თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲ აქუნდა მათ ესევითარი ესე გულისსიტყუაჲ? ასმიოდა სიტყუაჲ იგი მოძღურისაჲ, ვითარ ეთქუა: „წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“. და სხუაჲ მრავალი ეთქუა მოწყალებისათჳს გლახაკთაჲსა. ამის ყოვლისაგან ჰგონებდეს, თუ აწცა უმეტესად სთნდეს ღმერთსა მიცემაჲ გლახაკთაჲ. გარნა განმკითხველი იგი გულთაჲ და მხედველი იგი დაფარულთაჲ ხედვიდა გონებასა მის დედაკაცისასა და არა გარემიაქცია შესაწირავი მისი, არამედ დიდითა სახიერებითა შეუნდო თავსაცა მისსა დასხმად ნელსაცხებლისა მის. რამეთუ მან სახიერმან ცხორებისათჳს კაცთაჲსა თავს-იდვა განკაცებაჲ და შობაჲ დედაკაცისაგან და სძითა გამოზრდაჲ და სხუაჲ ყოველივე ბუნებისა ჩუენისაჲ. ეგრეთვე ესეცა აწ თავს-იდვა ცხორებისა მისისათჳს. რამეთუ ძუელსაცა შინა შესაწირავთა მრგულიადდასაწუველთა შესწირვიდეს და ცმელსა აკუმევდეს და ზეთსა შესწირვიდეს. და ამას ყოველსა უძლურებისათჳს მათისა ღმერთი შეიწირვიდა, რაჲთა ჟამსა თჳსსა სრული იგი შესაწირავი ასწაოს. ეგრეთვე აქა უძლურებისაებრ დედაკაცისა მის სარწმუნოებაჲ იგი მისი შეიწირა და ნელსაცხებელი მიითუალა და მოწაფეთა აბრალებს, რომელ-იგი...
Matthew 26:11
6-7. ხოლო იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა, მოუჴდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისა მრავალ-სასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴით მჯდომარესა. - ზოგიერთები ამბობენ, რომ უფალს ზეთი სამმა ქალმა სცხო, რომელთაც ოთხივე მახარებელი იხსენიებს. სხვები კი ფიქრობენ, რომ ისინი ორნი იყვნენ; ერთი მათგანი, რომელიც იოვანესთანაა მოხსენიებული, მარიამია, დაჲ ლაზარესი, ხოლო მეორე, ვისაც მათე ახსენებს, ისაა, რომელიც ლუკასა და მარკოზთანაც გვხვდება. ზოგიერთის თქმით, ეს სიმონ კეთროვანი ლაზარეს მამაა, რომელმაც უფალს, ვინც იგი კეთრისაგან განწმინდა, უმასპინძლა. ფიქრობენ, აგრეთვე, რომ, როცა უფალმა მოწაფეებს უთხრა: წადით ამა და ამ კაცთან და "მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი", ისინი მასთან წარგზავნა. როგორც ამბობენ, მან მიიღო იგი და უფალმა პასექი მასთან აღასრულა. როცა ქალმა განწმენდილი კეთროვანი იხილა, დარწმუნდა, რომ შენდობას ისიც მიიღებდა და სულიერი კეთრისაგან განიწმინდებოდა. მტკიცედ დაიჯერა რა ეს, ძვირფასი მირონი იყიდა და უფალს თავზე დაუნანებლად დაასხა, რითაც პატივი სხეულის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს მიაგო. ასევე...
...მ ა ნ ი: კუალად მოაჴსენა მიმცემელსა მას, დაფლვაჲ რაჲ თქუა, არამედ არა შეეხებოდა მას მხილებაჲ, ვერცა მოდრიკა გული მისი სიტყუამან მან, რომელი ფრიად ლმობიერმყოფელი იყო, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: სამძიმარად გიჩნ მე, არამედ მელოდე მცირედ, და წარვიდე. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მე არა მარადის თქუენ თანა ვარ“ ; (12,8), გარნა ვერარამან ამათგანმან მოდრიკა ულმობელი იგი და მჴეცისსახჱ გონებაჲ, დაღაცათუ ამისა ფრიად უმრავლჱსი ჰრქუა და ქმნა, და ფერჴნი დაჰბანნა ღამესა მას, და ტაბლასა თჳსსა დაჯდომად ღირს-ყო და პური მისცა, რომელ-ესე ყოველი სულსაცა მჴეცთასა შემძლებელ არს მოდრეკად, და სიტყუანი ჰრქუნა შემძლებელნი ქვისაცა მოლბობად, და ყოველი იგი არა თუ უწინარეს მრავლისა ჟამისა ქმნა, რაჲთამცა დაჰვიწყებოდა, არამედ მას ღამესა, რომელსა მისცემდა, გარნა მან იგი ყოველი შეურაცხ-ყო.
სწავლაჲ ჲე ვეცხლისმოყუარებისათჳს
რამეთუ ბოროტ არს ვეცხლისმოყუარებაჲ, ბოროტ, და თუალთა და ყურთა დაუყოფს და მჴეცისა უფიცხჱს ჰყოფს კაცსა, არცა გონებისა მხილებასა, არცა მეგობრებისა, არცა თჳსისა სულისა ცხორებასა უტევებს გულისხმის-ყოფად, არამედ ვინაჲთგან სძლიოს კაცსა, მიერითგან სრულიად დაიმონებს მას, ვითარცა მძლავრი ბოროტი. და უბოროტ...