თ ა რ გ მ ა ნ ი: ორნი წარწყმედისა მათისა სახენი მოასწავნა: ერთად, შებრკოლებაჲ მათი და სიბრმისაგან გონებათა მათთაჲსა დაცემაჲ, რამეთუ ესე არს, რომელ თქუა, თუ: „რომელიცა დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს“ - ურწმუნოებისა მათისათჳს და მისა მიმართ დაბრკოლებისა; და მეორედ, მოოჴრებაჲ მათი, რომელი შეემთხუეოდა ტყუეობისა მისგან ჰრომ-თაჲსა, რომელიცა განცხადებულად მოასწავა სიტყჳთა მით, თუ: „რომელსა ზედა დაეცეს, განაქრიოს იგი“.
რამეთუ ვინაჲთგან სიტკბოებით მოსლვაჲ მისი არა შეიწყნარეს, მიჰფინა მათ ზედა რისხვაჲ თჳსი და შემუსრნა და სრულიად განაქრინა, ვი-თარცა წინაჲსწარმეტყუელნი პირველითგან ქადაგებდეს. რამეთუ ესაია ვენაჴსა ამსგავსა სახლი ისრაჱლისაჲ, რომელმან ყურძნისა წილ ეკალი მოიღო, და იტყჳს, ვითარმედ: „ზღუდე გარემოუდევ და სარითა განვაგე; დავასხ ვენაჴი სორექი და აღვაშენე გოდოლი მას შინა და საწნეხელი მოვ-თხარე მას შორის და ველოდე, ვითარმედ ყოს ყურძენი, და მან ყო ეკალი. და აწ საჯეთ ჩემდამო და შორის ვენაჴისა მის ჩემისა, რაჲღა-მე ჯერ-იყო ყოფად ვენაჴისა მის, და არა უყავ მას? რამეთუ ველოდე, რაჲთამცა ყო ყურძენი, და მან ყო ეკალი. ველოდე, რაჲთა ყოს სამართალი,...