მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 21:38

37. But last of all he sent unto them his son, saying, They will reverence my son.38. But when the husbandmen saw the son, they said among themselves, This is the heir; come, let us kill him, and let us seize on his inheritance.39. And they caught him, and cast him out of the vineyard, and slew him.
Matthew თავი 21
38. But when the husbandmen saw the son, they said among themselves, This is the heir; come, let us kill him, and let us seize on his inheritance.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ქუეყანისმოქმედთა მათ იხილეს ძე იგი მისი და თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი“ (21,38).:

თ ა რ გ მ ა ნ ი : რაჲსათჳს იქმთ ამას, ჵ უშჯულონო და ქედფიცხელნო და ღმრთისა მოძულენო, რაჲ საბრალობელი ჰპოეთ მის თანა დიდი, გინა თუ მცირე? კეთილი გიყო თქუენ და პატივ-გცა; ღმერთი იყო და არს და თქუენთჳს კაც იქმნა; სასწაულნი ბუნებათა უაღრესნი აღასრულნა თქუენ შორის, ცოდვათა შენდობასა მოგცემდა, სასუფეველად ცათა მიგიწოდდა. რომლისა საქმისათჳს იზრახეთ მოკლვაჲ მისი? ეჰა უკეთურებაჲ დიდი და უგუნურებაჲ უკუანაჲსკნელი, რომელიღა მიზეზი შემოიღეს უღმრთოთა მათ: „მოვკლათო იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი“.

ვინმცა უძლო ღირსად სიცოფისა მათისა განქიქებად მათა? ვინ წარმოთქუას ჯეროვნად სიბორგილისა მათისა სულმყრალობაჲ და სიხენე-შე? ესაია წარმოდეგინ და იტყოდენ: „ვაჲ სულსა მათსა, რამეთუ ზრახეს ზრახვაჲ ბოროტი: მოვკლათ მართალი იგი, რამეთუ განმაძნელებელ ჩუენდა არს“. (ესაია 3, 9-10); (შდრ. სიბრძ. სოლ. 2,12)

მათეს სახარების განმარტება - თავი XXI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
21:33-46 — ბოროტი მევენახეები და უარყოფილი ქვაკუთხედი:

33. სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა. - უფალს სხვა იგავიც მოჰყავს მათთვის, რათა აჩვენოს: მიუხედავად იმ დიდი მზრუნველობისა, რომელიც ეღირსათ, მაინც ვერ გამოსწორდნენ. პატრონი სახლისა უფალია, ვისაც მისი კაცთმოყვარეობისა გამო, კაცი ეწოდა. ვენახი - იუდეველი ხალხი, ვინც ღმერთმა აღთქმულ მიწაზე დანერგა, როგორც ნათქვამია: შეიყვანე და დანერგე ისინი მთასა ზედა წმინდასა შენსა. ზღუდე ან სჯულია, რომელიც მათ წარმართებთან ქორწინების გზით აღრევისაგან იფარავდა, ან წმინდა ანგელოზნი, რომელნიც ისრაელს იცავდნენ. საწნახელი სამსხვერპლოა, გოდოლი - ტაძარი, ხოლო მიწათმოქმედნი - მოძღვარნი ხალხისა - ფარისეველნი და მწიგნობარნი. ღმერთი - სახლისა უფალი ებრაელებს მაშინ განშორდა, როცა ღრუბლის სვეტიდან მათთან საუბარი შეწყვიტა. ან კიდევ: წასვლა ღმრთის სულგრძელობას ნიშნავს, რადგანაც იგი თითქოს ძილს ეძლევა, ან გვშორდება, როცა სულგრძელობას იჩენს და ჩვენს უსამართლო საქმეთა გამო მაშინვე არ ჩნდება.

34-39. და რაჟამს...

სრულად ნახვა
სიტყვა მეცამეტესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

იგავი ვენახსა ზედა (მათ. 21, 32-42).

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყურადღებით მოისმინეთ დღეს წარკითხული სახარებისაგან იგავი. უეჭველია, კიდეც მიჰხვდით, რომ ამ იგავში უფალმან იესო ქრისტემან მიფარულად და საიდუმლოდ აღწერა ბოროტი თვისება, უნაყოფოება, უმადურება ებრაელთა. ვენახი იგი, რომელი დაასხა სახლსა უფალმან, მიფარულად ჰნიშნავდა იუდეიათ ქვეყანასა; სახლისა უფალი თვით ღმერთსა; ზღუდე ვენახისა, საწნახელი, გოდოლი, რომელი აღაშენა სახლისა უფალმან, მოასწავებენ ყოველთა მათ ხორცილთა და სულიერთა სიკეთეთა, მშვიდობასა, სიმდიდრესა, სჯულსა, მადლსა, რომლითა ღმერთმან შეზღუდა და შეამკო ქვეყანა იგი ურიათა. რისთვის მისცა ღმერთმან ეგოდენი მადლი ურიათა? მისთვის, რომ თავ-თავის დროზედ გამოიღონ ნაყოფი, ესე იგი: სარწმუნოება, სასოება, კეთილნი საქმენი და სხვა; მაგრამ მათ ნაყოფი არ გამოიღეს. ნაცვლად ამისა, როდესაც გაჰგზავნიდა ღმერთი მონათა თვისთა წინასწარმეტყველთა ნაყოფის მისაღებად, ურიანი მათს სიტყვას არ ისმენდნენ, ზოგიერთს მათგანს სცემდენ და სტანჯვიდენ, ზოგს მოჰკვლიდენ. ბოლოს ღმერთმან გაჰგზავნა მათთან ძე ღვთისა,...

სრულად ნახვა
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუმცა ეცნა, არამცა უფალი იგი დიდებისაჲ ჯუარს-ეცუა (2,8).:

...უპატიოებად ჰგონეს ვნებაჲ იგი ჯუარისაჲ, ამისთჳსცა მოციქული, თჳთ სიტყჳსა მისებრვე უფლისა, დიდებად მისსა უწოდს ჯუარ-ცუმას მას.

ჳკუმენისი: არა-ცნობასა ამას შურითა დაბრმობისათჳს ჰურიათაჲსა იტყჳს, ხოლო რამეთუ იცოდეს და ნებსით უმეცარ იქმნნეს, ესე ამიერ ცხად არს, რაჟამს იტყოდეს: "ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ" (). ვიტყჳ უკუე, ვითარმედ ესე იცოდეს, რამეთუ იგი თავადი არს ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, და ამით დაისაჯებიან რამეთუ, რომელი-იგი ცოდეს, მეცნიერებით ცოდეს და არა უმეცრებით. ხოლო აწ მოციქული უმეცრებად ამას იტყჳს, ვითარმედ, ესოდენ მოშურნისა გონებისა უფალ იყვნეს ჰურიანი, რომელ რაოდენცა წყურიელ იყვნეს მოკლვად უფლისა, უკუეთუმცა ეცნა, ვითარმედ ჯუარცუმითა მისითა ესოდენ დიდი იქმნების ცრებაჲ ყოველთა წარმართთაჲ, არამცა ჯუარს-ეცუა იგი.

მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა წერილ-არს: რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა (2,9).

თარგმანი: სადა წერილ არს? — ცხად არს, ვითარმედ ფრიად საიდუმლოდ და დაფარულად. ანუ თუ ესევე ძალი წერილ არს, ხოლო არა ამითვე სიტყჳთა, ვითარ-იგი ესაია იტყჳს, ვითარმედ: "რომელთადა არა თხრობილ იყო, მისთჳს იხილონ, და რომელთადა ა...

სრულად ნახვა