თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ ადგილსაცა მოასწავებს, სადა ეგულებოდა მათ მოკლვაჲ მისი? გარეგან ქალაქისა.
Matthew 21:39
33. სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა. - უფალს სხვა იგავიც მოჰყავს მათთვის, რათა აჩვენოს: მიუხედავად იმ დიდი მზრუნველობისა, რომელიც ეღირსათ, მაინც ვერ გამოსწორდნენ. პატრონი სახლისა უფალია, ვისაც მისი კაცთმოყვარეობისა გამო, კაცი ეწოდა. ვენახი - იუდეველი ხალხი, ვინც ღმერთმა აღთქმულ მიწაზე დანერგა, როგორც ნათქვამია: შეიყვანე და დანერგე ისინი მთასა ზედა წმინდასა შენსა. ზღუდე ან სჯულია, რომელიც მათ წარმართებთან ქორწინების გზით აღრევისაგან იფარავდა, ან წმინდა ანგელოზნი, რომელნიც ისრაელს იცავდნენ. საწნახელი სამსხვერპლოა, გოდოლი - ტაძარი, ხოლო მიწათმოქმედნი - მოძღვარნი ხალხისა - ფარისეველნი და მწიგნობარნი. ღმერთი - სახლისა უფალი ებრაელებს მაშინ განშორდა, როცა ღრუბლის სვეტიდან მათთან საუბარი შეწყვიტა. ან კიდევ: წასვლა ღმრთის სულგრძელობას ნიშნავს, რადგანაც იგი თითქოს ძილს ეძლევა, ან გვშორდება, როცა სულგრძელობას იჩენს და ჩვენს უსამართლო საქმეთა გამო მაშინვე არ ჩნდება.
34-39. და რაჟამს...
იგავი ვენახსა ზედა (მათ. 21, 32-42).
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყურადღებით მოისმინეთ დღეს წარკითხული სახარებისაგან იგავი. უეჭველია, კიდეც მიჰხვდით, რომ ამ იგავში უფალმან იესო ქრისტემან მიფარულად და საიდუმლოდ აღწერა ბოროტი თვისება, უნაყოფოება, უმადურება ებრაელთა. ვენახი იგი, რომელი დაასხა სახლსა უფალმან, მიფარულად ჰნიშნავდა იუდეიათ ქვეყანასა; სახლისა უფალი თვით ღმერთსა; ზღუდე ვენახისა, საწნახელი, გოდოლი, რომელი აღაშენა სახლისა უფალმან, მოასწავებენ ყოველთა მათ ხორცილთა და სულიერთა სიკეთეთა, მშვიდობასა, სიმდიდრესა, სჯულსა, მადლსა, რომლითა ღმერთმან შეზღუდა და შეამკო ქვეყანა იგი ურიათა. რისთვის მისცა ღმერთმან ეგოდენი მადლი ურიათა? მისთვის, რომ თავ-თავის დროზედ გამოიღონ ნაყოფი, ესე იგი: სარწმუნოება, სასოება, კეთილნი საქმენი და სხვა; მაგრამ მათ ნაყოფი არ გამოიღეს. ნაცვლად ამისა, როდესაც გაჰგზავნიდა ღმერთი მონათა თვისთა წინასწარმეტყველთა ნაყოფის მისაღებად, ურიანი მათს სიტყვას არ ისმენდნენ, ზოგიერთს მათგანს სცემდენ და სტანჯვიდენ, ზოგს მოჰკვლიდენ. ბოლოს ღმერთმან გაჰგზავნა მათთან ძე ღვთისა,...
...„თჳსთა თანა მოვიდა იგი“, არა თუ მას რაჲმე უჴმდა, რამეთუ, ვითარცა ვთქუ, ღმერთსა არარაჲ უჴმს სხჳსაგან, არამედ თჳსთა მათ მისთა სარგებელისათჳს მოვიდა. და ამას ყოველსა ზედა „თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“, სარგებელად მათა მოსრული, არამედ გარემიაქციეს, და არა ესე ოდენ, არამედ გარეგან ვენაჴისა განიყვანეს და მოკლეს. და ამას ყოველსა ზედა არავე დაუჴშა მათ კარი სინანულისაჲ, არამედ მისცა მათ ამათ ესეოდენთა ბოროტთა შემდგომად, რაჲთა უკუეთუ ინებონ, ყოველნი მათნი ცოდვანი განიბანნენ მისითა სარწმუნოებითა და სწორ იქმნენ მათდა, რომელთა არარაჲ ესევითარი ექმნას, არამედ საყუარელ მისა იყვნეს.
და რაჲთა სცნათ, ვითარმედ არა ცუდად ვიტყოდე ამას, იხილეთ ნეტარი პავლე, რომლისათჳს ბრწყინვალედ ვღაღადებ, რამეთუ ესე შემდგომად ჯუარს-ცუმისა ქრისტეს სდევნიდა და მოწამისა მის მისისა სიკუდილსა თანაშემწე იყო; და ვინაჲთგან მოიქცა და შეინანა, ამისთჳს მეყსეულად თავთა მათ მოციქულთა თანაზიარ იქმნა და მოძღურად და მასწავლელად ყოვლისა სოფლისა გამოჩნდა, რომელი პირველ მგმობარი იყო და მდევარი, ვითარცა თჳთ იგი ნეტარი ქადაგებს სახარებასა მას სიხარულით, და არა თუ სირცხჳლ-უჩნდა. ამისთჳსცა ოდესმე იტყჳნ, ვითარმედ: „არა ღირს ვარ წოდებად მოციქულად, რამეთუ ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა“;...