მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 5:3

2. And he opened his mouth, and taught them, saying,3. Blessed are the poor in spirit: for theirs is the kingdom of heaven.4. Blessed are they that mourn: for they shall be comforted.
Matthew თავი 5
3. Blessed are the poor in spirit: for theirs is the kingdom of heaven.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“ (5,3).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინ არიან გლახაკნი სულითა? მდაბალნი და შემუსრვილნი გონებითა, რამეთუ სულად აქა შინაგანსა მას გონებასა და ნებასა სულისასა სახელ-სდვა. ვინაჲთგან მრავალნი არიან მდაბალნი, გარნა არა გონებითა, არცა ნეფსით, არამედ იძულებით, საქმეთაგან მოწევნულთა მათ ზედა, დაუტევნა იგინი, რამეთუ არა სათნოებაჲ არს ესე, უკუეთუ ვინ იძულებით, წესისაგან საქმეთაჲსა, გარეშჱთა მით კაცითა მდაბალ იყოს და შინაგანითა ზუავ და მდრტჳნავ; არა ღირს-ყვნა იგინი ნეტარებასა, არამედ რომელნი ნეფსით თჳსით ყოვლითა გონებითა მდაბალ და შემუსრვილ არიან, მათ ჰნატრის ყოვლისა პირველად.

ხოლო რად არა თქუა: ნეტარ იყვნენ მდაბალნი, არამედ: „ნეტარ იყვნენო გლახაკნი სულითა“? რამეთუ უმეტესსა სიმდაბლესა მოასწავებს ესე სიტყუაჲ და მათ გამოაჩინებს, რომელნი სრულიად შემუსრვილ არიან სულითა, ვითარცა გლახაკნი რაჲმე და უნდონი, უჴმარნი და შეურაცხნი, და აქუს თავი თჳსი სრულიად დაგლახაკებულ ყოვლისაგანვე სულიერისა საქმისა, ცარიელ და უღონო; და ვითარცა გლახაკნი და უნდონი ძრწიან მდიდართა და ძლიერთაგან და ვერ იკადრებენ სამეუფოთა ბრძანებათა გარდასლვად, ესრეთ ეშინის ამათ და ძრწიან მცნებათაგან...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:3-12 — ნეტარებანი:

3. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ. - წინ სწევს სიმდაბლეს, ვითარცა საფუძველს ცხოვრებისა, რამდენადაც ადამი ქედმაღლობის გამო დაეცა, ქრისტე ჩვენ სიმდაბლის გამო აღგვადგენს. ადამს ხომ იმედი ჰქონდა, რომ ღმერთი გახდებოდა. გლახაკნი სულითა - ესენი სულით შემუსრვილნი არიან.

4. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ. - ე. ი. ისინი, რომელნიც არა რაღაც ცხოვრებისეულს, არამედ ცოდვებს გლოვობენ. "მგლოვარენი"-ო ამბობს, ანუ არა ისინი, რომელთაც ერთხელ იგლოვეს, არამედ რომელნიც მარადის გლოვობენ და თანაც არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მახლობელთა ცოდვების გამოც. ისინი ხომ ნუგეშინისცემულნი აქვე არიან, რადგან, ვინც ცოდვათა გამო გლოვობს, სულით აქვე ხარობს და მით უმეტეს იხარებს იქ.

5. ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ. -ზოგიერთი "ქვეყანაში" სულიერ ქვეყანას ანუ ზეცას გულისხმობს, მაგრამ შენ ეს ქვეყანაც იგულისხმე. რაკი საერთოდ მშვიდნი უგულვებელსაყოფად და არად ჩასაგდებად ითვლებიან, ამიტომაც ამბობს, რომ უპირატესნი არიან და ყველაფერი აქვთ. მაგრამ მშვიდს იმათ კი არ უწოდებს,...

სრულად ნახვა
განმარტება ანუ აღხსნა ცხრათა ნეტარებათა, თქმული ოსეთში, კუდრის ხეობაში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

წმიდასა ეკკლესიასა შინა ხშირად გვესმის ჩვენ, ძმანო, სიტყვანი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნი, რომელთა შინა იგი უწოდებს ნეტარად გლახაკთა, მგლოვარეთა, მშივდთა, მოწყალეთა და აღუთქვამს მათ სასუფეველსა ღვთისასა, ანუ ნუგეშინის-ცემასა. ამ სიტყვებში მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ ცხრა ნეტარებასა, ანუ ცხრა სათნოებათა. მე მსურს აღგიხსნა თქვენ, ძმანო ქრისტიანენო, ეს სწავლა მისთვის, რომელ დიდად საჭირო არის, ყოველმან ქრისტიანემან იცოდეს და ახსოვდეს იგი.

პირველი ნეტარება არის შემდგომი: ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. ვინ არის, ძმანო, გლახაკნი სულით? თუ გინდა შეიტყო, ვის უწოდებს ესრედ მაცხოვარი, მოიგონე, ვის ვეძახით იმისთანა კაცს, რომელსაც თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც სახლი, არც კარი, არც ტანის-სამოსი, არც საჭმელი. არამედ ყველგან დადის და მოწყალებას ითხოვს და იმითი ცხოვრობს. აქედგან, სულიერი გლახაკი, ანუ გლახაკი სულითა ის არის, რომელიც გრძნობს თავისს გულში, რომ თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმიდე, არც სამსახური...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 9-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. ღვთის ძიება, სიონი და მდაბალთა ლოცვა:

...„არა დაივიწყა ღაღადებაჲ დავრდომილთა“ (). კვლავ იხილე, როგორ არიან პატივდებულნი გლახაკნი. მაგრამ იგი უბრალოდ ღარიბებს კი არ გულისხმობს, არამედ მათ, ვინც „გლახაკნი სულითა“ არიან, როგორც ქრისტე ამბობს (). რადგან სწორედ ისინი შეისმინებიან ლოცვისას, ვინც გულით მდაბალნი და შემუსვრილნი არიან. აქ იგი ორ რამეს წარმოაჩენს: ლოცვასაც და თავმდაბლობასაც. რადგან ამბობს: „ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა?“ (). ამიტომ ყველგან ლოცვის ეტლად თავმდაბლობა გვევლინება. რადგან „მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა“ (). ამიტომ მლოცველი განსაკუთრებით უნდა განთავისუფლდეს ვნებათა ანთებისგან; ამასვე მოითხოვს პავლე, როცა ამბობს: „თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა“ ()....

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ამპარტავნების ფესვი და თავმდაბლობის გზა:

...რიგში, საკუთარ თავს გონიერი გახდომის შესაძლებლობას ართმევ. დავამდაბლოთ ჩვენი ზრახვანი, გავხდეთ ზომიერნი, მდაბალნი და შემწყნარებელნი; რადგან სწორედ ასეთნი, სხვებზე უწინ, ქრისტემ ნეტარად გამოაცხადა, როცა თქვა: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.“ (), და კვლავ ღაღადებდა: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“ (). ამის გამო მან მოწაფეებს ფეხები დაბანა, რათა ჩვენთვის თავმდაბლობის ნიმუში მოეცა. ამ ყოველივედან სარგებლის მიღებას ვესწრაფოთ, რათა შევძლოთ მის მოყვარულთათვის აღთქმულ სიკეთეთა მიღწევა.4

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სათარგმნო შენიშვნები

  1. პირველი და მესამე ციტატები ბერძნულ წყაროში შემოკლებულია; ქართულად მოყვანილია შესაბამისი ძველი თარგმანის ფრაგმენტები. 2....
სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნთ: მცნებათა ქრისტჱსთა დამარხვისათჳს და საჴმართმოყუარებისათჳს:

...ნთ: მცნებათა ქრისტჱსთა დამარხვისათჳს და საჴმართმოყუარებისათჳს

ამისთჳს გევედრები, ვისმინოთ ჴმაჲ ჭეშმარიტისა მის და კეთილისა მწყემსისაჲ და მას ვჰმორჩილებდეთ, ხოლო უცხოჲსა ჴმასა ნუმცა ვისმენთ. ხოლო რაჲ არს ჴმაჲ მისი? „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა; ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა; ნეტარ იყვნენ მოწყალენი“. ; უკუეთუ ამას ვიქმოდით, მწყემსსა თანა ვართ, და მგელი ვერ შემოგუეხოს, და უკუეთუ მოგუეახლოს, მეყსეულად შეიმუსროს, რამეთუ მწყემსი არს ჩუენი, რომელსა ესრეთ უყუართ, რომელ სულსა თჳსსა დასდებს ჩუენთჳს, და ძლიერი არს მეუფჱ ყოველთაჲ. ხოლო ვინაჲთგან ძლიერიცა არს და უყუართცა, რაჲღა არს დამაყენებელ ჩუენდა ცხოვნებად? არარაჲ, გარნა ჩუენი უდბებაჲ. რამეთუ იტყჳს: „ვერ ძალ-გიც ღმრთისა მონებად და მამონაჲსა“. ; აწ უკუეთუ ღმერთსა ვჰმონებდეთ, მისი მძლავრებაჲ არა მოიწიოს ჩუენ ზედა, რომელი უბოროტეს არს ყოვლისა მძლავრებისა, - სიყუარული საფასეთაჲ, - რომელი სავსე არს შურითა და ჴდომითა, ბილწებითა, ანგაჰრებითა, სიმთრვალითა, რამეთუ აზნაურთა ჰყოფს მონა, არა კაცთა მონა, არამედ ვნებათა. ჵ მონებაჲ საეშმაკოჲ, რომელსა მრავალ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლგ სიმდაბლისათჳს და სიმშჳდისა:

...უენებდა სიმშჳდესა და სიმდაბლესა.

ხოლო ესევითარი სათნოებაჲ მოსეს მიერცა საცნაურ არს, რამეთუ იგი დიდსა მას საზომსა ამან მიაწია. და არარაჲ არს სწორ სიმშჳდისა და სიმდაბლისა, ამისთჳს ნეტარებათა ამისგან იწყო ქრისტემან, რამეთუ ვითარცა საფუძველი სათნოებათაჲ ესე აჴსენა პირველად, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“. ; და შეუძლებელ არს თჳნიერ ამისა ცხორებაჲ, არამედ გინა თუ იმარხვიდეს ვინ, ანუ თუ ილოცვიდეს, ანუ რასაცა იქმოდის ზუაობით, საძაგელ არს წინაშე ღმრთისა, არამედ უკუეთუ სიმდაბლით იყოს, მაშინ ყოველივე საქმჱ მისი პატივოსან არს.

მოვიგოთ უკუე სიმდაბლჱ, საყუარელნო, რამეთუ უკუეთუ გჳნდეს, ფრიად ადვილ არს ესე სათნოებაჲ. ანუ რაჲ არს, რომლისათჳს ჰზუაობ, კაცო? არა ჰხედავა ბუნებისა შენისა უნდოებასა და გონებისა ცთომილებასა? მოიჴსენენ ცოდვანი შენნი. უკუეთუ კულა სათნოებანი გქონან და მათთჳს ჰზუაობ, ამით წარსწყმედ ყოველსავე, რამეთუ უკუეთუ გლახაკთა მისცემ, არა შენსა მისცემ, არამედ ღმრთისასა; და უფროჲსად სიმდაბლჱ გიღირს, რაჟამს გლახაკთა ხედვითა გულისხმა-ჰყოფდე ბუნებისა შენისა უნდოებასა, რამეთუ უკუეთუ დღეს მდიდარ ვართ, შიშუელნივე განსლვად ვართ. ანუ რაჲ არს სიმდიდრჱ? აჩრდილი უნდოჲ, კუამლი განქარვებადი, ყუავილი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უდიდესი თქუენი იყოს თქუენდა მსახურ. რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს“ (23,11-12).:

...ლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს“. და ნანდჳლვე არარაჲ არს სწორ სიმდაბლისა. ამისთჳს ზედაჲსზედა აღუჴსენებს ამას სათნოებასა. რამეთუ პირველ მთასა ზედა დაწყებაჲ მოძღურებისა მის კეთილისაჲ ამისგან ქმნა, რაჟამს ეტყოდა: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“. და კუალად, ოდეს ყრმანი იგი შორის წარმოადგინნა და თქუა: „უკუეთუ არა იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“, სიმდაბლესა ქადაგებდა. და აწ კუალად სრულიად აღმოჰფხურის ძირსა მას ზუაობისასა და დაჰნერგავს სიმდაბლესა: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდესო“.

ხედავა, ვითარ სრულიად განგუაშორებს ზუაობისაგან? არა ხოლო თუ მთავრობისა და წინამძღურობისა სიყუარულსა განაგდებს, არამედ ყოველთა უდარეს ყოფად გჳბრძანებს, რაჲთა ესრეთ მივემთხჳნეთ ჭეშმარიტსა მას სიმაღლესა. აწ უკუეთუ წინამძღურობაჲ და უხუცესობაჲ გუწადის, სიმდაბლე და შეურაცხებაჲ შევიტკბოთ, რამეთუ ყოველმან „რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს“.

სწავლაჲ ობ სიმდაბლისათჳს და ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა

სადა-მე უკუე ვპოოთ სახე ჭეშმარიტისა მის სიმდაბლისაჲ? გნებავსა, რაჲთა კუალად წარვიდეთ ქალაქსა სათნოებისასა, საყოფელ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მზ გულისჴმის-ყოფისათჳს წერილთაჲსა და სათნოებათათჳს:

...სული შენი?

არა განიცდია დღითი-დღე ხატსა მას სათნოებისასა და წესიერებასა ასოთა მისთასა? რამეთუ ჰქონან მას ასონი ფრიად შუენიერნი, თავი და ჴელნი და სხუაჲ ყოველივე. გნებავსა თავისა მისისა ხილვად?

თავი სათნოებათაჲ არს სიმდაბლე. ამისთჳსცა მისგან იწყო უფალმან ნეტარებათა მათ, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“; და კუალად თქუა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: „ვის მივხედნე, გარნა მშჳდსა და მდაბალსა და რომელი ძრწინ სიტყუათაგან ჩემთა“; და კუალად იტყჳს: „მახლობელ არს უფალი მათა, რომელნი განკაფულ არიან გულითა, და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს“.

ესე არს თავი გუამისა მის სათნოებათაჲსა, რომლისა პირი შუენიერ არს და სასურველ, რამეთუ შემკობილ არს იგი წესიერებითა და სიმშჳდი-თა; თუალნი მისნი განწესებულ არიან სიწმიდითა გულისაჲთა, ამისთჳსცა ღირს იქმნებიან ხილვად უფლისა, ვითარცა იტყჳს: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“;

პირი მისი არს სიბრძნე და მეცნიერებაჲ და მარადის გალობაჲ უფლისაჲ ლოცვითა და ვედრებითა ლმობიერითა;

გული მისი არს გულისჴმის-ყოფაჲ წერილთაჲ და დამარხვაჲ მართლმადიდებლობისაჲ და კა...

სრულად ნახვა