მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 9:1

1. And he entered into a ship, and passed over, and came into his own city.2. And, behold, they brought to him a man sick of the palsy, lying on a bed: and Jesus seeing their faith said unto the sick of the palsy; Son, be of good cheer; thy sins be forgiven thee.
Matthew თავი 9
1. And he entered into a ship, and passed over, and came into his own city.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსა ქალაქად. მაშინ მოართუეს მას განრღუეული, ცხედარსა ზედა მდებარე. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: ნუ გე-შინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ (9,1-2).:

თჳსად ქალაქად ამას ადგილსა კაპერნაუმსა იტყჳს, რამეთუ ბეთლემს იშვა და ნაზარეთს აღიზარდა და მერმე დაუტევა ნაზარეთიო და მოვიდა და დაემკჳდრა კაპერნაუმს. ამას უკუე სახელ-სდვა აწ მახარებელმან თჳსა ქალაქად.

ხოლო განრღუეული ესე სხუაჲ არს და არა იგი, რომლისათჳს იოვანე იტყჳს, რამეთუ იგი საბანელსა მას იერუსალჱმისასა მდებარე იყო, ხოლო ესე - კაპერნაუმს; მას ოცდაათრვამეტი წელი აქუნდა, ხოლო ამისთჳს ესევითარი არარაჲ თქუმულ არს. მას მსახური არა ჰყვა, ხოლო ამას ჰყვეს მოღუაწენი, რომელთაცა ეტჳრთა იგი, და მოიყვანეს უფლისა; ამას ჰრქუა: „შვილო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი“, ხოლო მას ეტყოდა: „გნებავსა, რაჲ-თა განიკურნო?“ იგი განკურნა შაფათსა შინა, ხოლო ესე არა შაფათსა შინა ქმნა; უკუეთუ არა, აქაცამცა ებრალა ჰურიათა. ესე ყოველი ამისთჳს ვთქუ, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ ერთისათჳს იტყოდეს მათე და იოვანე, და შეცვალებისა მისთჳს თქუმულთაჲსა შეჰრაცხონ ცილობად სიტყუაჲ მათი; არამედ უწყოდინ, ვითარმედ მათე და მარკოზ და ლუკა ერთისა ამისთჳს წარმოიტყჳან, ხოლო რომელი-იგი იოვანეს სახარებასა შინა წერილ არს, სხუაჲ არს და არა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი IX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
9:1-8 — განრღვეულის განკურნება და ცოდვათა მიტევება:

1-2. და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსად ქალაქად. მაშინ მოართუეს მას განრღვეული ცხედარსა ზედა მდებარე.- მის ქალაქში მათე კაპერნაუმს გულისხმობს, რადგან უფალი იქ ცხოვრობდა. დაიბადა იგი ბეთლემში, ნაზარეთში აღიზარდა, ხოლო კაპერნაუმი მისი მუდმივი საცხოვრებელი იყო. ეს დავრდომილი სხვაა და არა ის, ვისზეც იოვანე ლაპარაკობს, რადგან ის იერუსალიმში იყო, ცხვრის საბანელთან, ეს კი - კაპერნაუმში: თანაც იმას კაცი არ ჰყავდა, ხოლო ეს, როგორც მარკოზი ამბობს, ოთხმა მოიყვანა და ჭერიდან ჩაუშვა, რაც მათესთან გამოტოვებულია.

და იხილა იესუ სარნმუნოებაჲ მათი. - ანუ მომყვანებელთა, რადგან სასწაულებს იგი ხშირად მომყვანებელთა ან თავად სნეულის რწმენის გამო აღასრულებდა.

და ჰრქუა განრღვეულსა მას: ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი. - შვილი უწოდა ან როგორც ღმრთის ქმნილებას, ან როგორც მორწმუნეს. გვიჩვენა რა, რომ უძლურების უმთავრესი მიზეზი ცოდვებია, დავრდომილი ჯერ მათგან გაათავისუფლა.

3-5. და აჰა ესერა მწიგნობართაგანთა ვიეთმე თქუეს გულთა შინა მათთა, ვითარმედ: ესე გმობს. იცნოდა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაჲსა თქუენ ბოროტსა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის