📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ღმერთი კაცთმოყუარე არს და ქველისმოქმედ, საყუარელო, და ყოველსავე ღონესა ეძიებს, რაჲთამცა სათნოებითა შემკულ ვიყვენით ჩუენ, და ამისთჳს იძულებით და უნებლიაჲთ არავის მოიყვანებს სათნოებად, არამედ კეთილის-ყოფითა და ნებსით მოიზიდავს მისა მიმართ. ამისთჳსცა, მო-რაჲ-ვიდა იგი, რომელთამე შეიწყნარეს იგი და რომელთამე - არა, რამეთუ არცა ერთისაჲ ჰნებავს, რაჲთამცა უნებლიაჲთ დაიმონა, არამედ ნებსითთა ეძიებს, რომელნი ჰმადლობდენ მას, რომელ შეიწყნარნა იგინი. რამეთუ კაცთა ეჴმარების სხუათა მიერ მსახურებაჲ და ამისთჳს უნებლიაჲთცა მრავალთა ჰყოფენ მსახურ მათა, ხოლო ღმერთსა არცა ერთი რაჲ ეჴმარების ვისგანმე, არამედ ყოველსავე ჩუენისა ცხორებისათჳს იქმს; და ამისთჳს ჩუენდა მოუცემიეს ამის საქმისა ჴელმწიფებაჲ და არავის იძულებით მიიზიდავს თავისა მიმართ თჳსისა; ჩუენსა უმჯობჱსსა ეძიებს, ხოლო უნებლიაჲთ მიყვანებაჲ ყოვლადვე არამისლვისა სწორ არს.
არამედ იტყჳან ვიეთნიმე: და რაჲსათჳს მისცემს საშჯელად, რომელნი არა დაემორჩილნენ მას? ანუ რად გეჰენიაჲ აღუთქუა, რომელნი არა იქმოდიან მცნებათა მისთა? არამედ ისმინე, რამეთუ უფალსა მარადის ვეწყალით ჩუენ; დაღაცათუ არა ვერჩდეთ მას, არავე განგუეშორების, და ვივლტოდით რაჲ, გუდევს, რაჲთა მოგუაქცინეს. არამედ ვინაჲთგან რომელნი კეთილსა მისსა ურჩ ექმნნეს და არარად შეჰრაცხეს, ამისთჳს მეორესა მას კერძსა მოაწევს ტანჯვასა, რომელი-იგი მწარე არს, არამედ კეთილვე არს, რაჟამს პირველი იგი ღონე შეურაცხ იქმნას. რამეთუ შჯულისმდებელნიცა და მსაჯულნი მრავალთა ბოროტთა მოაწევენ შეცოდებულთა, და არავე გუძულან იგინი, არამედ უფროჲსად პატივვსცემთ, რომელ არარაჲ ეჴმარების ჩუენგან, და არცა იცოდიან მრავალგზის, თუ ვიეთ ერგოს მათი იგი საშჯელი. და ამას ყოველსა ზედა ზრუნვენ წესიერებასა ჩუენისა ცხორებისასა და პატივ-სცემენ სათნოთა, ხოლო დააყენებენ ბოროტისაგან უკეთურთა, რომელნი სხუათაცა მყუდროებასა ავნებენ. აწ უკუეთუ ამათ ვაქებთ ამის საქმისათჳს, არა უფროჲსად ღმრთისაჲ თანაგუაცა სიყუარული ესოდენისა მის ქველისმოქმედებისა მისისათჳს, რომლისა სიღრმე განგებულებათაჲ მიუწდომელ არს, და სახიერებისა მისისაჲ, რომელი აქუს ჩუენ ზედა? არამედ რომელთა მისცემს სატანჯველად, ამისთჳს მისცემს, რამეთუ გამოჩნდეს უკეთურად და უმადლოდ. და ესრეთ გულისხმა-ყავ, რამეთუ „თჳსთა თანა მოვიდა იგი“, არა თუ მას რაჲმე უჴმდა, რამეთუ,
ვითარცა ვთქუ, ღმერთსა არარაჲ უჴმს სხჳსაგან, არამედ თჳსთა მათ მისთა სარგებელისათჳს მოვიდა. და ამას ყოველსა ზედა „თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“, სარგებელად მათა მოსრული, არამედ გარემიაქციეს, და არა ესე ოდენ, არამედ გარეგან ვენაჴისა განიყვანეს და მოკლეს.1 და ამას ყოველსა ზედა არავე დაუჴშა მათ კარი სინანულისაჲ, არამედ მისცა მათ ამათ ესეოდენთა ბოროტთა შემდგომად, რაჲთა უკუეთუ ინებონ, ყოველნი მათნი ცოდვანი განიბანნენ მისითა სარწმუნოებითა და სწორ იქმნენ მათდა, რომელთა არარაჲ ესევითარი ექმნას, არამედ საყუარელ მისა იყვნეს.
და რაჲთა სცნათ, ვითარმედ არა ცუდად ვიტყოდე ამას, იხილეთ ნეტარი პავლე, რომლისათჳს ბრწყინვალედ ვღაღადებ, რამეთუ ესე შემდგომად ჯუარს-ცუმისა ქრისტეს სდევნიდა და მოწამისა მის მისისა სიკუდილსა თანაშემწე იყო; და ვინაჲთგან მოიქცა და შეინანა, ამისთჳს მეყსეულად თავთა მათ მოციქულთა თანაზიარ იქმნა და მოძღურად და მასწავლელად ყოვლისა სოფლისა გამოჩნდა, რომელი პირველ მგმობარი იყო და მდევარი, ვითარცა თჳთ იგი ნეტარი ქადაგებს სახარებასა მას სიხარულით, და არა თუ სირცხჳლ-უჩნდა. ამისთჳსცა ოდესმე იტყჳნ, ვითარმედ: „არა ღირს ვარ წოდებად მოციქულად, რამეთუ ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა“;2 და კუალად იტყჳს: „მოვიდა იესუ ცოდვილთა ცხორებად, რომელთაგანი პირველი მე ვარ“;3 და მერმე იტყჳს: „გასმიეს ყოფაჲ ჩემი ჰურიაებასა შინა, რამეთუ ვსდევნიდი ეკლესიათა ღმრთისათა“.4 რამეთუ ვითარცა ნაცვალად მიაგებს ქრისტესა მისისა სახიერებისა გამოჩინებასა, რომელ გამოაჩინებს, ვითარმედ ესევითარი იგი მტერი და მბრძოლი ესრეთ აცხოვნა, და ქადაგებს კადნიერებით ბრძოლასა მას, რომლითა ებრძოლა პირველ ქრისტესა, და შემდგომად ამისა სასოწარკუეთილთა ყოველთა მისცა სასოებაჲ ცხორებისაჲ, რამეთუ იტყჳს: „ქრისტემანცა ამისთჳს ესე ყო, რაჲთა ჩემ ზედაცა გამოაჩინოს გარდამატებული იგი სახიერებაჲ მისი სახედ მომავალთა მათ სინანულად“.5 არამედ პირველისა მის სიტყჳსა მიმართვე მოვაქციოთ, რომელსა იტყჳს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲ მოვიდა, რომელი-იგი ყოველგან არს და ყოველივე აღუვსიეს? რომელი ადგილი დააცალიერა თავისაგან თჳსისა, რომელსა ყოველივე ჴელითა უპყრიეს? არამედ გულისხმა-ყავთ, ვი-თარმედ ადგილი არცა ერთი დაუცალიერებიეს, რამეთუ ვითარმცა ეგებოდა ესე? არამედ ჩუენდა მომართ მოსლვითა ქმნა ესე, რამეთუ
1 შდრ. მათ. 21,39. 2 1 კორ. 15,9. 3 1 ტიმ. 1,15. 4 შდრ. გალ. 1,13. 5 შდრ. 1 ტიმ. 1,16.
ვინაჲთგან მარადის სოფელსა შინა იყო, არამედ არა იცნობდა მას სოფელი, და ამისთჳს არცა შეერაცხა იგი მოსრულად, ვინაჲთგან ვერ იცნობდა მას, ხოლო უკუანაჲსკნელ გამოაცხადა თავი თჳსი, შეიმოსა რაჲ ბუნებაჲ ჩუენი და ჴორცნი ესე, და ამისთჳს ესევითარსა ამას გამოჩინებასა და განცხადებასა მოსლვად სახელ-სდებს. ხოლო იხილეთ, ვითარ მოწაფესა მას არა სირცხჳლ-უჩნს თქუმად შეურაცხებასა მას მოძღურისასა, ვითარმედ: „არა შეიწყნარეს იგი“, და კადნიერებით იტყჳს ყოველსავე. და ესეცა არა მცირე სახე არს მისისა ჭეშმარიტებისმოყუარებისაჲ. და კუალად დაღაცათუმცა ჰრცხუენა, შეურაცხისმყოფელთა მათთჳს ჯერ-იყო სირცხჳლი და არა შეურაცხქმნილისა მისგან, რამეთუ იგი გამოჩნდა უფროჲსად დიდებულად, რომელ მას ყოველსა ზედა სწყალობდა მათ, ხოლო იგინი ბილწად და შეგინებულად გამოჩნდეს ყოველთა მიერ, რომელთა ესევითართა კეთილთა ყოფად მოსრული იგი ვითარცა მბრძოლი გარემიაქციეს და დააკლდეს ნაწილსა მას, რომელი მიეცა შემწყნარებელთა მისთა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო რომელთა შეიწყნარეს იგი, მისცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად“ (1,12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რად არა გჳთხრობ, ჵ ნეტარო, სატანჯველთაცა, რომელთა მიეცემიან არაშემწყნარებელნი მისნი? არამედ ესე სთქუ, ვი-თარმედ: თჳსნი მისნი იყვნეს და თჳსთა თანა მოსრული არა შეიწყნარეს. ესე არა თქუა, თუ ამისა ნაცვალად რომელი საშჯელი მოიწევის მათ ზედა, ანუ რომელსა ტანჯვასა მიეცნენ, რამეთუ უმეტჱსიმცა შიში მოსრულ იყო მათ ზედა, და მათისა მის გულისა სიფიცხლჱ მოდრეკილ იყო. არამედ იტყჳს ნეტარი ესე: და რაჲმცა იყო ამის სატანჯველისა უმეტჱსი? რამეთუ განმზადებულ იყო მათთჳს შვილ ღმრთისა ყოფაჲ, და არა იქმნნეს, არამედ ნებსით თჳსით ესევითარისა მის პატივისაგან გამოაჴუნეს თავნი თჳსნი. გარნა არა ესე ოდენ იყოს მათი სატანჯველი, არამედ უშრეტელმან მან ცეცხლმან შეიწყნარნეს, რომელსა ქუემორე გამოაცხადებს. ხოლო აქა აწ იტყჳს მიუწდომელთა მათ კეთილთა შემწყნარებელთა მისთათჳს და გამოაჩინებს მათ ყოველთა მცირედითა სიტყჳთა, რამეთუ იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო რომელთა შეიწყნარეს იგი, მისცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად“ (1,12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველნი ამას პატივსა ღირს-ყვნა: მონანი და აზნაურნი, წარმართნი, გინა თუ ბარბაროზნი, სწავლულნი და უსწავლელნი, დედანი, გინა თუ მამანი, ანუ თუ ყრმანი, ანუ მოხუცებულნი, მდიდარნი, ანუ თუ გლახაკნი, - ყოველნი ამას პატივსა ღირსქმნულ არიან და ესე ჴელმწიფებაჲ მოუღებიეს. რამეთუ სარწმუნოებაჲ იგი და მადლი სულისა წმიდისაჲ უწესოებასა მას სოფლისა საქმეთასა აღმოჰფხურის და ყოველთა ერთბამად მოიყვანებს და ერთ ხატად სამეუფოდ შესცვალებს. რაჲმცა იყო ამის მადლისა ღირს? რამეთუ მეფჱ ქუეყანისაჲ, რომელი მისვე მიწისაგან ქმნილ არს, ვინაჲცა ჩუენ, და მუნვე მიიქცევის, ვითარცა ჩუენვე, სწორთა მათ მისთა კაცთა და მის თანა მონათა ღმრთისათა, რომელნი ზიარ იყვნიან მისისავე ბუნებისა და მრავალგზის საქმითა უმჯობესცა იყვნიან, არა დააწესნის მჴედრობათა თჳსთა თანა, მონა თუ იყვნიან. ხოლო მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან არა უღირსიჩინა მეზუერეთა და ცოდვილთაჲ და მრავალთა ჴორციელადცა ნაკლულევანთა ასოჲთა, არამედ კრებულსა თანა შვილთასა შეიყვანნა. ესევი-თარი არს მისა მიმართ სარწმუნოებისა ძალი, ესევითარი არს მადლისა მისისა სიმრავლჱ. და ვითარცა ცეცხლმან მიიღის რაჲ მიწაჲ იგი თუალ-თაგან მათ, რომელთაგან გამოვალს ოქროჲ, ქმნის იგი მიწისა წილ ოქროდ, ეგრეთვე უფროჲსად თიჴისა წილ ოქროჲსად შესცვალებს ნათლის-ღებაჲ განბანითა მით, რამეთუ სული წმიდაჲ მას ჟამსა მსგავსად ცეცხლისა სულთა ჩუენთა შემოვალს და ხატსა მას მიწისაგანისასა დასწუავს, ხოლო ხატსა მას ზეცისაგანისასა ბრწყინვალედ განახლებულჰყოფს და ვითარცა ბრძმედისა მიერ განაბრწყინვებს.
ხოლო რაჲსათჳს არა თქუა, ვითარმედ: ყვნა იგინი შვილ ღმრთის, არამედ: „მისცა ჴელმწიფებაჲო შვილ ღმრთის ყოფად“? არამედ გულისხმა-ყავთ, რამეთუ ამას მოასწავებს, ვითარმედ ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳჴმს ჩუენ, რაჲთა ხატი იგი, რომელი ნათლის-ღებასა გამოისახვის ჩუენ ზედა, შეუხებელად და შეუგინებელად დავიცვათ, და გჳჩუენებსცა, ვითარმედ ამას ჴელმწიფებასა ვერვინ მიგჳღებს ჩუენგან, უკუეთუ ჩუენ თჳთ არა წარვწყმიდოთ. და უკუეთუ რომელთა კაცთა მიერ მიიღონ უფლებაჲ საქმეთა რომელთამე ზედა და აქუს მათ ზედა ჴელმწიფებაჲ, რაოდენ უფროჲსად აქუნდეს, რომელთა ღმრთისაგან მიიღონ პატივი? რამეთუ უკუეთუ არარაჲ ქმნან ესევითარისა მის პატივისა უღირსი, ყოველთა ვიყვნეთ უძლიერეს, რამეთუ ყოველთაცა უძლიერეს არს და უსახიერეს, რომელმან ესე პატივი მოგუცა ჩუენ.
და კუალად ჰნებავს მახარებელსა, რაჲთამცა გულისხმა-გჳყო, ვი-თარმედ არა თუ ესრეთ ცუდად მიეცემის მადლი იგი ყოველთა, არამედ მათ, რომელთა ისწრაფონ მიღებად მისა, რამეთუ მათსა ჴელმწიფებასა შინა არსო შვილ ღმრთისა ყოფაჲ, რამეთუ უკუეთუ მათ არა მოიძიონ პირველ, არა მოვალს მადლი იგი მათ ზედა, ვითარცა-იგი ყოველსა ადგილსა აჩუენებს, ვითარმედ იძულებით არავის მოიყვანებს, არამედ ნებსით ეძიებს. და ეგრეთვე აქაცა გამოაჩინა, რამეთუ დიდთა ამათ კეთილთაცა შინა ერთი კერძი ღმრთისაჲ არს - მადლისა მოცემაჲ, და ერთი კერძი კაცისაჲ არს - ჩუენებაჲ სარწმუნოებისაჲ და შემდგომთა მათ ჟამთა მარადის მოსწრაფებაჲ; რამეთუ არა კმა არს სიწმიდისა
ჩუენისა დაცვად ნათლის-ღებაჲ ოდენ და რწმუნებაჲ, არამედ უკუეთუ გუნებავს, რაჲთა ბრწყინვალებაჲ მისი გუაქუნდეს, თანაგუაც საქმე-თა კეთილთა გამოჩინებაჲ, რამეთუ შობაჲ იგი სულიერი და განწმედაჲ ყოველთა პირველქმნულთა ცოდვათაგან მოგუეცემის ნათლის-ღებითა, ხოლო რაჲთა დავადგრეთ შემდგომად ამისა მასვე სიწმიდესა ზედა და არღარა შევაგინნეთ თავნი ჩუენნი, ესე ჩუენსა ჴელმწიფებასა ქუეშე არს. და ამისთჳსცა სახჱ ამის შობისაჲ მომაჴსენა ჩუენ და მოიღო შორის სიტყუაჲ ჴორციელისაცა შობისაჲ და მისგან გამოაჩინა უზეშთაესობაჲ მისი და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ჴორც-თაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს“ (1,13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ესე თქუა, რაჲთა უნდოებაჲ იგი პირველისა მის შობისაჲ ვიხილოთ, რომელი-იგი იქმნების სისხლთაგან და ნებითა ჴორცთაჲთა, და მერმე სიმაღლჱ ესე და პატიოსნებაჲ მეორისა ამის შობისაჲ, რომელი იქმნების მადლისა მიერ, გულისხმა-ვყოთ და ესრეთ ვიცნათ სიდიდჱ და სიმაღლჱ მისი და მშობელისა მის ჩუენისა პატივი და ნიჭი და ფრიადი მოსწრაფებაჲ ვაჩუენოთ, რამეთუ შიში არს, უკუეთუ კეთილი ესე სამოსელი ჩუენი შევაგინოთ შემდგომთა მათ ცოდვათა მიერ და განვვარდეთ სასძლოჲსა მისგან ხუთთა მათებრ სულელთა ქალწულთა1 და მისებრ, რომელსა-იგი არა აქუნდა სამოსელი საქორწინე, რამეთუ იგიცა მეინაჴეთაგანი იყო, და იგიცა წოდებულ იყო, არამედ ვინაჲთგან უჯეროჲ საქმჱ ქმნა, ისმინე, ვითარითა საწყალობელითა საშჯელითა დაისაჯა, ღირსითა მრავალთა ცრემლთაჲთა. რამეთუ მი-რაჲ-ვიდა ბრწყინვალესა მას ტაბლასა დაჯდომად, არა თუ ოდენ დაყენებულ იქმნა მისგან, არამედ შეკრულიცა ჴელით და ფერჴით ბნელსა მას გარესკნელსა განვარდა საუკუნესა მას ტირილსა და ღრჭენასა კბილთასა.2
სწავლაჲ ი ვითარმედ არად სარგებელ გუეყოფვის წმიდაჲ ნათლის-ღებაჲ, რომელნი ბოროტთა საქმეთა შინა ვიყვნეთ
ნუმცა უკუე ვჰგონებთ ჩუენ, საყუარელნო, თუ კმა გუეყოს სარწმუნოებაჲ ოდენ ცხორებად ჩუენდა, უკუეთუ არა ვქმნნეთ საქმენი კეთილნი, არამედ უღირსითა სამოსლითა შემოსილნი მივიდეთ სანატრელსა მას ქორწილსა. ჩუენ ზედაცა მოიწიოს, რაჲ-იგი უბადრუკსა მას ზედა მოიწია,
1 შდრ. მათ. 25,1-12. 2 შდრ. მათ. 22,11-13.
რამეთუ ბოროტ არს, უკუეთუ მან ღმერთმან და მეუფემან არა უღირსიჩინოს უნდოთა და საწყალობელთა კაცთა ტაბლასა თჳსსა წოდებაჲ, და ჩუენ ესრეთ უგულისხმო ვიქმნნეთ, რამეთუ ესეოდენსა მას პატივსა ზედა არავე შევიკდიმოთ და მოვიქცეთ უმჯობჱსისა მიმართ, არამედ შემდგომად წოდებისაცა ესევითარსა უკეთურებასა ზედა ვეგნეთ. არა თუ ამისთჳს გჳწოდა ჩუენ საშინელისა მის საიდუმლოჲსა მიმართ წმიდისა ზიარებისა, რაჲთა პირველითავე უკეთურებითა მოვიდოდით, არამედ რაჲთა აღვიძარცოთ უკეთურებაჲ და შევიმოსოთ, რაჲ-იგი უჴმს შემოსად წოდებულთა მეუფისათა.
ხოლო უკუეთუ ვიყვნეთ უღირს წოდებისა მის, ესე არა მწოდებელისა მისგან არს, არამედ ჩუენისა უკეთურებისაგან, რამეთუ არა იგი განგუასხამს ჩუენ საკჳრველისა მისგან კრებულისა წოდებულთაჲსა, არამედ ჩუენ თჳთ განვასხამთ თავთა ჩუენთა. რამეთუ მან ყოველივე, რომელი მას უჴმდა ქმნად, ქმნა, და ქორწილი შეამკო, და ტაბლაჲ მოჰმზადა, და მწოდებელნი განავლინნა, და მოსრულნი შეიწყნარნა, და ყოველივე პატივი ქმნა, ხოლო ჩუენ შეურაცხ-ვყავთ იგი თავადი და მუნ მისრულნი ყოველნი და ქორწილი იგი დიდი სამოსელთა მათგან შებილწებულთა, რომელ არიან არაწმიდანი საქმენი. და ამისთჳს სამართლად განვისხმით, რამეთუ პატიოსნებისა მისთჳს ქორწილისა მის და განსუენებისათჳს მუნ შეკრებულთაჲსა განასხნა ურცხჳნონი იგი და ბილწნი. რამეთუ უკუე-თუმცა დაეტევა მუნ შემოსილი იგი მწიკულევანითა სამოსლითა, იგიმცა იყო შეურაცხისმყოფელ სხუათა მათ.
გარნა ნუმცა ვის ზედა მოიწევის ჩუენგანისა ესევითარი საქმჱ! რამეთუ ამისთჳს უწინარჱს მოწევნისა წერილ არს ესე ყოველი, რაჲ-თა შევიკდიმოთ და განვეკრძალნეთ სმენითა, რაჲთა არა შთავვარდეთ საქმეთა მათ შინა ბოროტთა და სატანჯველთა მწარეთა და ბრწყინვალითა სამოსლითა მივიდეთ ქორწილსა მას, რომელსა ღირსმცა ქმნულ ვართ ყოველნი მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რამეთუ მისა შუენის დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.