მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 26:24

23. And he answered and said, He that dippeth his hand with me in the dish, the same shall betray me.24. The Son of man goeth as it is written of him: but woe unto that man by whom the Son of man is betrayed! it had been good for that man if he had not been born.25. Then Judas, which betrayed him, answered and said, Master, is it I? He said unto him, Thou hast said.
Matthew თავი 26
24. The Son of man goeth as it is written of him: but woe unto that man by whom the Son of man is betrayed! it had been good for that man if he had not been born.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ძჱ სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ არს მის-თჳს, ხოლო ვაჲ კაცისა მის, რომლისა მიერ ძე კაცისაჲ მიეცეს. უმჯობეს იყო მისთჳს, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი“ (26,24).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე საქმენი და სიტყუანი ნუმცა ესრეთ ლიტონად აღმოიკითხვიან ჩუენ მიერ, საყუარელნო, არამედ გამოვწერნეთ ესე გონებათა შინა ჩუენთა, რაჲთა არღარასადა პოოს გულისწყრომამან ადგილი ჩუენ თანა. რამეთუ ვინ არს, რომელიმცა გულისჴმა-ჰყოფდა სერობასა მას დიდებულსა და მიმცემელსა მას, მჯდომარესა მაცხოვრისა თანა, და ვი-თარ უფალი იგი და მეუფჱ ყოველთაჲ სიმშჳდით და სიტკბოებით ეტყოდა, და არამცა ყოველივე რისხვაჲ და გულისწყრომაჲ აღმოფხურა გულისაგან თჳსისა? რამეთუ იხილეთ სიმშჳდით მეტყუელებაჲ მისი: „ძჱ სამე კაცისაჲ წარვალსო, ვითარცა წერილ არს მისთჳს“. კუალად მოწაფეთაცა ნუგეშინის-სცემს ამათ სიტყუათა მიერ, რაჲთა ცნან, ვითარმედ არა უძლურებისაგან არს მისისა მიცემაჲ მისი, არამედ განგებულებასა აღასრულებს ნეფსით, და მიმცემელსა მას ამხილებს, რაჲთა შეიგონოს და შეშინდეს. ამისთჳს თქუა: „ხოლო ვაჲ არს კაცისა მის, რომლისა მიერ ძე კაცისაჲ მიეცეს. უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი“. ყოველივე სიტყუაჲ სახიერისაჲ მის სიმშჳდით არს და სიტკბოებით და არა რისხვით, არცა განცხადებულითა მხილებითა. ხოლო იხილეთ მისი იგი ურცხჳნოდ სიტყჳს-გებაჲ, ვითარცა ესერა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
26:17-25 — საიდუმლო სერობა და გამცემის მხილება:

17-19. ხოლო პირველსა მას დღესა უცომოებისასა მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასქაჲ ესე? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცისა მისამე და არქუთ მას: მოძღუარი ეგრეთ იტყჳს: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო პასქაჲ ესე მოწაფითურთ ჩემით. და ყვეს ეგრეთ მოწაფეთა, ვითარცა უბრძანა მათ იესუ, და მოუმზადეს პასქაჲ იგი. - ვფიქრობ, რომ უცომოების პირველ დღეს მახარებელი უცომოების წინა დღეს უწოდებს. წესით პასექი მათ პარასკევ საღამოს უნდა ეჭამათ; ამიტომაც ეწოდებოდა მას დღე უცომოებისა. მაგრამ უფალი მოწაფეებს ხუთშაბათს გზავნის, რომელსაც მახარებელი უცომოების პირველ დღეს უწოდებს, რადგანაც იგი წინ უსწრებს პარასკევს, რომლის საღამოსაც ჩვეულებრივ ჭამდნენ უცომოებს. მოწაფეები მიდიან იესოსთან და ეკითხებიან: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასქაჲ ესე? რადგან არც მათ და არც თავად ქრისტეს საკუთარი სახლი არ ჰქონდათ. იგი მოწაფეებს აგზავნის კაცთან, ვისაც არც თვითონ იცნობდნენ და არც იგი იცნობდა მათ (ასე მოიქცა იგი სახედართან დაკავშირებითაც), რითაც აჩვენა, რომ იმ კაცს შეეძლო ერწმუნა მისთვის უცნობი ადამიანის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ იბ კეთილად ცხორებისათჳს და საუკუნოჲსა საშჯელისათჳს:

...დიდებაჲ იგი ღმრთისაჲ“. არამედ ჩუენგანი ნუმცა ვინ მოსპოლვილ არს, ჵ უფალო უფალო, ნუცამცა ვინ დაშთომილ არს უხილავად მის დიდებისაგან, რამეთუ უკუეთუ მას არა ღირს ვიქმნებით ხილვად, კეთილ არს ჩუენთჳსცა თქუმად, ვითარმედ: უმჯობეს იყო, თუმცა შობილვე არა ვიყვენით. ; და რაჲსათჳს ცხოველ ვართ, ანუ რაჲსა ვიქცევით, უკუეთუ მის დიდებისაგან დავაკლდებით და მეუფესა ჩუენსა ვერ ვიხილავთ? რამეთუ უკუეთუ რომელნი ამას მზისა ნათელსა ვერ ხედვენ და მწარესა ცხორებასა შინა არიან, რაჲ-მე ყოფად არს მათთჳს, რომელნი მის დიდებისაგან დააკლდენ? რამეთუ აქა ესე ოდენ არს დაჭირვებაჲ, რომელ ნათელსა ვერ იხილვენ, ხოლო მუნ არა ესრეთ არს, არცა ესე ოდენ არს ტანჯვაჲ, არამედ ესრეთ უმწარეს არს, რაოდენ იგი მზე ამის მზისა უბრწყინვალეს არს შეუმსგავსებელად. და კუალად ესეცა არს, რამეთუ რომელნი მის ნათლისაგან დააკლდენ, არა ბნელსა ოდენ მივლენ, არამედ საუკუნოდცა წუვაჲ ცეცხლსა შინა მოიწევის მათ ზედა და ღრჭენაჲ კბილთაჲ.

ნუმცა უკუე შთავცჳვით მცირითა ამით სულმოკლებითა საუკუნესა მას სატანჯველსა, არამედ განვიფრთხოთ და ვიღუაწოთ, რაჲთა განსუენებასა მას მივემთხჳნეთ და განვერნეთ მდინარესა მას ცეცხ...

სრულად ნახვა