მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 21:3

2. Saying unto them, Go into the village over against you, and straightway ye shall find an ass tied, and a colt with her: loose them, and bring them unto me.3. And if any man say ought unto you, ye shall say, The Lord hath need of them; and straightway he will send them.4. All this was done, that it might be fulfilled which was spoken by the prophet, saying,
Matthew თავი 21
3. And if any man say ought unto you, ye shall say, The Lord hath need of them; and straightway he will send them.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა მიეახლა იერუსალჱმდ და მოვიდა ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ წარავლინნა იესუ ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აღჰჴსენით და მომგუარეთ მე იგი. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი“ (21,1-3).:

მრავალგზის ამისა პირველადცა აღვიდა იერუსალჱმდ, გარნა ესევი-თარითა განცხადებულებითა და დიდებითა არღასადა აღსრულ იყო. რაჲ არს უკუე ამისი მიზეზი? მაშინ დაწყებაჲ იყო განგებულებისაჲ და არღა მოახლებულ იყო ჟამი ვნებისა მისისაჲ; ამისთჳს ესრეთ ლიტონად იქცეოდა მათ შორის და არა ფრიად განაცხადებდა თავსა თჳსსა, რაჲთა არა უმეტესითა გულისწყრომითა აღეტყინნენ უშჯულონი იგი მღდელთმოძღუარნი და ფარისეველნი. ხოლო ვინაჲთგან ძლიერებისა თჳსისა სახენი ჯეროვნად უჩუენნა სასწაულთა მიერ, და ჟამი ჯუარ-ცუმისა მისისაჲ მოახლებულ იყო, ჯერ-იჩინა უბრწყინვალესად გამოჩინებაჲ და ყოველსავე დიდებულებასა აღასრულებს, დაღაცათუ იგინი შურითა შეიწუებოდეს.

და აწ იხილეთ, რაბამნი საკჳრველებანი იქმნებიან და რაოდენნი წინაჲსწარმეტყუელებანი აღესრულებიან. წარავლინნა მოწაფენი მოყვანებად ვირისა მის და კიცჳსა და მიუთხრა მათ ადგილი იგი და სახლი და დაბაჲ, სადა დაბმულ იყო. აუწყა, ვითარმედ არავინ დააყენნეს იგინი, რომელ ესეცა დასასჯელად იყო ჰურიათა; რამეთუ კაცთა მათ უმეცართა და უცხოთა ესმა რაჲ, ვითარმედ უფალსა უჴმან ვირი იგი და კიცჳ, სიხარულით წარავლინნეს და არაჲ სიტყუა-უგეს, ხოლო ჰურიათა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
21:1-9 — ქრისტეს ზეიმით შესვლა იერუსალიმში:

1-5. და ვითარცა მიეახლნეს იერუსალჱმდ და მოვიდეს ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ წარავლინნა იესუ ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აჰჴსენით და მომგუარეთ მე იგი. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲმე თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი. ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა მშჳდი და ზე ზის იგი ვირსა და კიცუსა, ნაშობსა კარაულისასა (ეს. 62.11; ზაქ. 9). - უფალი სახედარზე არა სხვა რამ საჭიროებისა გამო, არამედ იმიტომ შეჯდა, რომ წინასწარმეტყველება აღესრულებინა და თანაც ჩვენთვისაც ეჩვენებინა, რომ სიარულიც მოკრძალებითაა საჭირო, ამიტომ არა ცხენით, არამედ თავმდაბლურად - სახედრით წავიდა. ამგვარად, წინასწარმეტყველებას იგი როგორც ისტორიული, ასევე დაფარული აზრითაც აღასრულებს: ისტორიულით იმ გაგებით, რომ მართლაც სახედარზე შეჯდა, ხოლო გადატანითი მნიშვნელობით, სახედარზე შეჯდომა ახალი, გაუხედნავი და ურჩი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცისა ვისსამე და არქუთ მას: მოძღუარმან ეგრე თქუა: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო პასქაჲ ესე მოწაფითურთ ჩემით“ (26,18).:

...ძალ-ედვა ჯუარმცუმელთა მათ მისთა წამის-ყოფით ოდენ განჴმობად, ვითარცა ლეღჳ იგი განაჴმო, არამედ ნეფსით თავსიდებდა ყოველსავე.

და ვითარცა-იგი შევიდოდა რაჲ იერუსალჱმდ, წარავლინნა მოწაფენი მოყვანებად კარაულისა მის და ჰრქუა: „უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი“,

ეგრეთვე აქა ჰრქუა: „არქუთ სახლისა უფალსაო: გეტყჳს შენ მოძღუარი: შენ თანა ვყო პასქაჲ ესე“. გინა თუ ვითარცა ლუკა იტყჳს: „გეტყჳს შენ მოძღუარი: სადა არს სავანე, რომელსა პასქაჲ ესე მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო?“ და არა ესე ხოლო არს საკჳრველ, რომელ კაცმან უცნაურმან შეიწყნარა იგი, არამედ რომელ იცოდა, ვითარმედ შეწყნარებითა მისითა მტერობად თჳსად აღადგენდა ყოველთა მათ მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა და ფარისეველთა და მთავართა ერისათა, და ყოვლადვე არარად შეჰრაცხა ესე ყოველი, რამეთუ სიტყუამან მან უფლისამან განაჴურვა გონებაჲ მისი.

ხოლო ვინაჲთგან უმეცარ იყვნეს მოწაფენი კაცსა მას, ამისთჳს სასწაული მისცა, ვითარმედ: „შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნი წყლი-თა ზეედგას; შეუდეგით მას სახედ, ვიდრეცა შევიდეს. და არქუთ უფალსა მის სახლისასა“.

და არა...

სრულად ნახვა