მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 4:1

1. Then was Jesus led up of the Spirit into the wilderness to be tempted of the devil.2. And when he had fasted forty days and forty nights, he was afterward an hungred.
Matthew თავი 4
1. Then was Jesus led up of the Spirit into the wilderness to be tempted of the devil.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან“ (4,1).:

რომელ არს ჟამი იგი აღყვანებისა მისისაჲ უდაბნოდ, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „მაშინ იესუ აღიყვანა უდაბნოდ სულისაგან“? შემდგომად გარდამოსლვისა მის ზედა სულისა წმიდისა, შემდგომად ჴმისა მის ზეცით მოსრულისა, რომელი წამებდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“, აღმოიყვანა იგი უდაბნოდ სულმან წმიდამან; რამეთუ გესმას რაჲ, ვითარმედ: „აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან“, გულისჴმაყავ, ვითარმედ სულსა წმიდასა იტყჳს აღმყვანებელად იესუსსა უდაბნოდ, რამეთუ ვინაჲთგან ყოველსავე სწავლად ჩუენდა იქმოდა და თავს-იდებდა, თავს-იდვა აღსლვაჲცა უდაბნოდ სულითა წმიდითა, რომელი-იგი მარადის იყო მის თანა და არს და იყოს, ვითარცა ერთარსებით განუშორებელი.

და ესრეთ გულისჴმა-ყავ: იშვებოდა რაჲ ქალწულისაგან, მოვიდა ქალწულსა მას ზედა და ძალითა მადლისა თჳსისაჲთა შეჰმზადა ტაძარი იგი ჴორცთა უფლისათჳს, ვითარცა ახარებდა გაბრიელ, ვითარმედ: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა“. ნათელს-იღებდა რაჲ, იხილვა სახითა ტრედისაჲთა წამებად ღმრთეებისა მისისა და ჩუენებად ყოველთა, ვითარმედ ესე არს,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი IV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
4:1-4 — მარხვა უდაბნოში და პირველი ცდუნება პურით:

1. მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან. - გვასწავლის რა, რომ გამოცდას ყველაზე მეტად ნათლისღების შემდეგ უნდა ველოდეთ, იესო სულიწმიდას გაჰყავს, რადგანაც გარეშე სულისა იგი არაფერს აკეთებდა. უდაბნოში გაჰყავს, რათა გვაჩვენოს, რომ ეშმაკი მაშინ გვცდის, რაჟამს ხედავს, რომ მარტონი ვართ და ერთმანეთისაგან შემწეობას ვერ მივიღებთ. ამიტომაც არ უნდა ვთქვათ უარი რჩევის მიღებაზე და მხოლოდ საკუთარი თავის იმედით არ უნდა ვიყოთ. გამოცდად ეშმაკისაგან.- ეშმაკი ანუ ცილისმწამებელი, რადგან მან ადამთან ღმერთს ცილი დასწამა, როცა უთხრა, ღმერთს თქვენი შურსო, ის სათნოებას ახლაც სწამებს ცილს ჩვენს წინაშე. 

2. და იმარხა. - იმარხულა, რათა ეჩვენებინა, რომ მარხვა მძლავრი იარაღია ცდუნების წინააღმდეგ, ისევე როგორც ნაყროვანება სათავეა ყოველგვარი ცოდვისა. ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე. - იმდენი დღე და ღამე იმარხულა, რამდენიც მოსემ და ელიამ. უფრო მეტი რომ ემარხულა, მაშინ მისი განკაცება მოჩვენებითად ჩაითვლებოდა.და მერმე შეემშია. - როცა კაცობრივ ბუნებას დაუთმო, მაშინ მოშივდა, რათა შიმშილით ეშმაკისათვის მასთან მისვლისა და შებრძოლების საბაბი მიეცა, რომ...

სრულად ნახვა
მოძღვრება კვირიაკესა შემდგომად ნათლის-ღებისა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მაშინ იესო აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან, გამოცდად ეშმაკისაგან. (მათ. 4, 1).

სახარება მოგვითხრობს ჩვენ, რომელ, ოდეს უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან ნათელ-იღო იოანესაგან იორდანესა შინა, მაშინ იგი აღმოიყვანა, ან წარყვანილ იქმნა სულისაგან უდაბნოდ, გამოცდად ეშმაკისაგან. მოთხრობა სახარებისა ამ საგანზე, ესე იგი იესო ქრისტეს ეშმაკისაგან გამოცდაზე, ერთობ შესანიშნავია, ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, და აღსავსე სულიერითა სწავლითა და აღშენებითა. ჯერ მარტო ეს ვიფიქროთ, ძმანო ჩემნო, თუ სულმან ბოროტმან გაჰბედა მოახლება უწმინდესისა არსებისადმი და გამოცდა მისი, თუ მან გაჰბედა და იფიქრა, რომელ მას შეუძლია რაიმე სულიერი ვნება მისცეს თვით უწმინდესსა ღვთაებრივსა არსებასა ქრისტესსა, წარმოიდგინე და იფიქრე, რომელი კადნიერება და ღონე არ ექმნება მას, მოგეახლოს და გამოგვცადოს ჩვენ ყოველნი, ჩვენ, რომელნი უიმისოდაც ვცდებით და ვნებულნი ვართ თვით საკუთართა ჩვენთა ცუდთა თვისებათა და ხასიათისაგან. იესო ქრისტეს შორის ბოროტი სული ვერ ჰნახავდა ისრეთსა თვისებასა, ანუ კერძოსა, რომლითაც შეეძლო მას მიყენება თვისთა ბოროტთა მანქანებათა; ჩვენ კი ყოველ დღე და ყოველ წამს თვითონ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის