელ-მთავრის წირვის და დარიგების მოსმენა არა ყოველს დღეს შეგიძლიათ. მარტო მუცლისთვის არ უნდა ზრუნვიდეს კაცი; სულსაც უნდა თვისი საზრდო; სულის საზრდო არის სწავლა, ნუგეში, განათლება; თუ გულმოდგინეთ...
...იწყალა და რწმენაში გააძლიერა.
გავიხსენოთ ისიც, განკურნების მთხოვნელს უფალი ეკითხება: სწამს თუ არა, რომ შესაძლებელია იმის აღსრულება ღვთისგან, რასაც ითხოვს და როცა იღებს დადებით პასუხს, დასძენს: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ“. ამიტომაც გვარიგებს მოციქული: „ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ“ ().
მთელი წმინდა წერილი რწმენაზეა დაფუძნებული და აქ აღწერილი ამბებიც ურწმუნოებაზე რწმენის გამარჯვებას გვამცნობს, ოღონდ „ქრისტეში ძალა აქვს სიყვარულით მოქმედ რწმენს“ (გალატ.5,6); და მკვდარია რწმენა საქმეთა გარეშე ისევე, როგორც სხეული სულის გარეშე ().
„ჩვენ ღირსებით უნდა ვიდგეთ რწმენაში, სიყვარულსა და მშვიდობაში გონიერებით“ (I ტიმ. 2.,15) და ვეცადოთ, შევინარჩუნოთ „სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით“ (); ამასთან არ უნდა შევშინდეთ და „ყველაფერში ავიღოთ სარწმუნოების ფარი, რითაც შევძლებთ ბოროტების გახურებულ ისართა დაშრეტას“ () „სარწუნოების გარეშე კი შეუძლებელია ღმერთს სათნო ვეყოთ“ ()
მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შე...
...ომ ყოველი ადამიანისათვის, თუნდაც იგი განდეგილი და მარტოდმყოფი იყოს, აუცილებელია ლოცვა და შრომა.
ლოცვას აქვს უდიდესი სასწაულთმოქმედი ძალა. ყოველი ნამდვილი კეთილი საქმე, რომელიც ღვთის სასოებითა და ლოცვით იწყება, წარმატებით მთავრდება. თვით უფალი ბრძანებს: „ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ“ ().
მინდა გავიხსენო ცნობილი ფაქტი ბიბლიიდან:
ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გადაწყვიტა კერპთა უარყოფისათვის სამაგალითოდ დაესაჯა ახალგაზრდა წინასწარმეტყველნი: ანანია, აზარია და მისაელი. ბრძანა ხელ-ფეხი შეეკრათ მათთვის და გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ. ცეცხლის ალი იმდენად ძლიერი იყო, რომ ბრძანების აღმსრულებელნი იმსხვერპლა. ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელნი უშიშარი ყრმანი კი უვნებლად მიმოდიოდნენ შუაგულ ცეცხლში, დაუღალავად უგალობდნენ ღმერთს და აკურთხვვდნენ უფალს. მათთან ერთად იყო ანგელოზი უფლისა.
„მაშინ გაოცდა მეფე ნაბუქოდონოსორი და შეშინებული წამოვარდა. მიუგო და უთხრა თავის მრჩეველთ: ჩვენ სამი შეკრული კაცი არ ჩავაგდეთ ღუმელში? მიუგეს მათ და უპასუხეს მეფეს: ჭეშმარიტად ასე იყო, მეფეო! მიუგო მან და თქვა: ოთხ ხელ-ფეხ გახსნილ კაცს ვხედავ, შუა ცეცხლში მიმოდიან ისინი უვნებლად. მეოთხე შესახედაობით ღვთის შვილს ჰგავს“ (დანიელ. 3,91-92). მომხ...