მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 8:14

13. And Jesus said unto the centurion, Go thy way; and as thou hast believed, so be it done unto thee. And his servant was healed in the selfsame hour.14. And when Jesus was come into Peter's house, he saw his wife's mother laid, and sick of a fever.15. And he touched her hand, and the fever left her: and she arose, and ministered unto them.
Matthew თავი 8
14. And when Jesus was come into Peter's house, he saw his wife's mother laid, and sick of a fever.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა იესუ სახლსა პეტრესსა და იხილა სიდედრი იგი მისი, დავრდომილი ჴურვებითა. და შეახო ჴელსა მისსა, და დაუტევა იგი მჴურვალებამან, აღდგა და ჰმსახურებდა მას“ (8,14-15).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს-მე შევიდა სახლსა პეტრესსა? მე ვჰგონებ, თუ მოღებად საზრდელისა, რამეთუ შემდგომისა სიტყჳსაგან ცხად არს ესე, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: გან-რაჲ-იკურნა სიდედრი პეტრესი, აღდგა და ჰმსახურებდა მას; რამეთუ მოწაფეთა თჳსთა თანა ჰყოფდა სავანესა, ვითარცა მათესსაცა შევიდა, ოდეს-იგი უწოდა მას, რაჲთა უმეტესი გულსმოდგინებაჲ მისცეს მათ, და რამეთუ იგინი ღირს იყვნეს შეწყნარებად მისა, რომელთა ყოველი დაუტევეს და შეუდგეს მას.

ხოლო შენ იხილე მოწიწებაჲ იგი პეტრესი, ვითარ უძლურღა იყო სიდედრი მისი, და არა იკადრა იძულებად, ვიდრემდის სხუანი იგი არა განკურნნა და სწავლაჲ არა აღასრულა; რამეთუ პირველითგან სწავლულ იყო სხუათა პატივ-ცემად უფროჲს თავისა თჳსისა. ვინაჲთგან უკუე ასისთავმან მან ჰრქუა, ვითარმედ: „არა ღირს ვარ, რაჲთამცა სართულსა ქუეშე ჩემსა შემოხუედ“, და უფალმან მიუგო, ვითარმედ: „წარვედ, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ“, და იგი წარგზავნა, მერმე თავით თჳსით უფალი შევიდა სახლსა პეტრესსა პატიოსნებისათჳს მოწფისა მის კეთილისა.

ხოლო გულისჴმა-ყავთ, თუ ვითარნიმცა იყვნეს სახლნი იგი მეთევზურთანი, არამედ არავე უღირს-იჩინა შესლვაჲ სახლთა მათთა,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
8:14-15 — პეტრეს სიდედრის განკურნება:

14-15. და მოვიდა იესუ სახლსა პეტრესსა და იხილა სიდედრი იგი მისი, დავრდომილი მჴურვალებითა. და შეახო ჴელსა მისსა, და დაუტევა იგი მჴურვალებამან, აღდგა და ჰმსახურებდა მას. - პეტრეს სახლში შევიდა, რათა ეჭამა. შეეხო რა მის ხელს, არა მხოლოდ ცხელება დაუცხრო, არამედ ქალი სრულიად გამოაჯანმრთელა, ისე რომ, მას ძალა დაუბრუნდა და მსახურებაც კი შეძლო. ჩვენ ხომ ვიცით, რომ სინამდვილეში სნეულის მოღონიერებას დიდი დრო სჭირდება. მაშინ, როცა სხვა მახარებლები ამბობენ, რომ უფალს სთხოვეს და იმიტომ განკურნაო. მათეს, რომელიც თხრობის სისხარტეზე ზრუნავს, ამის შესახებ არაფერი უთქვამს. მე ხომ დასანყისშივე გითხარი შენ, რასაც ერთი ტოვებს, მეორე ამბობს-მეთქი. აქედან ისიც ისწავლე, რომ ქორწინება სათნოებას ხელს სრულიადაც არ უშლის, რადგან მოციქულთა თავს სიდედრი ჰყავდა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის