თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ყოველსავე ცხორებისა ჩუენისათჳს იქმოდა, ამისთჳს იმარხულა, რაჲთა შენ ისწაო, ვითარ კეთილ არს მარხვაჲ და ვითარ საჭურველი არს დიდი ბრძოლად ეშმაკისა, რაჲთა გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ შემდგომად ნათლის-ღებისა არა შუებასა და მთრვალობასა, დაგებასა ტაბლათა ბრწყინვალეთასა ჯერ-არს შექცევაჲ, არამედ მარხვისა წეს არს შეტკბობაჲ. ამისთჳსცა არა თუ მისდა საჴმარ იყო მარხვაჲ, არამედ სწავლად ჩუენდა აღასრულა იგი; რამეთუ ვინაჲთგან ცოდვანი იგი პირველ ნათლის-ღებისა მოწევნულნი ჩუენ ზედა მონებამან მუცლისამან მოაწინა, ამისთჳს თავადმან შემდგომად ნათლის-ღებისა მარხვაჲ დააწესა; ვითარცა მკურნალმან პოის რაჲ უძლური სენითა მწარითა შეპყრობილი და ჴელოვნებით და წყალობით განკურნის იგი და, განკურნის რაჲ, ამცნის არღარა შთავრდომად მიზეზთა მათ, რომელთაგან სენი იგი მოიწია მის ზედა, ესრეთ უფალმანცა სახითა მით, რომელი აღასრულა, გჳბრძანა ჩუენ, რაჲთა ვინაჲთგან ნათლის-ღებისა მიერ წყლულებანი იგი ცოდვათა ჩუენთანი განიკურნენ, არღარა მივაქციოთ შუებად და მთრვალობად, რომლისაგან წყლულებანი იგი შეგუემთხჳნეს, არამედ მარხვი-თა და მოღუაწებითა ვისწრაფოთ სიმრთელისა მის...
Matthew 4:2
1. მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან. - გვასწავლის რა, რომ გამოცდას ყველაზე მეტად ნათლისღების შემდეგ უნდა ველოდეთ, იესო სულიწმიდას გაჰყავს, რადგანაც გარეშე სულისა იგი არაფერს აკეთებდა. უდაბნოში გაჰყავს, რათა გვაჩვენოს, რომ ეშმაკი მაშინ გვცდის, რაჟამს ხედავს, რომ მარტონი ვართ და ერთმანეთისაგან შემწეობას ვერ მივიღებთ. ამიტომაც არ უნდა ვთქვათ უარი რჩევის მიღებაზე და მხოლოდ საკუთარი თავის იმედით არ უნდა ვიყოთ. გამოცდად ეშმაკისაგან.- ეშმაკი ანუ ცილისმწამებელი, რადგან მან ადამთან ღმერთს ცილი დასწამა, როცა უთხრა, ღმერთს თქვენი შურსო, ის სათნოებას ახლაც სწამებს ცილს ჩვენს წინაშე.
2. და იმარხა. - იმარხულა, რათა ეჩვენებინა, რომ მარხვა მძლავრი იარაღია ცდუნების წინააღმდეგ, ისევე როგორც ნაყროვანება სათავეა ყოველგვარი ცოდვისა. ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე. - იმდენი დღე და ღამე იმარხულა, რამდენიც მოსემ და ელიამ. უფრო მეტი რომ ემარხულა, მაშინ მისი განკაცება მოჩვენებითად ჩაითვლებოდა.და მერმე შეემშია. - როცა კაცობრივ ბუნებას დაუთმო, მაშინ მოშივდა, რათა შიმშილით ეშმაკისათვის მასთან მისვლისა და შებრძოლების საბაბი მიეცა, რომ...
...თ, ვინც მარხვით განითქვა ძველ და ახალ აღთქმაში), როდესაც ჩვენ ყველას საერთო მეუფეზე უნდა მივუთითოთ? თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ, ეშმაკთან ბრძოლა დაიწყო და ჩვენ ყველას მაგალითი მოგვცა, რომ ჩვენც იმავე მარხვით შევიარაღებულიყავით და ამით ძალა მოგვეპოვებინა, ეშმაკთან ბრძოლაში შეგვესვლა (). მაგრამ აქ, შესაძლოა, ვინმე მახვილი და ცოცხალი გონებისა იკითხოს: რატომ მარხულობს მეუფე იმდენივე დღეს, რამდენსაც მონები, და არა მეტს? ეს არა უბრალოდ და არა ამაოდ მოხდა, არამედ ბრძნულად და მისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით. რათა არ ეფიქრათ, თითქოს იგი მოჩვენებითად გამოცხადდა და ხორცი არ მიიღო, ან ადამიანური ბუნება არ ჰქონდა, ამისთვის იმდენივე დღე იმარხულა და არა მეტი, და ამგვარად, კამათის მოყვარეთა უსირცხვილო პირი დაუხშო. თუ ახლაც, ყოველივე ეს რომ ასე მოხდა, ჯერ კიდევ ბედავენ ამის თქმას, რას არ იტყოდნენ, (უფალს) თავისი წინდახედვით საბაბი რომ არ წაერთმია? ამიტომ კეთილინება მარხულობა არა მეტი, არამედ იმდენივე დღე, რამდენიც მონებმა, რათა საქმით გვესწავლა, რომ ჩვენი მსგავსი ხორცი ეტარებინა და ჩვენი ბუნებისთვის უცხო არ ყოფილიყო.
4. მარხვა — სულის საზრდელი
მაშ, ცხადი გახდა, როგორც მონათა მაგალითიდან, ისე თავად უფლის მაგალითიდან, რ...