მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 26:5

4. And consulted that they might take Jesus by subtilty, and kill him.5. But they said, Not on the feast day, lest there be an uproar among the people.6. Now when Jesus was in Bethany, in the house of Simon the leper,
Matthew თავი 26
5. But they said, Not on the feast day, lest there be an uproar among the people.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფაჲსსა მღდელთმოძღურისასა და ზრახვაყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრან. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იყოს ერსა შოვრის“ (26,3-5).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა უზომოსა ჰურიათა უწესოებასა? საქმესა უშჯულოვებისასა ჴელ-ჰყოფდეს და მღდელთმოძღურისა მივიდოდეს, რაჲთა მისგან მოიღონ წამებაჲ და ჴელმწიფებაჲ, ვინაჲ-იგი ჯერ-იყო უწესოვებისა დაყენებაჲ. ხოლო რავდენნი იყვნეს მღდელთმოძღუარნი, რომელ იტყჳს მახარებელი, თუ: „შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი“? რამეთუ შჯული ერთსა განაწესებს მღდელთმოძღუარსა, ვითარცა მოსე იტყჳს, და რაჟამს იგი აღესრულის, სხუაჲ დაადგინიან; ხოლო აწ მრავალნი იყვნეს, რამეთუ დაეჴსნა ადრევე წესი იგი შჯულისაჲ ჰურიათა, და წელიწდეულნი იყვნეს მღდელთმოძღუარნი, ვითარცა მოასწავებს ლუკა მახარებელი. ზაქარიაჲსთჳს იტყოდა და თქუა: „შემდგომად დღითი-დღე მსახურებისა მის აბიაჲსა“. აწ უკუე მათ წელიწდეულთა მღდელთმოძღუართა იტყჳს მათე, ვითარმედ: „შეკრბეს მღდელთმოძღუარნი ეზოსა მას კაიაფაჲსა“, რამეთუ „იგი იყო მღდელთმთავარი მის წელიწდისაჲ“, ვითარცა იოვანე მახარებელი იტყჳს და დაამტკიცებს სიტყუასა ამას, ვითარმედ წელიწდეულად მოეგო მღდელთმოძღურებაჲ გარეგან წესისა მის მოსესა.

„და ზრახვა-ყვეს, რაჲთა იესუ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
26:1-5 — ქრისტეს ვნებისა და შეთქმულების წინასწარმეტყველება:

1-2. და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ ყოველნი ესე სიტყუანი, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: უწყითა, რამეთუ შემდგომად ორისა დღისა ვნებაჲ იყოს, და ძე კაცისაჲ მიეცეს ჯუარ-ცუმად? - მას შემდეგ, რაც სასუფეველი და სატანჯველი მოიხსენა, დროულად საუბრობს საკუთარ ტანჯვაზეც, თითქოს ამბობს: "ჯვარზე გამკვრელნი ჩემნი ცეცხლს დაიმსახურებენ".

3-5. მაშინ შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფა მღდელთ-მოძღუარისასა და ზრახვა-ყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრნა და მოკლან ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იქმნეს ერსა შორის. - მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმთავრის შეცვლა, ვიდრე იგი არ გარდაიცვლებოდა, სჯულის ბრძანებით არ შეიძლებოდა, სჯულის საწინააღმდეგოდ, იუდეველები მათ ყოველ წელს ცვლიდნენ. იმ წლის მღვდელმთავართან ქრისტეს მოკვლის შესახებ სათათბიროდ ისინი მივიდნენ, რომელთაც მკვლელთა დასჯა ევალებოდათ. მღვდელმოძვართ მახარებელი იმათ უწოდებს, რომელთაც წლის მსახურება უკვე აღსრულებული ჰქონდათ. დანაშაულებრივი მკვლელობის განმზრახველთ ღმრთის კი არ ეშინიათ, არამედ ხალხისა; ეშინოდათ იმისა, რომ ქრისტეს დღესასწაულზე...

სრულად ნახვა
თავი ზ̂. ვითარმედ ღმრთისა თანა შეერთებასა შჯულისაცა წესი აქუს სულიერად, რაჲთა ქრისტეს თანა ცხოველ იყვნენ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: განიძუარცუნა მთავრობანი იგი და ჴელმწიფებანი და საჩუენებელ ქმნნა იგინი კადნიერებით და განაქიქნა იგინი მას შინა (2,15).:

...ჲთა სახილველად ყოვლისა სოფლისა მოკუდეს, და უცილობელობითა სიკუდილისაჲთა ყოველთა შორის განითქუას სასწაული აღდგომისა მისისაჲ, და ვინაჲთგან აღდგომისა დამტკიცებაჲ სხუა ჟამცა ეგებოდა, ხოლო სიკუდილისა უეჭუელობისა დასამტკიცებელ იგი ოდენ ჟამი იყო. ამისთჳს ყოვლით კერძო ცბოდა ჰურიათა მიერ, ვითარმედ: "ნუ დღესასწაულსა ამას" (), ესე იგი არს, რაჲთა არა ყოველთა წინაშე სიკუდილითა ჭეშმარიტითა მათ ყოველთავე ეუწყოს, ვითარმედ ჭეშმარიტებით მოკუდა, და კუალად დიდებით აღდგომითა მძლე ექმნა სიკუდილსა. ხოლო პილატეს მიერ ჰუარიათა ეტყოდა: "მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ" (). ესე იგი არს —თჳსაგან დაფარულად. გარნა ვერ აღისრულა ნებაჲ თჳსი, არამედ დღესასწაულსა მსოფლიოსა, წინაშე ყოველთა თესლთა და შორის ყოვლისა ქუეყანისა ჯუარსა დამოეკიდა განჩინებითა მთავრისაჲთა და ზედა-წერილითა სამთა ენათაჲთა, და ესრეთ, კადნიერებით სიკუდილითა თჳსითა განაქიქნა ყოველნი ძალნი საეშმაკონი, რამეთუ ვითარ არა უზეშთაეს იყო საკჳრველებათა, რაჟამს ჴელით და ფერჴით დამშჭუალულმან მხოლომან დასცნა ბევრეულნი იგი, რომელნი ეკუეთნეს მას, რაჟამს სანადიროჲთა ჴორცთა თჳსთაჲთა განაწონა შთანთქმად მისსა მოსრულსა მას და მოითრია ვეშაპი სამჭედურითა; და ესრეთ მიუხუნა მას, რ...

სრულად ნახვა