მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 22:17

16. And they sent out unto him their disciples with the Herodians, saying, Master, we know that thou art true, and teachest the way of God in truth, neither carest thou for any man: for thou regardest not the person of men.17. Tell us therefore, What thinkest thou? Is it lawful to give tribute unto Caesar, or not?18. But Jesus perceived their wickedness, and said, Why tempt ye me, ye hypocrites?
Matthew თავი 22
17. Tell us therefore, What thinkest thou? Is it lawful to give tribute unto Caesar, or not?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მიუვლინნეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა და ჰრქუეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ და არა ჰზრუნავ არავისთჳს, რამეთუ არა თუალაღებ პირსა კაცისასა. აწ მარქუ ჩუენ, რაჲ გნებავს შენ: ჯერ-არსა ხარკისა მიცემაჲ კეისარსა ანუ არა?“ (22,16-17).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ჴელმწიფებასა ქუეშე ჰრომთასა შესრულ იყვნეს და ხარკი ზედაედვა. ვინაჲთგან უკუე იხილეს ამისა პირველად, ვი-თარმედ კაცთა მათ, თევდა და იუდა, განდგომილებაჲ იზრახეს და ამის-თჳს მოიკლნეს, ენება უღმრთოთა მათ ქრისტესიცა ესევითარისა საქმისა იჭუსა შეგდებად. ამისთჳს მოწაფენი მათნი მჴედართა თანა ჰეროდესთა მიუვლინნეს (რამეთუ მათ ეწოდებოდა ჰეროდიან), რაჲთამცა ორკერ-ძო მახე დაურწყვეს: უკუეთუ მიცემაჲ თქუას ხარკისაჲ, მათ აბრალონ და თქუან, თუ: კაცთა თუალ-აღებ; უკუეთუ არამიცემაჲ თქუას, აქუნდენ მათ მჴედარნი ჰეროდესნი მოწამედ, და მისცენ იგი მთავარსა, ვითარცა განდგომილებისა მასწავლელი; ვითარცა ლუკა გუაუწყებს, ვითარმედ წინაშე ერისა ჰკითხესო, რაჲთა უმრავლესნი მოწამენი აქუნდენ. არამედ წინააღმდგომი შეემთხჳა და მრავალთა წინაშე ემხილა უგუნურებაჲ მათი.

„და ჰრქუეს მას: ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარო“. ჵ უშჯულონო, ვინაჲთგან იცით, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, ვითარ უწინარეს მცირედისა მაცთურად ხადოდეთ და გარდამაქცეველად ერისა და მოკლვად ისწრაფდით? ვაჲ თქუენდა, ორგულნო! ვინაჲთგან პირველ ამისსა ჰრქუეს...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
22:15-22 — კეისრის ხარკი და ღმრთისა:

15-16. მაშინ წარვიდეს ფარისეველნი იგი და ზრახვა-ყვეს, რაჲთა სიტყჳთა საფრჴე უგონ მას. და მოუვლინნეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა. - რაკიღა ფარისეველნი ასე მზაკვრული ჩანაფიქრისა გამო იქცევიან, ლუკა მახარებელი მათ მზირებს უწოდებს, რომელნიც ქრისტეს შესაპყრობად იყვნენ მიგზავნილნი, ხოლო ჰეროდიანები ან ჰეროდეს მეომრები იყვნენ, ან ისინი, რომელნიც ჰეროდეს ქრისტედ მიიჩნევდნენ. როცა იუდას მთავრები აღარ იყვნენ და ჰეროდე გამეფდა, ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ იგი ქრისტე იყო. ამგვარ ადამიანებთან მიდიან ფარისეველნი, რათა ქრისტეს მახე დაუგონ. მოისმინე, როგორ საუბრობენ ისინი მასთან და ეუბნებიან:

16-22. და ჰრქუეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ შენ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ და არა ჰზრუნავ არავისთჳს, რამეთუ არა თუალ-აღებ პირსა კაცისასა. აწ მარქუ ჩუენ, რაჲ გნებავს შენ: ჯერ-არსა მიცემაჲ ხარკისაჲ კეისრისა ანუ არა? გულისჴმა-ყო იესუ უკეთურებაჲ მათი და ჰრქუა: რაჲსა გამომცდით მე, ორგულნო? მიჩუენეთ დრაჰკანი იგი ხარკისაჲ! ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი. ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ხატი ესე ანუ ზედაწერილი? ჰრქუეს მას: კეისრისაჲ. მაშინ ჰრქუა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,24).:

...წინაუყვეს სიტყუაჲ ესე ზაკუვისაჲ, ვითარმედ: „ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდიო?“ რაჲთამცა პოვეს სიტყუათა შინა მისთა ბიწი, რამეთუ ყოლადვე რასაცა ჰკითხვიდეს, არა ამისთჳს ჰკითხვიდეს, რაჲთამცა ჭეშმარიტი ცნეს, არამედ რაჲთამცა მიზეზი პოვეს, ვითარცა-იგი რაჟამს ჰკითხეს, თუ: „ჯერარსა ხარკისა მიცემაჲ კეისრისაჲ ანუ არა?“ ; ; და რომელ ჰკითხეს განტევებისათჳს ცოლისა, ; და კუალად დედაკაცისა მისთჳს, რომლისა თქუეს, ვითარმედ შჳდ ქმარ ესხნეს. ; ; ხოლო თავადმან მუნ ამხილა მათი ტყუვილი, ვითარმედ: „რასა გამომცდით, ორგულნო?“ ; ; რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ დაფარულნი გულთა მათთანი უწყნის, ხოლო აქა არა ამხილა, რაჲთამცა გუასწავა არა ყოლადვე მხილებაჲ ბოროტისმყოფელ...

სრულად ნახვა