მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 6:29

28. And why take ye thought for raiment? Consider the lilies of the field, how they grow; they toil not, neither do they spin:29. And yet I say unto you, That even Solomon in all his glory was not arrayed like one of these.30. Wherefore, if God so clothe the grass of the field, which to day is, and to morrow is cast into the oven, shall he not much more clothe you, O ye of little faith?
Matthew თავი 6
29. And yet I say unto you, That even Solomon in all his glory was not arrayed like one of these.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის: არა შურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყჳ თქუენ: არცაღა თუ სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი“ (6,28-29).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველად თქუა საზრდელისათჳს და გამოაჩინა, ვი-თარმედ არა ჯერ-არს ამისთჳს ზრუნვაჲ, და აწ უადვილესისა მიმართ შეცვალა სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ არა ესრეთ საჭირო არს სამოსელისა საჴმარი, ვითარ საზრდელისაჲ.

ხოლო რაჲსათჳს არა იჴმარა აქაცა იგივე სახე მფრინველთაჲ, რამეთუ არიან მფრინველთაცა შორის და ოთხფერჴთა მრავალნი, რომელთა აქუს ბუნებითი შუენიერებაჲ, ვითარ ფარშამაგი და მღრინავი და ქათამნი იგი ჰინდურნი და სხუანი მრავალნი, და კუალად ცხოარსა ბუნებითი იგი სამოსელი მატყლისაჲ აქუს, რომლისაგან კაცნიცა მიიღებენ საჴმრად, და სხუათაცა პირუტყუთაგან გამოვლენ საქუსალნი სამოსელთა სამეუფოთანი, არამედ ამათ ესევითართაგანი არარაჲ მოიღო სახედ. ესე ამისთჳს, რაჲთა ორკერძოვე აღმატებულ იყოს სიტყუა იგი: უნდოებისა მისგან შროშან-თაჲსა და შუენიერებისა მისგან მათდა მიცემულისა, რამეთუ მფრინველნი და ოთხფერჴნი დაღაცათუ უნდოვე არიან, არამედ შროშანთასა უაღრეს არიან, რამეთუ ცხოელნი არიან მშჳნვიერნი; ამისთჳს შროშანნი აჴსენნა, უსულონი იგი და უძრავნი, რაჲთა უმეტესად გულისჴმის-ყოფად მოვიდეთ: „განიცადენითო შროშანნი ველისანი“. შროშნად სახელ-სდვა ყოველ-თავე ყუავილთა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
6:25-30 — ნუ ჰზრუნავთ: ფრინველები და შროშანები:

25. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ სჭამოთ და რაჲ ჰსუათ; ნუცა ჴორცთა თქუენთათჳს, რაჲ შეიმოსოთ. - ამისთვის, ანუ რისთვის? იმისათვის, რომ ქონება ადამიანებს ღმრთისაგან განაშორებს. მართალია, სული, რაკიღა იგი უსხეულოა, არ ჭამს, მაგრამ ეს უფალმა მიღებული ჩვეულებისამებრ თქვა, რადგანაც ჩანს, რომ უკეთუ ხორცი არ საზრდოობს, სული სხეულში ვერ დარჩება. უფალი შრომას კი არ გვიკრძალავს, არამედ საზრუნავისათვის მთლიანად თავის მიცემასა და ღმრთის დავიჭყებას გვიშლის. მიწის დამუშავებაც საჭიროა, მაგრამ სულზეც უნდა ვიზრუნოთ.

ანუ არა სული უფროჲს არს საზრდელისა და გუამი – სამოსლისა?- ანუ ის, ვინც სულისა და ხორცის შექმნით გაცილებით მეტი მოგვცა, საჭმელსა და სამოსელს ვეღარ მოგვცემს?

26. მიჰხედენით მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ. არა-მე უფროჲს თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთა? - უფალს შეეძლო მაგალითისათვის ელია და იოვანე მოეყვანა, მაგრამ მან ფრინველები შეგვახსენა, რათა შევერცხვინეთ იმით, რომ მათზე უფრო უგუნურნი ვართ. ღმერთი ასაზრდოებს მათ იმდენად,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის