მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 27:17

16. And they had then a notable prisoner, called Barabbas.17. Therefore when they were gathered together, Pilate said unto them, Whom will ye that I release unto you? Barabbas, or Jesus which is called Christ?18. For he knew that for envy they had delivered him.
Matthew თავი 27
17. Therefore when they were gathered together, Pilate said unto them, Whom will ye that I release unto you? Barabbas, or Jesus which is called Christ?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო დღესასწაულთა ჩუეულ იყო მთავარი იგი: მიუტევის ერსა მას ერთი პყრობილი, რომელიცა უნებნ მათ. იყო ვინმე მა-შინ პყრობილი შესწავებული, რომელსა ერქუა ისუ ბარაბაჲსი. და ვითარ შეკრებულ იყვნეს იგინი, ჰრქუა მათ პილატე: ვინ გნებავს ორთაგან, და მიგიტეო თქუენ: ისუ ბარაბაჲსი ანუ იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტჱ? რამეთუ უწყოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი“ (27,15-18).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან იხილა, ვითარმედ ქრისტე არარას მიუგებს, არცა განიმართლებს თავსა თჳსსა, სხუაჲ ღონე მოიპოვა, რაჲთამცა განარინა იგი, და ეტყჳს: უკუეთუ არა გნებავს, ვითარცა უბრალოჲსა განტევებაჲ, ბარე ვითარცა პყრობილი მიანიჭეთ ეგე დღესასწაულსა ამას. იხილეა წინაუკუმოჲ ესე წესი? გამოთხოვაჲ პყრობილისაჲ ერსა მას თანაედვა, და მინიჭებაჲ მთავრისაჲ იყო, ხოლო აწ წინააღმდგომი იქმნა, და მთავარი ჰპატიჟობს ერსა და ითხოვს მათგან, რაჲთა განუტეოს ქრისტე. და არა შეიკდიმეს უღმრთოთა მათ, არამედ უფროჲს ღაღადებდეს და ამბოხებდეს უმიზეზოდ და უბრალოდ, რამეთუ ემხილებოდა დუმილითა მისითა მათი იგი სიცბილი.

მათეს სახარების განმარტება - თავი XXVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
27:11-19 — ქრისტე პილატეს წინაშე:

**11-14. ხოლო იესუ დადგა წინაშე მთავრისა მის. და ჰკითხა მას მთავარმან მან და ჰრქუა: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ იტყჳ. და შესმენასა მას მღდელთ-მოძღუართასა და მოხუცებულთასა არარაჲ მიუგო. მაშინ ჰრქუა მას პილატე: არა გესმისა, რაოდენსა-ესე შეგწამებენ შენ?  და არარაჲ მიუგო მას არცა ერთისა სიტყჳსათჳს, ვიდრემდე უკჳრდაცა მთავარსა მას ფრიად. – **იესო პილატესთან როგორც სამოქალაქო დანაშაულში ბრალდებული ისე მიიყვანეს, ამიტომაც ეკითხება, ხომ არ წამოიწყო მან შფოთი და ხომ არ ჰქონდა მცდელობა იუდეველებზე გამეფებულიყო? ხოლო იესო ეუბნება:შენ იტყჳ; და მან ფრიად ბრძნული პასუხი გასცა, რადგან არც ის უთხრა, არ ვარო და არც ის - ვარო, არამედ შუალედურად უპასუხა: შენ იტყჳ; და ეს, შეიძლება, ასეც გავიაზროთ: ვარ, რადგან შენ ასე ამბობ, და ასეც: მე კი არ ვამბობ ამას, არამედ შენ. სხვა არაფერი უპასუხია, რადგანაც ხედავდა, რომ სასამართლო წესით და რიგით არ მიდიოდა. პილატეს უკვირდა უფლისა, ერთი მხრივ იმიტომ, რომ სიკვდილს არაფრად აგდებდა, ხოლო მეორე მხრივ იმიტომ, რომ, თუმცა მჭევრმეტყველი იყო და თავის გასამართლებლად ათასი რამის წარმოდგენა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმან მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოცდაათი იგი ვეცხლი მღდელთმოძ-ღუართა მიმართ და ხუცესთა და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს: ჩუენდა რაჲ? შენ უწყი! და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა მიერ და შიშთვილ-იბა“ (27,3-5).:

...ა უმოლხინემცა იყვნეს. ხოლო აწ ჯერეთ მათ თანა იყო ქრისტე, და ჴელ-ეწიფებოდა განტევებად მისა; ვითარ უკუე ეტყჳან იუდას: „ჩუენდა რაჲო“, და მას ზედა დასდებენ ყოველსავე ბრალსა, და იგინი ისწრაფიან მოკლვად ქრისტესა?

რამეთუ ჰრქუა რაჲ პილატე: „ვინ ორთაგანი მიგიტეო თქუენ: ისუ ბარაბაჲსი ანუ იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე?“ უშჯულოთა მათ ბარაბა მოითხოვეს, კაცისმკლველი იგი და ავაზაკი, ხოლო ქრისტე დასაჯეს სიკუდილად, ქველისმოქმედი იგი და კეთილისმყოფელი მათი.

ხოლო იუდა, იხილა რაჲ, ვითარმედ ჰურიათა ვეცხლი იგი არა მიითუალეს, დააბნია ტაძარსა შინა და წარვიდა მიერ და შიშთვილ-იბა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მღდელთმოძღუართა მათ მოიღეს ვეცხლი იგი და თქუეს: არა ჯერ-არს ესე დადებად სიწმინდესა, რამეთუ სასყიდელი სისხლისაჲ არს. და ზრახვა-ყვეს და მოიღეს ვეცხლი იგი და მოიყიდეს მი-თა აგარაკი მეკეცისაჲ საფლავად უცხოთა. ამისთჳს ეწოდა აგარაკსა მას აგარაკი სისხლისაჲ ვიდრე აქა დღედმდე. მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: და მოიღეს ოცდაათი იგი ვეცხლი, სასყიდელი იგი პატიოსნისაჲ მის, რომელი მოიყიდეს ძეთა ისრაჱლისათა, და მისცეს იგი აგარაკისათჳს მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან“ ;...

სრულად ნახვა