თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, ვითარი იქმნა ესეცა საქმე, რომელი კმა იყო შეგონებად მათ ყოველთადა, რამეთუ ჭეშმარიტებასა მას თანა საქმეთასა ჩუენებაჲცა იგი არა მცირე იყო.
ხოლო რაჲსათჳს არა პილატე იხილა ჩუენებაჲ იგი, არამედ ცოლმან მისმან? ერთად, რამეთუ იგი სადმე უფრო ღირს იყო ხილვად, ვიდრე პილატე; მეორედ, უკუეთუმცა პილატეს ეხილვა, არცამცა გამოეცხადა ყოველთა ზედა, თუ: ესრეთ ვიხილე. ამისთჳს ცოლმან იხილა, რაჲთა ყოველ-თა ეუწყოს. და არა ლიტონად ეჩუენა, არამედ ფრიად ელმოდა, რაჲთა შე-შინდეს ქმარიცა და არა საჯოს მოკლვაჲ იესუჲსი, არამედ იგიცა სრულიად უგუნურ და უსახურ იპოვა.
და თუმცა თქუა, თუ: ვერ ვიკადრებ განტეობად, რამეთუ მეფედ ჰყოფს თავსა თჳსსა, ჯერ-იყო გამოჩინებად და მხილებად საქმისა მის, თუ იყოა მის თანა სასწაული მძლავრობისაჲ: უკუეთუ მჴედრობასა იკრებდა, უკუეთუ საფასეთა იუნჯებდა, უკუეთუ საჭურველთა ჭედდა ანუ სხუასა რასმე ესევითარსა იქმოდა. ხოლო მან არარაჲ გამოიკულია, არამედ ესრეთ უგუნურებითა და სიცოფით მიჰყვებოდა ნებასა ბოროტისა მის ერისასა.
ამისთჳს არა ყო იგი ქრისტემან გარეგან ბრალისა, არამედ ჰრქუა, ვი-თარმედ: „მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდესი...