მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 5:2

1. And seeing the multitudes, he went up into a mountain: and when he was set, his disciples came unto him:2. And he opened his mouth, and taught them, saying,3. Blessed are the poor in spirit: for theirs is the kingdom of heaven.
Matthew თავი 5
2. And he opened his mouth, and taught them, saying,
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იხილა ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი. და მოუჴდეს მას მოწაფენი. და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა“ (5,1-2).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით ცხორებისათჳს ჩუენისა, უფალი იესუ ქრისტე, დამბადებელი და მეუფე ყოველთაჲ, ყოველივე წესი და რჩული სათნოებისაჲ აღასრულა საქმით, რაჲთა ჩუენ მოგუცეს სახე და მოძღურებაჲ საღმრთოჲსა მოქალაქობისაჲ. იხილეთ უკუე აქაცა წესი ესე და სახე სიმდაბლისაჲ და ამბოხებათაგან სივლტოლაჲ, რამეთუ ოდეს-იგი სასწაულთა და კურნებათა აღსრულებაჲ ჯერ-იყო, მიმოვიდოდა ქალაქითი ქალაქად და სოფლითი სოფლად; ხოლო იხილა რაჲ შეკრებაჲ ფრიადისა ერისაჲ, დაუტევნა იგინი და აღვიდა მთად, რაჲთა გუასწავოს ჩუენ არარაჲსა ქმნად სახილველად და საქებელად კაცთა და სახე მოგუცეს შფოთთა და ამბოხებათაგან სივლტოლად და ვითარმედ კეთილ არს და ჯეროვან უდაბნოდ განსლვაჲ.

ხოლო აღვიდა რაჲ მთასა და დაჯდა, მოუჴდეს მას მოწაფენი, რამეთუ იხილეს გემოჲ სიტკბოებისა მისისაჲ და არღარა ენება განშორებაჲ მისგან. ამისთჳს მოუჴდეს სურვიელნი სმენად საწადელთა მათ სიტყუათა მისთა, რომლისათჳს იწყო სწავლად უფალმან, რამეთუ არა ჴორციელთა ხოლო სენთა ჰკურნებდა, არამედ სულთაცა განანათლებდა და გზასა მას ჭეშმარიტებისასა უძღოდა მათ, რაჲთა ვითარცა უფალი არს და შემოქმედი ორთავე მათ არსებათა,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:1-2 — ქრისტეს მთაზე ასვლა და სწავლება:

1. და ვითარცა იხილა იესუ ერი იგი, აღვიდა მთასა.- მთაზე ადის, რითაც გვასწავლის, რომ მოსაჩვენებლად არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. განზრახული აქვს რა, რომ გვასწავლოს, გვარიგებს, რომ რაჟამს ვსწავლობთ, ხმაურს უნდა გავშორდეთ. და დაჯდა იგი მუნ. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი. - ბრბო მიდის მასთან, რათა სასწაულები იხილოს, ხოლო მოწაფენი - რათა განისწავლონ. ამიტომ სასწაულთა აღსრულებითა და სხეულთა განკურნებით, იგი სულებსაც კურნავს, რათა ვისსავლოთ, რომ თვითონ არის შემოქმედი სულისაც და ხორცისაც.

2. და აღაღო პირი თჳსი. - რისთვისაა დართული "აღაღო პირი თჳსი?" ჩანს, რომ ზედმეტია, მაგრამ არა; მანამდე იგი პირის გაუღებლად ასწავლიდა, როგორ? ცხოვრებითა და სასწაულებით. ახლა კი აღაღო პირი და ასწავლის. ასწავებდა მათ და ეტყოდა, არა მხოლოდ მოწაფეებს, არამედ მთელ ხალხს. სწავლებას ნეტარებით იწყებს, ისევე როგორც დავითმაც ნეტარებით დაიწყო.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის