მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 24:26

25. Behold, I have told you before.26. Wherefore if they shall say unto you, Behold, he is in the desert; go not forth: behold, he is in the secret chambers; believe it not.27. For as the lightning cometh out of the east, and shineth even unto the west; so shall also the coming of the Son of man be.
Matthew თავი 24
26. Wherefore if they shall say unto you, Behold, he is in the desert; go not forth: behold, he is in the secret chambers; believe it not.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტჱ, გინა იქი, ნუ გრწამნ. რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუვარნი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნი-შებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთა მათცა. აჰა ესერა წინაჲსწარ გარქუ თქუენ. უკუეთუ გრქუან თქუენ: უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ. რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. რამეთუ სადაცა დაეცეს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები“ (24,23-28).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველითგანვე ორისა ამის პირისათჳს ჰკითხეს მოციქულთა: მოოჴრებისათჳს იერუსალჱმისა და მეორედ მოსლვისათჳს უფლისა. რამეთუ ოდეს-იგი მოუჴდეს და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა, და თავადმან მიუგო, ვითარმედ: „ამენ გეტყჳ თქუენ, არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, ვიდრემდე ყოველი დაირღუეს“; მერმე, დაჯდა რაჲ მთასა ზეთისხილისასა, მოუჴდეს მას მოწაფენი და ეტყოდეს: „მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე ყოველი?“ ესე იგი არს, ოდეს იყოსო, რომელ ესევითარნი საქმენი იქმნესმცა, რომელ აქა ქვაჲ ქვასა ზედა არა დაშთეს, „და რაჲ არს სასწაული შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?“ ხოლო უფალმან მოოჴრებისა მის იერუსალჱმისა და წარწყმედისათჳს ერისა მის ჰურიათაჲსა და დარღუევისათჳს ტაძრისა მიუთხრა, რაოდენ ჯერ-იყო, და ამას ზედა დაასრულა სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „რჩეულთა მათთჳს, რომელ არიან მორწმუნენი, შემოკლდენ დღენი იგი“.

ამიერითგან იწყებს მეორედ მოსლვისა თჳსისათჳს თხრობად: „მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე, გინა იქი, ნუ გრწამნ“. ოდეს „მაშინ“? გულისჴმა-ყავ კეთილად, რამეთუ ვითარცა მრავალგზის მითქუამს, ამას ადგილსა ესე სიტყუაჲ, თუ:...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
24:26-28 — ქრისტეს მოსვლა ელვასავით ცხადი იქნება:

26-28. უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ. რამეთუ, ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა-აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. რამეთუ სადაცა იყოს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები. - სადაც იქნება დაცემული, ორბებიც იქ მოგროვდებიან. უკეთუ მოვლენ, - ამბობს ქრისტე, - მატყუარები და გეტყვიან, რომ ქრისტე მოვიდა, მაგრამ უდაბნოში, ან რომელიმე სახლში და მის საუნჯესა, ან ფარულ ადგილას იმალება, ნუ მოტყუვდებით, რამეთუ ქრისტეს მოსვლას მიმთითებელი არ სჭირდება, იგი ვითარცა ელვა, ყველასათვის ცხადი იქნება. რადგან მსგავსად ელვისა, რომელიც მეყსეულად გამოჩნდება, მაგრამ ყველასათვის დასანახია, ასევე მის მოსვლასაც, ვინც კი სამყაროში ცხოვრობს, ყველა იხილავს. მეორედ მოსვლა ისეთი აღარ იქნება, როგორიც პირველი იყო, როცა უფალი ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა, არამედ იგი, მეყსეულად გამოჩნდება. ისევე როგორც ორბნი და, ცხადია, ძერებიც, მძორთან მყისვე მოგროვდებიან, ასევე იქ, სადაც ქრისტე გამოჩნდება, გაემართება ყველა წმინდანი, ვინც კი მაღალთა შინა ფრინავს და მსგავსად არწივთა,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის