📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რაჟამს მოვიდეს ძჱ კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა ზედა დიდებისა თჳსისათა; და შეკრბენ წინაშე მისსა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან“ (25,31-32).
სიტყუათაჲ ამათ შუენიერთა და შესაძრწუნებელთაჲ, რომელნი მარადის გონებათა შინა ჩუენთა არიან, ვისმინოთ აწ შიშით და ლმობიერებით, რომელნი-ესე აღსასრულად ყვნა სწავლისა მის თჳსისა უფალმან და სამარ-თლად ესრეთ განაწესა, რამეთუ დიდად პატიოსან არს მისდა მოწყალებაჲ და ძმათმოყუარებაჲ, და ყოველსავე სახარებასა შინა მრავალგზის აჴსენა იგი. ხოლო უმეტესადღა აწ, და ცხადად, და არა ორი პირი ანუ ხუთი მოიღო იგავად, არამედ ყოველივე სოფელი; დაღაცათუ ზემოცა იგავთა მათ მიერ არა ორსა პირსა ანუ ხუთსა მოასწავებდა, არამედ ორსა კერძსა: კე-თილსა და ხენეშსა.
ხოლო აწ შესაძრწუნებელად შესთხზნის სიტყუასა ამას თჳსსა. ამის-თჳსცა არა თქუა, თუ: „ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ“, არამედ განცხადებულად გჳჩუენებს თავსა თჳსსა და იტყჳს: „რაჟამს მოვიდეს ძჱ კაცისაჲ დიდებითა თჳსითა“. რამეთუ აწ გლახაკებით მოვიდა, შეურაცხებით და ყუედრებით, ხოლო მაშინ არა ეგრეთ, არამედ მოვიდეს „დიდებითა დიდითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა ზედა დიდებისა მისისათა“.
ზედაჲსზედა აჴსენებს დიდებასა, რამეთუ ახლოს იყო ჯუარ-ცუმაჲ, საქმჱ შეურაცხად და საყუედრელად შერაცხილი. ამისთჳს აღამაღლებს გონებასა მას მსმენელთასა და უჩუენებს დიდებულსა მას სამშჯავროსა და გამოუსახავს წარდგომასა ყოვლისა სოფლისასა წინაშე მისა და რომელ უსაშინელეს არს, ვითარმედ: „ყოველნი ანგელოზნი მის თანა“. იგინი წამებდენო, რავდენნი მსახურებანი აღასრულნეს, წარივლინებოდეს რაჲ მეუფისა მიერ ცხორებად კაცთა. და ყოვლითურთ შესაძრწუნებელ იყოს იგი დღჱ.
„და შეკრბენო წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი“. - ესე იგი არს, ყოველივე ბუნებაჲ კაცთაჲ.
„და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან“. - რამეთუ აწ არა განრჩეულ არიან, არამედ ყოველნივე აღრეულად იქცევიან, ხოლო მაშინ იქმნას განრჩევაჲ დიდითა გამოწულილვითა.
„და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი - მარცხენით“ (25,33). ადგილითაცა განყვნა ურთიერთას და სახელითაცა. ხოლო მართალთა ცხოვარ უწოდა და ცოდვილთა - თიკან, რაჲთა უნაყოფოებაჲ მათი გამოაჩინოს და უწესოვებაჲ და სიმქისე გონებისაჲ, რამეთუ ესრეთ არს მსგავსებაჲ თიკანთაჲ.
ხოლო ცხოვართაგან სარგებელიცა ფრიად არს მატყლითა და სძითა და კრავითა, და ხილვაჲ წესიერ და კეთილ. გარნა საცხოვართა ბუნები-თი არს გინა თუ ნაყოფიერებაჲ, გინა თუ უნაყოფოვებაჲ, ხოლო კაცთაჲ ნეფსითი არს, გონებისაებრ თითოეულისა. ამისთჳს რომელნიმე გჳრგჳნოსან იქმნებიან და რომელნიმე დაიშჯებიან. გარნა ამისა პირველ სიტყუასა ჰყოფს მათ თანა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი პირველ სოფლის დაბადებისა. რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასჳთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილეს ვიყავ, და მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა? და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენსა ზედა ჰყავთ ერთსა ამათ მცირეთაგანსა ძმათა ჩემთა, იგი მე მიყავთ“ (25,34-40).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა რაოდენთა კეთილთა ღირს არს სახელი ესე, რომელ კურთხეულ უწოდა მათ, და კურთხეულ მამისა მიერ. და ვინაჲ ღირს იქმნეს ამას პატივსა? რაჲ იყო მიზეზი ესოდენისა ამის დიდებისაჲ? „მშიოდა, და მეცით მე ჭამადიო“, და შემდგომი ამისი. დიდი პატივი და დიდი ნეტარებაჲ მოიყიდეს ადვილითა და სუბუქითა ფასითა; ნეტარ არიან იგინი და სამგზის სანატრელ. და ისმინეთ ნეტარებაჲ: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი პირველ სოფლის დაბადებისა“. არა თქუა, თუ: მიიღეთ, არამედ „დაიმკჳდრეთო“, ვითარცა თჳსი, ვითარცა მამული, ვითარცა პირველითგან თანანადები მოცემად თქუენდა; რამეთუ ვიდრეღა არა დაბადებულ იყვენით, არცა შობილ, მაშინვე განმზადებულ იყო ესე თქუენთჳს, რამეთუ გიცოდენ თქუენ, რამე-თუ ესევითარნი ყოფად ხართ. ეჰა საკჳრველი, რომლისა საქმისა ნაცვალად რასაღა მიიღებენ! პურისა წილ და სართულისა და წყლისა, სამოსლისა წილ უნდოჲსა, მისლვისა წილ და ხილვისა. რამეთუ არარას მეტსა და ნამეტნავსა ეძიებს, არამედ ყოველსავე ზედა საჴმარსა ხოლო. და მრავალგზის არცა თუ საჴმარსა, რამეთუ სნეულსა უჴმს განკურნებაჲ, და პყრობილსა - თავისუფლებაჲ, არამედ სახიერი იგი ოდენ ეძიებს, რომელი ძალ-გუედვას, და უფროჲსღა ძალისაცა უდარესსა; და მცირედისა წილ და უნდოჲსა მსახურებისა წინაშე ანგელოზთა და კაცთა აკურთხევს მოწყალეთა მათ და გამომზრდელად და შემწყნარებელად თჳსად სახელ-სდებს და გჳრგჳნოსან-ჰყოფს გჳრგჳნითა მით დაუჭნობელითა და მისცემს სასუფეველსა სამკჳდრებელად. დიდებაჲ აურაცხელსა მას კაცთმოყუარებასა მისსა! რამეთუ ყოვლით კერძო ეძიებს მიზეზსა შეწყალებად ჩუენდა, უკუეთუ ოდენ არა სრულიად გულფიცხელ და უკეთურ ვიპოვნეთ, ვითარცა იგინი, რომელნი მარცხენით განირჩინეს და უნაყოფოებასა თიკანთასა მიემსგავსნეს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰრქუას მარცხენეთა მათ: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთა. რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე; უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილეს, და არა მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი, ანუ წყურიელი, ანუ უცხოვებასა, ანუ შიშულობასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ? მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რავდენსა არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ“ (25,41-45).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა ჴმაჲ სასტიკი და სავსე სიმწარითა! ვაჲმე, ვაჲმე დღისა მისთჳს და ჟამისა! რაჲ-მე ყოფად არს? რამეთუ შეურვებულ ვარ, საყუარელნო, და შეძრწუნებულ, და ვინ მოსცეს თავსა ჩემსა წყალი და თუალთა ჩემთა წყაროჲ ცრემლთაჲ? და ვტიროდემცა დღე და ღამე უბადრუკებასა მას მარცხენით მდგომარეთასა. ვინ თავს-იდვას სახიერისა მის და ტკბილისა პირისა გარემიქცევაჲ, ოდეს-იგი თქუას: „წარვედით ჩემგან, წყეულნო!“ ზემო თქუა: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო“, ხოლო აწ: „წარვედითო ჩემგან, წყეულნო!“ არღარა მამისაგან, რამეთუ არა თუ მან დაწყევნა იგინი, არამედ - საქმეთა მათთა. „წარვედით ცეცხლსა მას საუკუნესა“, რომელი-იგი განმზადებულ არს არა თქუენთჳს, არამედ „ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთა“. ოდეს-იგი სასუფეველისათჳს იტყოდა, ეგრეთ თქუა: „განმზადებული თქუენთჳსო პირველ სოფლის დაბადებისა“, ხოლო ცეცხლისათჳს არა იტყჳს ამას, არამედ „რომელი განმზადებულ არსო ეშმაკისთჳს“, რამეთუ მე თქუენთჳს სასუფეველი განვმზადე, ხოლო ცეცხლი - ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთა; ვინაჲთგან უკუე თქუენ თავნი თჳსნი ღირს ცეცხლისა ჰყვენით, თჳსთა თავთა აბრალეთ. და უჩუენებს მიზეზსა: „მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადიო“, და შემდგომი ამისი, რაჲთა ყოვლითურთ უსიტყუელ-ყვნეს. და იგინიცა სიტყუასა ჰყოფენ უფლისა მიმართ, არამედ არა სარგებელ ეყოფვის, რამეთუ საქმჱ, ესოდენ ადვილი და მისდა ესოდენ სათნოჲ, უგულებელს-ყვეს. წინაჲსწარმეტყუელნიცა პირველვე ამას იტყოდეს: „წყალობაჲ მნებავსო და არა მსხუერპლი“,1 და
1 ოსე 6,6.
შჯულისმდებელმან ესე განაწესა, და თჳთ ბუნებაჲ ამას ეძიებს, არამედ უბადრუკნი იგი ყოვლისაგანვე კეთილისა ცარიელ იპოვნეს. და არა მშიერი ოდენ გამოუზრდელად დაუტევეს და შიშუელი - შეუმოსელად, არამედ რომელი-იგი უადვილეს იყო, არცა თუ სნეული იხილეს. და გულისხმაყავთ, ვითარ ადვილ არიან ბრძანებანი მისნი. არა თქუა, თუ: საპყრობილესა ვიყავ, და გამომიყვანეთ, და სნეულ ვიყავ, და აღმადგინეთ, არამედ: „მოხუედითო ჩემდა“. და შიმშილისათჳსცა არა ძნელსა რასმე ითხოვს ანუ სანოვაგეთა სიმრავლესა, არამედ პურსა ხოლო, საჭიროსა მას და სათანადოსა საზრდელსა. და ითხოვს სახითა მვედრებელისაჲთა, რაჲთა ყოვლით კერძო მოდრიკოს გონებაჲ იგი უწყალოთაჲ სისუბუქითა მით სათხოველისაჲთა, რამეთუ პური არს, გინა წყალი; სახითა მით საწყალობელითა, რამე-თუ გლახაკი არს, რომელი ითხოვს; წესითა მით ბუნებისაჲთა, რამეთუ კაცი არს მსგავსი ჩუენი; სიდიდითა მით ნაცვლისაჲთა, რამეთუ სასუფეველი არს აღთქუმულ ესევითართათჳს; საშინელებითა მით სატანჯველისაჲთა, რამეთუ ცეცხლი არს უწყალოთათჳს; პატიოსნებაჲ იგი მიმღებელისაჲ მის, რამეთუ ღმერთი არს, რომელი გლახაკთა მიერ მიიღებს და ესრეთ დაიმდაბლებს თავსა თჳსსა ცხორებისათჳს ჩუენისა; სიმართლე იგი საქმისაჲ მის, რამეთუ თჳსთა მათ ნიჭთაგან მცირედსა ითხოვს. გარნა ამას ყოველსა ზედა ვეცხლისმოყუარებამან დააბნელნა გონებანი იგი ანგაჰრთანი. ამის-თჳს დაისაჯნეს, რამეთუ არა მოიჴსენეს სიტყუაჲ უფლისაჲ, ვითარ სხუასაცა ადგილსა ესევითართა მათ უძჳრეს სოდომელთასა იტყჳს შემთხუევად;1 და აქა იტყჳს: „რავდენი არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთა, მე არა მიყავთ“.
- რასა იტყჳ, უფალო, ძმანი შენნი არიანა? და ვითარ მცირედ უწოდ მათ? - ჰე, ამისთჳს არიან ძმა ჩემდა, რამეთუ მდაბალნი არიან და გლახაკნი და შეურაცხნი. რამეთუ ესევითართა უწეს ძმად, - იტყჳს უფალი. არა თუ მონაზონთა ოდენ იტყჳს და უდაბნოჲსა მკჳდრთა, არამედ ყოველთავე მორწმუნეთა; გინა თუ ერისკაცი იყოს, გინა თუ მონაზონი, და ჭირვეული იყოს, თანაგუაც მისი ჴელისა აპყრობაჲ და ნუგეშინის-ცემაჲ, რამეთუ ნათლის-ღებისა მიერ ვიქმნებით ძმა და ზიარებითა წმიდათა საიდუმლოთაჲთა.
პირველად აკურთხნა მართალნი იგი და ქებაჲ მათი წარმოთქუა და მერმეღა მარცხენეთა მიექცა, რაჲთა სრულიად უსიტყუელ იყვნენ, რამე-თუ მოყუასთაცა თჳსთა არა ჰბაძვიდეს. და ვითარცა-იგი სულელნი ქალწულნი ბრძენთა მათგან დაისაჯნეს, და ურწმუნოჲ იგი მონაჲ - სარწმუნოჲსა მისგან, და რომელმან-იგი ქანქარი დაჰფლა - მოყუასთაგან, ეგრეთვე მარცხენენი იგი დაისაჯებიან მარჯუენეთაგან, ვითარცა-იგი იტყოდა, ვითარმედ: „კაცნი ნინეველნი და დედუფალი იგი სამხრისაჲ აღდგენ და
1 მათ. 11,24.
დაშჯიდენ ნათესავსა მას“.1 რამეთუ მარადის მსგავსთაგან დაიშჯებიან მსგავსნი, ოდეს უდარეს იპოვნენ. რამეთუ მარჯუენენიცა იგი კაცნი იყვნეს მისვე ბუნებისანი. რად არა მიემსგავსნეს მათ სხუანი იგი, და უფროჲსად ესრეთ ადვილსა საქმესა ზედა - მიცემად პურისა, ანუ გრილისა წყლისა, ანუ სართულისა, ანუ ხილვად სნეულისა, გინა პყრობილისა და ჭირვეულისაჲ, რომელ-ესე თჳთ ბუნებასა წყალობად მოიყვანებენ განსაცდელნი იგი ჭირვეულთანი. ხოლო ვინაჲთგან ყოვლით კერძო უწყალო და ულმობელ იპოვნეს, ამისთჳს მოწყალენი იგი და სახიერნი გჳრგჳნოსან იქმნებიან, და მარცხენენი იგი, უწყალონი და უსახურნი, დაიშჯებიან, ვითარცა ესერა ვისწავეთ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და წარვიდენო ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი - ცხოვრებასა საუკუნესა“ (25,46).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უბადრუკთა მათ ცოდვილთა ჭირი და სალმობაჲ! მცირედისა და ადვილისა საქმისათჳს რაჲღა შეემთხუევის! ძმანო ჩემნო საყუარელნო, გულისხმა-ვყოთ, ძმანო ჩემნო, შევიგონოთ და თავთა ჩუენთა ვეკრძალნეთ, სინანულითა და მოწყალებითა სატანჯველთა მათგან საუკუნეთა თავნი ჩუენნი ვიჴსნნეთ. სახიერი იგი მზა არს წყალობად ჩუენდა, ოდენ მიზეზი მივსცეთ. რამეთუ ბევრეულნი თუ შრომანი ვქმნეთ და სათნოებანი მოვიგნეთ, შესლვაჲ იგი სასუფეველსა მადლისაგან და წყალობისა მისისა არს. რამეთუ მცირისა და უნდოჲსა შრომისა წილ და კნინოდენისა ქველისსაქმისა მიანიჭებს მონათა თჳსთა სასუფეველსა ცა-თასა და დიდებასა მას და პატივსა მოუგონებელსა. კურთხეულ არს სახელი წმიდაჲ დიდებისა მისისაჲ და უფროჲსად ამაღლებულ უკუნითი უკუნისამდე!
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იყო, რაჟამს წარასრულნა იესუ ყოველნი ესე სიტყუანი, ჰრქუა მოციქულთა თჳსთა: უწყითა, რამეთუ შემდგომად ორისა დღისა პასექი იყოს, და ძჱ კაცისაჲ მიეცეს ჯუარ-ცუმად?“ (26,1-2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ჟამსა ჯეროვანსა შემოიღო ჴსენებაჲ ვნებისა თჳსისაჲ, ოდეს სასუფეველი აჴსენა და თჳსი იგი დიდებით მოსლვაჲ და მისაგებელი ცოდვილთაჲ. ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: რად შეურვებულ ხართ წარმავალთა ამათთჳს ჭირთა საწუთროჲსათა, ვინაჲთგან ესევითარნი კეთილნი გელიან თქუენ და დიდებაჲ საუკუნოჲ? და არა თქუა, თუ: შემდგომად ორისა დღისა მივეცემი, არამედ: „უწყითა, ვითარმედ შემდგომად ორისა დღისა პასექი იყოს?“ და მერმეღა დაურთო, ვითარმედ: „ძჱ კაცისაჲ მიეცეს ჯუარ-ცუმად“. რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ საიდუმლოჲ დიდი აღესრულების, და დღესასწაული მოიწევის ცხორებად ყოვლისა სოფლისა. და
1 შდრ. მათ. 12,41,42.
ვითარმედ წინაჲსწარ იცოდა ყოველივე, რაჲ-იგი შემთხუევად იყო. ხოლო პასექისა მიერ პირველნიცა იგი სასწაულნი, ეგჳპტეს ქმნილნი, მოაჴსენნა, რაჟამს-იგი გამოიყვანებდა ძეთა ისრაჱლისათა „ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა“.1
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფაჲსსა მღდელთმოძღურისასა და ზრახვაყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრან. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იყოს ერსა შოვრის“ (26,3-5).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა უზომოსა ჰურიათა უწესოებასა? საქმესა უშჯულოვებისასა ჴელ-ჰყოფდეს და მღდელთმოძღურისა მივიდოდეს, რაჲთა მისგან მოიღონ წამებაჲ და ჴელმწიფებაჲ, ვინაჲ-იგი ჯერ-იყო უწესოვებისა დაყენებაჲ. ხოლო რავდენნი იყვნეს მღდელთმოძღუარნი, რომელ იტყჳს მახარებელი, თუ: „შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი“? რამეთუ შჯული ერთსა განაწესებს მღდელთმოძღუარსა, ვითარცა მოსე იტყჳს, და რაჟამს იგი აღესრულის, სხუაჲ დაადგინიან; ხოლო აწ მრავალნი იყვნეს, რამეთუ დაეჴსნა ადრევე წესი იგი შჯულისაჲ ჰურიათა, და წელიწდეულნი იყვნეს მღდელთმოძღუარნი, ვითარცა მოასწავებს ლუკა მახარებელი. ზაქარიაჲსთჳს იტყოდა და თქუა: „შემდგომად დღითი-დღე მსახურებისა მის აბიაჲსა“.2 აწ უკუე მათ წელიწდეულთა მღდელთმოძღუართა იტყჳს მათე, ვითარმედ: „შეკრბეს მღდელთმოძღუარნი ეზოსა მას კაიაფაჲსა“, რამეთუ „იგი იყო მღდელთმთავარი მის წელიწდისაჲ“,3 ვითარცა იოვანე მახარებელი იტყჳს და დაამტკიცებს სიტყუასა ამას, ვითარმედ წელიწდეულად მოეგო მღდელთმოძღურებაჲ გარეგან წესისა მის მოსესა.
„და ზრახვა-ყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრან და მოკლან“, არამედ ეშინოდა ერისა მისგან. ამისთჳს იტყოდეს, რაჲთა დღესასწაული იგი გარდაჴდეს. რამეთუ არა უნდა ეშმაკსა ვნებისა მის დღეთა პასექისათა ყოფად, რაჲთა არა ცხად იქმნას, რამეთუ ისწრაფდა დაფარულად და უცნაურად ყოფად. „და იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იყოს ერსა შორის“. არა ეშინოდა ღმრთისაგან, არცა ძრწოდეს მცნებათაგან მისთა, არამედ მარადის კაცობრივსა ზრახვიდეს და კაცთასა ზრუნვიდეს, გარნა ეგრეთვე გულისწყრომისაგან და შურისა ბორგდეს. ამის-თჳსცა, პოვეს რაჲ მიმცემელი იგი, არცა თუ დღესასწაულსა მას ჰრიდეს, არამედ შეისწრაფეს მოკლვად ქრისტესა, რამეთუ ყოველსავე ვითარცა ბრმანი იქმოდეს. დაღაცათუ უფალმან მათი იგი უკეთურებაჲ თჳსად განგებულებად იჴმარა, არამედ არა თუ ამის გამო იგინიმცა უბრალო იყვნეს, არამედ ბევრეულთა სატანჯველთა ღირს არიან. რამეთუ ოდეს-იგი თანამდებთაცა სიკუდილისათა ჯერ-იყო განტევებაჲ, მაშინ უღმრთოთა
1 ფსალმ. 135,12. 2 ლუკ. 1,5. 3 იოან. 11,49.
მათ უბრალოჲ იგი მოკლეს, რომელმან ბევრეული კეთილი უყო მათ. კე-თილად მისცა მათ პირველვე ესაია ვაებაჲ და თქუა: „ვაჲ სულისა მათისა, რამეთუ იზრახეს ზრახვაჲ ბოროტი და თქუეს: შევკრათ მართალი იგი, რამეთუ განმაძნელებელ ჩუენდა არს“.1 გარნა აწ ამის პირისათჳს სიტყუასა დრო-ვსცეთ, რამეთუ წინამდებარე არს ჩუენდა მრავალი თქუმად ამის ჯერისათჳს.
სწავლაჲ ოთ საშინელისა მისთჳს საშჯელისა
ხოლო კუალად ზემოწერილნი იგი სიტყუანი მოვიჴსენნეთ და მცირედ მათთჳს სიყუარულისა თქუენისა მიმართ ვიტყოდით. გულისხმა-ვყოთ, საყუარელნო, რამეთუ ყოველთავე წარდგომაჲ გჳჴმს წინაშე საყდარსა ქრისტეს[ს]ა და სიტყჳსა მიცემაჲ საქმეთა ჩუენთათჳს. გამოვსახოთ გონებათა ჩუენთა იგი სამშჯავროჲ, ვითარმცა აწ მოწევნულ არს, და სიტყჳსგებაჲ თანაგუაც. შევედინღა კაცად-კაცადი გონებასა თჳსსა და შემოიღენ შორის ყოველივე, რომელიცა მუნ გამოჩინებად არს. არა შეძრწუნდაა თი-თოეული? არა განცჳბრდითა? მე მოვიჴსენე და ძრწოლაჲ შემედვა, და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა.
ხოლო უკუეთუ აწ ჴსენებითა ოდენ შევძრწუნდით, რაჲ-მე ვყოთ, ოდეს ჭეშმარიტად მოიწიოს, ოდეს ყოველნივე ადამიანნი ერთად შეკრბენ, ოდეს ანგელოზნი და ანგელოზთმთავარნი განწყობილ იყვნენ, ოდეს საყჳრთა მათ საშინელთა სცემდენ, და მკუდარნი აღდგებოდინ, რომელნიმე აღიტაცებოდინ, და რომელნიმე დაშთებოდინ, ოდეს წიგნნი იგი მატიანთანი განეხუმოდინ, და საქმენი კაცად-კაცადისანი წარმოდგებოდინ, და მდინარე ცეცხლისაჲ დიოდის, ოდეს-იგი, ვითარცა პეტრე მოციქული იტყჳს, „ცანი მძაფრიად წარჴდენ, და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ, და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ“?2
მაშინ მეუფჱ ყოველთაჲ და უფალი იესუ ქრისტე დიდებითა დიდითა დაჯდეს საყდართა მათ შესაძრწუნებელთა, და მართალნი დაადგენ მარჯუენით მისა, და საწყალობელთა ცოდვილთა მარცხენითი იგი ნაწილი ხუდეს და მერმე დაშჯილნი წარივლინნენ ცეცხლად.
ვაჲმე, ვაჲმე, დაღაცათუმცა ცეცხლად არა მიივლინებოდეს, ესე მებრ, რომელ ესოდენისა მის დიდებისა და ბრწყინვალებისაგან განცჳვენ შეურაცხად, რაჲზომ დიდი და მწარე სატანჯველი არს. უკუეთუ წარმავალისა ამის და უნდოჲსა ქუეყანისა სამეუფოჲთ ვინ განიდევნოს მსახურთაგანი მეფისათა ცთომისა რაჲსათჳსმე და განვარდეს თხოვად პურისა, დიდი
1 ესაია 3,9-10. 2 2 პეტ. 3,10.
მწუხარებაჲ და გარდამატებული ჭუვილი შეემთხუევის. უკუეთუ წარმავალისა ამის და აჩრდილებრ განქარვებადისა დიდებისაგან გამოჴუებაჲ ესრეთ შესაწუხებელ არს, რაჲ-მე იყოს მაშინ ცოდვილთა ზედა? ანუ მცირედ სატანჯველად გგონიესა განვრდომაჲ მარჯუენით მდგომარისა მისგან კურთხეულისა კრებულისა და გამოჴუებაჲ მიუთხრობელისა მისგან დიდებისა და განშორებაჲ ზატიკობისა მისგან და შუებისა გამოუთქუმელთა მათ კეთილთა?
ხოლო ამას ყოველსა ზედა ბნელსაცა მივეცემოდით გარესკნელსა, და ღრჭენასა კბილთასა, და საკრველთა განუჴსნელთა, და მატლსა დაუძინებელსა, და ცეცხლსა დაუშრეტელსა, და ჭირსა მიუთხრობელსა. რაჲ-მე ვყოთ, ოდეს ენანი ჩუენნი შეიწუებოდინ, ვითარცა მდიდრისა მის, ვგოდებდეთ, და არავინ ისმენდეს, სულთ-ვითქუმიდეთ და ვიღრჭენდეთ კბილთა, და არავინ მოგუხედვიდეს, ვხედვიდეთ ყოველგნით, და ნუგეშინის-ცემაჲ არასადაჲთ იყოს?
ჵ გლახაკთა და საწყალობელთა, რომელნი ამას ჭირსა მიეცნენ. შევიდით რაჲ ოდესმე საპყრობილედ და ვიხილნით მუნ კაცნი, შეკრულნი და შებორკილნი და ბნელსა შეწყუდეულნი, შევწუხნით წყალობითა მათითა და ყოვლით კერძო განვეკრძალნით არამიცემად ესევითარსა მას ჭირსა. რაჲ-მე უკუე ვყოთ, ოდეს მიგჳყვანებდენ ზიდვით და ჭენებით სატანჯველთა მათ გეჰენიისათა? იგი საკრველნი არა საბლისანი არიან, არცა რკინისანი, რომლითა შეკრულ ვართ, არამედ ცეცხლისა უშრეტისანი. იგი ზედამდგომარენი არა ბუნებისა ჩუენისანი არიან, რაჲთამცა სადმე ვევედრენით და შეგჳწყალნეს, არამედ ანგელოზნი არიან (რომელთა თუალთა შედგმადცა ვერ ეგებოდის ჩუენგან), განრისხებულნი ჩუენ ზედა, რომელ-იგი მეუფესა შევსცოდეთ და მცნებანი მისნი არა დავიმარხენით. არა არს მუნ, ვითარ-ესე აქა იქმნების პყრობილთა ზედა: და რომელნიმე ვეცხლსა მისცემენ, სხუანი საზრდელსა მოართუმენ, სხუანი სიტყჳთ ნუგეშინის-სცემენ, არამედ მუნ არარაჲ ესევი-თარი იპოვების. დაღაცათუ ნოვე და იობ და დანიელ იხილნენ თჳსნი მათნი სატანჯველთა მათ შინა, ვერ იკადრებენ შეწევნად, რამეთუ ბუნებითისაცა წყალობისა მაშინ დაჴსნაჲ იქმნების. ვინაჲთგან იპოვებიან მრავალნი მამანი მართალნი შვილთა უკეთურთანი და სხუანი შვილნი მართალნი მამათა ცოდვილთანი; ხოლო რაჲთა სიხარული იგი მართალთაჲ წმიდაჲ იყოს და შეუწუხებელ, და არა წყალობითა თჳსთა მათთაჲთა მწუხარე იყვნენ, ამისთჳს ვიტყჳ, ვითარმედ: ბუნებითი იგი წყალობაჲ დაშრტების მათ შორის, და რომელთა ზედა მეუფჱ განრისხნეს, იგინიცა ჰრისხვიდენ თჳსთა მათ შვილთა, ანუ მშობელთა, გინა ძმათა.
უკუეთუ კაცნი მრავალგზის აქავე შვილთა უკეთურთა უვარ-ჰყოფენ, რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ მართალნი მას საუკუნესა ესრეთ იქმან?
აწ უკუეთუ ვისმე საქმენი კეთილნი არა ჰქონდინ, კეთილსა ნურას მოელის, დაღაცათუ ბევრეულნი ისხნენ თჳსნი და მშობელნი მართალნი, რამეთუ კაცად-კაცადმან მოიღოს, რაჲ-იგი ჴორცთა შინა ექმნას, გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი.
ესე მარადის გუაქუნდინ, ძმანო, გონებათა შინა ჩუენთა და ვეკრძალნეთ თავთა თჳსთა. უკუეთუ ცეცხლი გულისთქუმათა ბოროტთაჲ გმძლავრობს, კაცო, ჴსენებაჲ საუკუნოჲსა მის ცეცხლისაჲ წინააღუდგინე, და ესე მეყსეულად დაშრტეს. უკუეთუ სიტყუასა ბოროტსა იტყოდი, მოიგონე ღრჭენაჲ იგი კბილთაჲ, და იქმნას შიში იგი აღჳრ შენდა. უკუეთუ მოტაცებაჲ უცხოჲსა მონაგებისაჲ გენებოს, ისმინე საშინელი იგი განჩინებაჲ მსაჯულისა მის მართლისაჲ, რომელსა იტყჳს: „შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ბნელსა მას გარესკნელსა“,1 და ვნებაჲ იგი ბოროტი ივლტოდის შენგან.
უკუეთუ შუებით და მთრვალობით გარდაიჴდი დღეთა შენთა, მდიდარი იგი მოიჴსენე, რომელ ნაწუეთსა წყლისასა ეძიებდა ცეცხლსა მას შინა და ვერ მიემთხჳა სათხოველსა მას, და განეყენო შენ უწესოვებისა მისგან; უკუეთუ მოცინარი ხარ და განმცხრომელი, მოიჴსენე საუკუნოჲ იგი ჭირი და გლოვაჲ, და დიდად გერგოს; უკუეთუ უსახურ ხარ და უწყალო, მოიჴსენენ ქალწულნი იგი სულელნი, რომელთა სანთელნი დაშრიტეს და სასძლოჲსა მისგან განვარდეს, და ადრე მოიქცე მოწყალებად; უკუეთუ უდებ ხარ და მცონარ, მოიჴსენენ, რომელმან-იგი ქანქარი ქუეყანასა დაჰფლა და რაჲ-იგი შეემთხჳა, და განიღჳძო ძილისა მისგან უდებებისა; უკუეთუ შური მოყუსისაჲ გჭამს, მოიჴსენე მატლი იგი უძილი და განერე სენისა მისგან ბოროტისა. ყოველნი იგი სატანჯველნი, ცოდვილთათჳს განმზადებულნი, გონებასა შინა გუაქუნდინ და ვისწრაფოთ, საყუარელნო, არა შთავრდომად მათ შინა, რამეთუ არარაჲ მძიმჱ და შეუძლებელი განუწესებიეს ჩუენდა ქრისტესა. ვინაჲ უკუე ესრეთ მძიმედ გჳჩნს მცნებათა მისთა აღსრულებაჲ? უდებებისაგან ჩუენისა და დაჴსნილობისა. ხოლო გან-თუ-ვიფრთხოთ, ყოველთა უძნელესნიცა მცნებანი ადვილად აღგჳჩნდეს.
ნუ ვხედავთ მათ, რომელნი შუებასა შინა არიან და განცხრომასა და გულისთქუმათა ბოროტთა აღსრულებასა, არამედ იგი მოვიჴსენოთ, თუ რაჲ არს აღსასრული მათი: აქა სიზრქჱ ჴორცთაჲ და სიმყრალჱ, და მას საუკუნესა - ცეცხლი და მატლი საუკუნოჲ და სხუანი იგი სატანჯველნი. კუალად ნუ მტაცებელთა ვხედავთ, არამედ აღსასრული მა-თი გულისხმა-ვყოთ: აქა - ზრუნვანი და შიშნი და ურვანი, და მუნ - საკრველნი განუჴსნელნი. ნუ დიდებისმოყუარეთა ვხედავთ, არამედ აღსასრული მათი გულისხმა-ვყოთ: აქა - მონებაჲ უზეშთაესთაჲ და კაცთმოთნებაჲ, და მუნ - სიგლახაკჱ ბოროტი და ბნელსა შინა ყოფაჲ გარესკნელსა.
1 მათ. 22,13.
უკუეთუ ამას ესევითარსა ვიწურთიდეთ და ესრეთ წინააღუდგებოდით ბოროტთა მათ გულისთქუმათა ჩუენთა, ადრე მძლე ვექმნათ მათ მადლი-თა ქრისტესითა და მოვიგოთ სურვილი წარუვალთა მათ კეთილთაჲ.
ჰე, გევედრები, მათ კეთილთა სურვილი მოვიგოთ, რამეთუ ჴსენებაჲ მებრ მათი სახარულევან არს, ხოლო მიმთხუევაჲ მათი რომელმან-მე ენამან გამოთქუას, ანუ რომელმან გონებამან მოიგონოს, რაჲზომ ტკბილ არს და საწადელ? ნეტარ არიან და სამგზის სანატრელ, რომელნი ღირს იქმნენ კეთილთა მათ მიმთხუევად, ვითარცა-იგი უბადრუკ არიან და სამგზის საწყალობელ, რომელნი დიდებისა მისგან საუკუნოჲსა განვარდენ და სატანჯველთა მათ მიეცნენ. ხოლო ჩუენ, ძმანო, უკუეთუ გუსურის კეთილთა მათ ზიარებად, „რომელნი თუალმან არა იხილნა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რაჲ-იგი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა“,1 შევიტკბოთ სათნოებაჲ და მცნებათა უფლისათა მუშაკად გამოვ-ჩნდეთ, რაჲთა სასუფეველი ცათაჲ დავიმკჳდროთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ, პატივი და სიმტკიცე სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 1 კორ. 2,9.