მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 6:7

6. But thou, when thou prayest, enter into thy closet, and when thou hast shut thy door, pray to thy Father which is in secret; and thy Father which seeth in secret shall reward thee openly.7. But when ye pray, use not vain repetitions, as the heathen do: for they think that they shall be heard for their much speaking.8. Be not ye therefore like unto them: for your Father knoweth what things ye have need of, before ye ask him.
Matthew თავი 6
7. But when ye pray, use not vain repetitions, as the heathen do: for they think that they shall be heard for their much speaking.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყჳთ, ვითარცა-იგი წარმართთაგანნი, რამეთუ ჰგონებედ, ვითარმედ მრავალმეტყუელებითა მათითა ისმინოს მათი. ხოლო თქუენ ნუ ემსგავსებით მათ, რამე-თუ იცის მამამან თქუენმან ზეცათამან, რაჲ გიჴმს თქუენ, ვიდრე თხოვადმდე თქუენდა“ (6,7-8).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ოდეს-იგი მოწყალებისათჳს იტყოდა, ცუდადმზუაობრობისა და მაჩუენებლობისაგან ოდენ განგუაკრძალნა და სხუაჲ არარაჲ შესძინა, არცა თქუა, თუ ვინაჲ ჯერ-არს ქმნად ქველისსაქმისა ანუ ვითარ, - რაჲთა არა მონახუეჭისა და ნატაცებისაგან იყოს, არამედ შრომათაგან სიმართლისათა მოგებული, - რამეთუ ესე საცნაურცა იყო ყოველთა მიერ, და არა უჴმდა ამისთჳს უწყებაჲ, და კუალად თავადმანცა აჴსენა ზემორე, რაჟამს ჰნატრიდა მშიერთა და წყურიელთა სიმართლისათჳს; ხოლო აწ ლოცვისათჳს რაჲ იწყო სწავლად, წესსაცა გუაუწყებს, თუ ვითარ ჯერარს ლოცვაჲ: „ნუ მრავალსა იტყჳთო, ვითარცა-იგი წარმართთაგანნი“. ვი-თარცა ზემო ორგულნი მოიხუნა სახედ უწესოებისა და მაჩუენებლობისა, ეგრეთვე აქა წარმართნი აჴსენნა სახედ მრავალმეტყუელებისა, რაჲთა მიბაძვითა შეურაცხთა მათ და წარწყმედისა მეძიებელთა კაცთაჲთა გულის-ჴმა-გჳყოს არა ბაძვად მათდა.

ხოლო რაჲ არს მრავლისმეტყუელებაჲ ესე? ყოველსავე ცუდსა და ამაოსა სიტყუასა მრავლისმეტყუელება ეწოდების, ოდეს-იგი რაჲ არა ჯერარნ, მას ვითხოვდით ღმრთისაგან. მრავლისმეტყუელება და ცუდადმეტყუელება არს, ოდეს ვითხოვდით ძლიერებასა და დიდებასა ჴორციელსა, სიმდიდრესა და...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
6:5-8 — ლოცვა ფარულად:

5. და რაჟამს ილოცვიდე, არა იყო ეგრე, ვითარცა-იგი ორგულნი, რამეთუ უყუარნ შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაჲ და ლოცვაჲ, რაჲთა უჩუენონ კაცთა. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი.- თვალთმაქცებს (ორგულებს) უწოდებს ამათაც, რომელნიც თავს ისე აჩვენებენ, თითქოს ღმერთს უსმენდნენ, სინამდვილეში კი ადამიანებს უსმენენ, რომელთაგანაც აქვთ, ანუ იღებენ კიდეც თავიანთ საზღაურს.

6. ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამაჲ შენი რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად. - და რა გამოდის? ეკლესიაში აღარ უნდა ვილოცო? სრულიადაც არა! მაგრამ წრფელი განზრახვით უნდა ვილოცოთ და არა თავის მოსაჩვენებლად: რადგან ადგილი კი არ გვნებს, არამედ შინაგანი განწყობილება და მიზანი. მრავალნი, რომელნიც ფარულად ღოცულობენ, ასე კაცთათვის თავის მთსაწონებლად იქცევიან.

7. და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყჳთ, ვითარცა-იგი წარმართთაგანი. - მრავალსიტყვაობა ფუჭად მეტყველებაა. მაგალითად, ვედრება რაიმე ამქვეყნიურის- ძალაუფლების, სიმდიდრის, სხვაზე უპირატესობის- მოსაპოვებლად....

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის