მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 27:5

4. Saying, I have sinned in that I have betrayed the innocent blood. And they said, What is that to us? see thou to that.5. And he cast down the pieces of silver in the temple, and departed, and went and hanged himself.6. And the chief priests took the silver pieces, and said, It is not lawful for to put them into the treasury, because it is the price of blood.
Matthew თავი 27
5. And he cast down the pieces of silver in the temple, and departed, and went and hanged himself.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმან მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოცდაათი იგი ვეცხლი მღდელთმოძ-ღუართა მიმართ და ხუცესთა და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს: ჩუენდა რაჲ? შენ უწყი! და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა მიერ და შიშთვილ-იბა“ (27,3-5).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე საქმე იუდაჲსცა შემასმენელ არს და ჰურიათაცა. იუდაჲსა ამისთჳს, რამეთუ უჟამოდ შეინანა და უწესოდ; ხოლო ჰურიათა ამისთჳს, რომელ ჴელ-ეწიფებოდა შენანებად და განტევებად იესუჲსა და არა ინებეს. და იხილეთღა, თუ ოდეს შეინანა იუდა: ოდეს ცოდვაჲ იგი აღასრულა.

რამეთუ ესრეთ არს საქმე ეშმაკისაჲ: არა მიუშუებს წარტყუენულთა მის მიერ აღხილვად თუალთა, ოდეს ცოდვასა იქმოდინ, ხოლო აღასრულონ რაჲ ბოროტი, მერმე ემხილების.

და მას უბადრუკსა რავდენი ასწავა ქრისტემან, და არა მოდრკა გული მისი ფიცხელი.

ხოლო აღესრულა რაჲ ბოროტი იგი განზრახვაჲ მისი, მაშინღა შეუჴდა სინანული, და იგიცა არა იჴმარა ჯეროვნად; რამეთუ რომელ-იგი აბრალა თავსა თჳსსა და ვეცხლი იგი დააბნია და არა დაერიდა კრებულსა მას ჰურიათასა, ესე ყოველი კეთილად ქმნა, ხოლო რომელ შიშთვილიბა და თავი მოიკლა, ესე შეუნდობელი ყო და საქმე ბოროტისა ეშმაკისაჲ, რამეთუ შეისწრაფა წარტაცებად მისა, რაჲთა ვერ შეინანოს ცოდვაჲ იგი, და სიკუდილითა ბოროტითა და საძაგელითა წარწყმინდა შვილი იგი წარწყმენდისაჲ.

აწ იხილეთ, ვითარ ჭეშმარიტებაჲ ყოვლით კერძო ბრწყინავს, და წინააღმდგომნი მისნი დაისჯებიან. რამეთუ ესე მებრ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
27:1-10 — ქრისტეს გადაცემა და იუდას აღსასრული:

1-2. და ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს ყოველთა მღდელთ-მოძღუ ართა და მოხუცებულთა ერისათა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი. და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტიელსა პილატეს მთავარსა.- ნახე, როგორ შეიპყრო ყველანი ეშმაკმა და დაარწმუნა, რომ იმ დღეებში მოეკლათ, რომელთა განმავლობაშიც სხვა ცოდვათა გამო მრავალი მსხვერპლისა და ძღვენის შეწირვა ჰმართებდათ - უმანკოებისა და სიწმინდის დღეებში. მათ კი ქრისტე შეკრეს და მმართველთან - პილატესთან მიიყვანეს, რომელიც პონტოდან იყო, მაგრამ რომაელთა ქვეშევრდომი და მათ მიერ წარგზავნილი იუდეას მმართველად. მათ პილატეს ქრისტე, ვითარცა ჭეშმარიტი მეამბოხე და მეფის წინააღმდეგ ბოროტგანმზრახველი, ისე გადასცეს.

3-5. მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვეცხლი მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ და მოხუცებულთა და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენდა რაჲ? შენ იხილე! და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა. - იუდამ დაფიქრება იმაზე, რაც მოხდა, დააგვიანა და თუმცა მოინანია, მაგრამ არასწორად:...

სრულად ნახვა
თავი ბ̂. სიტყჳსგებაჲ პეტრესი მოწაფეთა მიმართ განვრდომისათჳს იუდაჲსსა და დადგინებისა მატათიაჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და განსივნა და განსთქდა შორის და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი (1,18).:

...ნაწლევნი მისნი (1,18).

თარგმანი: ვინაჲთგან უძლურნი და დაუმტკიცებელნი სულნი ვერ ეგოდენ ხედვენ საუკუნოსა, რაოდენ საწუთოსა ამას, ამისთჳს მერმე იგი დაიდუმა ტანჯვაჲ და აქასა ამას იტყჳს იუდაჲსდა შემთხუეულსა განსივებასა და განხეთქასა. არა თუ სახარებისასა მას თქუმულსა წინა-აღუდგების, ვითარმედ "წარვიდა და შიშთვილ იბა" (), არამედ ორივე იქმნა. რამეთუ დამოი კიდა თავი თჳსი, რაჲთა მოიშთოს, გარნა, ვიდრე არღა მომკუდარ იყო, განუწყდა საბელი და მიერ ზე-კიდებისაგან შთამოვრდომილი განსივნა და განსთქდა შორის. და ამით გულისჴმის-ყოფითა შიშთვილ-იბა-ცა მახარებელთა სიტყჳსაებრ და განსივნა და განსთქდა, თქუმულისაებრ თავისა მიერ მოციქულთაჲსა, რომელი არა ბრალისა, არამედ საშჯელისა სიმძიმესა ჰყოფს სიმაღლე სიტყჳსა თჳსისა.

იტყჳს უკუე პაპია, ერთი მოწაფეთაგანი იოვანე ღმრთისმეტყუელისათაჲ, ვითარმედ დიდად სახედ უღმრთოთა სატანჯველისა დადებულ იქმნა იუდა სოფელსა ამას შინა, რამეთუ ესოდენ განსივნა ჴორცითა, ვიდრეღა გზასა მას, რომელსა ზედა დაცემულ იყო, ვერ ვინაჲ თანა-წარჰჴდა მას ურემი. ამისთჳს დათრგუნვითა ურმისა მიერ განსთქდა და განითხინეს ნაწლევნი მისნი. ხოლო ესოდენ განსივებულ იყო თავი მისი, ვიდრეღა ყოვლად დაეფარნეს თუალნი მისნი, რაჲთა ყოვლად ვერ იხილოს ნათელი, რამეთუ ვერცაღა სამკ...

სრულად ნახვა