მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 3:1

1. In those days came John the Baptist, preaching in the wilderness of Judaea,2. And saying, Repent ye: for the kingdom of heaven is at hand.
Matthew თავი 3
1. In those days came John the Baptist, preaching in the wilderness of Judaea,
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (3,1-2).:

რომელნი არიან დღენი იგი, რომელ იტყჳს, თუ: „მათ დღეთა შინა“? რამეთუ არა თუ მათ დღეთა, ოდეს იესუ ყრმაღა იყო და ნაზარეთად მოვიდა ეგჳპტით, იქმნა ქადაგებაჲ იგი იოვანესი, არამედ შემდგომად ოცდაათისა წლისა, ვითარცა ლუკა წამებს. ვითარ უკუე ამან მახარებელმან, აღასრულა რაჲ თხრობაჲ იგი შობისათჳს უფლისა და თქუა ეგჳპტედ შთასლვაჲ და კუალად ჰურიასტანს მოსლვაჲ და ნაზარეთს დაშენებაჲ, მეყსეულად დაურთო: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელიო“? წეს არს წერილთა შინა მარადის ესევითარისა სახისა ჴმარებად, არა მათ საქმეთათჳს ხოლო, რომელნი პირველთქუმულსა მას შეუდგებოდინ, არამედ მათთჳსცა, რომელნი შემდგომად მრავლისა ჟამისა აღესრულებოდინ, იტყჳს მრავალგზის წერილი ესრესახედ, ვითარცა-ესე აწ ქმნა მახარებელმან. ამისთჳსცა, ოდეს-იგი ჯდა უფალი მთასა ზეთისხილთასა და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და ჰკითხვიდეს, თუ ოდეს იყოს დარღუევაჲ იგი იერუსალჱმისაჲ, ანუ ოდეს იყოს მეორედ მოსლვაჲ მისი, უწყით, თუ რავდენი განყოფილებაჲ იყო და რავდენი სიშორე შორის ჟამისა მის იერუსალჱმისა წარტყუენვისა და მეორედ მოსლვისა უფლისა, ხოლო უფალმან მიუთხრა რაჲ დარღუევისათჳს იერუსალჱმისა და აღასრულა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი III
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
3:1-2 — იოანე ნათლისმცემლის მოსვლა და ქადაგება:

1. მათ დღეთა შინა.- არა მაშინ, როცა უფალი ყრმა იყო და ნაზარეთში ცხოვრობდა, არამედ მახარებელი საერთოდ იმ დროზე ამბობს, რომელიც აწმყოს უსწრებდა წინ და რომელშიც იოვანე ნათლისმცემელი მოვიდა. იოვანე ღმრთისაგან იმიტომ მოივლინა, რომ იუდეველნი ემხილებინა, საკუთარი ცოდვების შეგნებამდე მიეყვანა და ამგვარად ქრისტეს მისაღებად მოემზადებინა. რადგანაც ვისაც თავისი ცოდვები შეგნებული არა აქვს, ის ვერც მონანიებამდე მივა.

1-2. მოვიდა იოვანე ნათლის-მცემელი ქადაგებად უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ. - ვინაიდან იუდეველნი ქედმაღალნი იყვნენ, მონანიებისაკენ მათ ამიტომაც მოუწოდებდა. რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ. - "ცათა სასუფეველს" იგი ქრისტეს პირველსა და მეორე მოსვლასა და სათნოებით აღსავსე ცხოვრებას უწოდებს, რადგან უკეთუ ჩვენ მიწაზე ისე დავაბიჯებთ, თითქოს ზეცის მოქალაქენი ვიყოთ, ვნებათა გარეშე, მაშინ ცათა სასუფეველიც მოპოვებული გვაქვს.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტჱ, გინა იქი, ნუ გრწამნ. რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუვარნი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნი-შებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთა მათცა. აჰა ესერა წინაჲსწარ გარქუ თქუენ. უკუეთუ გრქუან თქუენ: უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ. რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. რამეთუ სადაცა დაეცეს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები“ (24,23-28).:

...ეს აღესრულებოდის, რომელსა ეგულების აწ თქუმად. ეგრეთვესახედ დაწყებასა სახარებისასა ქმნა მახარებელმან, რამეთუ წარმოთქუა შობაჲ იესუჲსი ქალწულისაგან და მოსლვაჲ მოგუთაჲ და შთასლვაჲ უფლისაჲ ეგჳპტედ და კუალად მიერ აღმოსლვაჲ და სიკუდილი ჰეროდესი, და მეყსეულად დაურთო და თქუა: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი“. ხოლო იგი შემდგომად ოცდაათისა წლისა მოვიდა. ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ არა თუ მათ დღეთათჳს თქუა, ოდეს უფალი ჩჩჳლღა იყო, არამედ იგი თხრობაჲ აღასრულა და მერმე თქუა: „მათ დღეთა შინაო“, ოდეს-იგი იქმნა მოსლვაჲ იოვანესი. ეგრეთვე ამას ადგილსა ჟამსა მას, რომელი ყოფად იყო შორის იერუსალჱმისა წარტყუენვისა და ყოვლისა სოფლისა აღსასრულისა, თანაწარჰჴდა და იტყჳს ჟამისა მისთჳს, რომელი ყოფად არს მცირედ პირველ აღსასრულისა: „მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე, გინა იქი, ნუ გრწამნ“. პირველ ყოვლისა ამას განაკრძალებს, რამეთუ ვი-თარცა-იგი მოციქულთა ზე მრავალნი მაცთურნი გამოჩნდეს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და მრავალ-თა აცთუნებდენ“, ეგრეთვე პირველ მეორედ მოსლვისა უფლისა მრავალნი მაცთურნი გამოჩნდებიან, უძჳრესნი პირველგამოჩინებულთა მათ.

ამისთჳს განაკრძ...

სრულად ნახვა