მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 7:17

16. Ye shall know them by their fruits. Do men gather grapes of thorns, or figs of thistles?17. Even so every good tree bringeth forth good fruit; but a corrupt tree bringeth forth evil fruit.18. A good tree cannot bring forth evil fruit, neither can a corrupt tree bring forth good fruit.
Matthew თავი 7
17. Even so every good tree bringeth forth good fruit; but a corrupt tree bringeth forth evil fruit.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგან ლეღჳ? ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღის, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღის. ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფი ხენეში გამოღებად, და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად“ (7,16-18).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესრეთ არს, ვითარმედ: ნუ ტყავსა მას ცხოვრისასა განიცდით, არამედ ძალი საქმეთა მათთაჲ იხილეთ და ნაყოფთა მათთაგან იცნენით იგინი, რამეთუ ბოროტმან ნაყოფი კეთილი ვერ გამოიღის, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ სიკუდილ არს, რამეთუ რჩულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების, ვერცა ძალ-უც“.

ეგრეთვე უფალი აქა გულისჴმა-გჳყოფს, რაჲთა არავინ თქუას, თუ: ხენეშმან ხემან ნაყოფი ხენეში გამოიღის, არამედ ოდესვე კეთილიცა გამოი-ღის. ამისთჳს უფალი ორგზის შეჰკეცს სიტყუასა მას და იტყჳს, ვითარმედ: არა ესრეთ არს, არამედ მარადის ხე ხენეში ნაყოფსაცა ხენეშსა გამოიღებს და კეთილისა გამოღებად ვერ ჴელ-ეწიფების, ვითარცა-იგი კეთილმან ხემან არაოდეს ყვის ნაყოფი ხენეში.

ხოლო იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: არა მრავალგზის კაცი კეთილი მიიქცისა ბოროტისა მიმართ, და კუალად ბოროტი მოიქცის და იქმნის კე-თილ? რამეთუ მრავალნი იპოებიან სოფელსა შინა სახენი ამის საქმისანი. არამედ ესე ესრეთ გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ ქრისტე არა თუ ამას იტყჳს, თუ: შეუძლებელ არს, რაჲთამცა ბოროტი მოიქცა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
7:15-20 — ცრუ წინასწარმეტყველნი და ნაყოფი:

15-16. ეკრძალენით ცრუ-წინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. - ჩვეულებრივ, ერეტიკოსები ვერაგნი და ცბიერნი არიან, ამიტომაც გვეუბნება: უფრთხილდითო. ისინი ტკბილად მეტყველებენ და თავი ისე უჭირავთ, თითქოსდა პატიოსნად ცხოვრობენ, მაგრამ შიგნით ანკესი აქვთ დამალული. ცხვრის სამოსი - ეს თვინიერებაა, რომლითაც ზოგიერთი თვალთმაქცი იმ მიზნით სარგებლობს, რომ იმლიქვნელოს და იცრუოს. ისინი ნაყოფისაგან, ანუ საქმეთაგან და ცხოვრებისაგან შეიცნობიან, რადგან ერთხანს კიდევაც რომ შეინიღბონ, დაკვირვებულთაგან მაინც იმხილებიან.

16-17. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგან ლეღჳ? ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღოს. - ეკალნი და კუროსთავნი თვალთმაქცები არიან, ეკალნი იმიტომ, რომ ფარულად იჩხვლიტებიან, ხოლო კუროსთავნი იმიტომ, რომ ცბიერნი და მოხერხებულნი არიან. ხენეში (ბოროტი) ხე კი ყველა ისაა, ვისაც უქმი და გარყვნილი ცხოვრება წაახდენს.

18. ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის