თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ არა კმა არს სარწმუნოებაჲ, არამედ საქმენი კეთილნიცა ჯერ-არიან მოგებად? რამეთუ რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი სათნოებისაჲ, მოეკუეთების და ცეცხლსა დაედების. და კუალად ესეცა გულისჴმა-ყავ, ვითარმედ სასწაულად მართლმორწმუნეობისა სათნოდ მოქალაქობაჲ განაწესა და თქუა: „ნაყოფთა მათ-თაგან იცნნეთ იგინი“. უკუეთუ ჭეშმარიტად სათნონი იყვნენ, არა დაიფარვის საქმე მათი, არამედ საცნაურ იქმნას. ხოლო სიტყუათა ამათ მიერ უნაყოფოებაჲცა ჰურიათაჲ გამოსახა, რომელთა ვერსადა გამოი-ღეს ნაყოფი რაჲმე კეთილი. ამისთჳსცა სიტყუანი იოვანესნი აჴსენნა, რამეთუ იგიცა ამითვე წესითა ეტყოდა მათ, რაჟამს შემოიღო სახედ სახელი იგი ცულისაჲ და მოკუეთაჲ ხისა მის უნაყოფოჲსაჲ და დადებაჲ ცეცხლსა უშრეტსა.
Matthew 7:20
15-16. ეკრძალენით ცრუ-წინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. - ჩვეულებრივ, ერეტიკოსები ვერაგნი და ცბიერნი არიან, ამიტომაც გვეუბნება: უფრთხილდითო. ისინი ტკბილად მეტყველებენ და თავი ისე უჭირავთ, თითქოსდა პატიოსნად ცხოვრობენ, მაგრამ შიგნით ანკესი აქვთ დამალული. ცხვრის სამოსი - ეს თვინიერებაა, რომლითაც ზოგიერთი თვალთმაქცი იმ მიზნით სარგებლობს, რომ იმლიქვნელოს და იცრუოს. ისინი ნაყოფისაგან, ანუ საქმეთაგან და ცხოვრებისაგან შეიცნობიან, რადგან ერთხანს კიდევაც რომ შეინიღბონ, დაკვირვებულთაგან მაინც იმხილებიან.
16-17. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგან ლეღჳ? ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღოს. - ეკალნი და კუროსთავნი თვალთმაქცები არიან, ეკალნი იმიტომ, რომ ფარულად იჩხვლიტებიან, ხოლო კუროსთავნი იმიტომ, რომ ცბიერნი და მოხერხებულნი არიან. ხენეში (ბოროტი) ხე კი ყველა ისაა, ვისაც უქმი და გარყვნილი ცხოვრება წაახდენს.
18. ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა...
...ეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა. მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაისწარმეტყველებდითა?.... და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმენით? მას ჟამსა ვრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნით თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი (). ღმერთმა გვიხსნას ამ მდგომარეობისაგან.
და მაინც როგორ მივხვდეთ, ჩვენს გულში ვის უდგას ტახტი? ამის პასუხს სახარება იძლევა: გულში, სადაც ცოდვა და ეგოიზმი ბატონობს, ბობოქრობს ღვარძლი, ავსიტყვაობა, შური, შუღლი, ამპარტავნება და სხვა ვნებანი, იქ უფლის მადლი არ მკვიდრობს. მაგრამ არის გული სიყვარულითა და სიკეთით სავსე, მიმტევებელი, სამართლიანი, მოწყალების გამცემი, სხვაზე მზრუნველი...“.
ასე რომ, ძნელი არ არის გავერკვეთ, ვისი მსახურნი ვართ და, ვიდრე ჯერ კიდევ დრო გვაქვს, გადავდგათ გადამრჩენელი ნაბიჯები. საერთოდ, უფალი ადამიანებს სხვადასხვა ნიჭს და, აქედან გამომდინარე, სხვადასხვაგვარ პასუხისმგებლობებს აკისრებს. ზოგს ერთ ტალანტს აძლევს, ზოგს - ორს, ზოგს - ხუთს ან ათს; პასუხისმგებლობაც შესაბამისია: ვისაც ერთი ტალანტი ებოძა, მას ათი ტალანტისა არ მოეთხოვება; მსუბუქია მისი ჯვარი და უფლის წინაშე მისი ვალდებულებაც, ხოლო ვისაც მეტი მიეცა, მას...