მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Philippians 2:13

12. Wherefore, my beloved, as ye have always obeyed, not as in my presence only, but now much more in my absence, work out your own salvation with fear and trembling.13. For it is God which worketh in you both to will and to do of his good pleasure.14. Do all things without murmurings and disputings:
Philippians თავი 2
13. For it is God which worketh in you both to will and to do of his good pleasure.
თავი გ̂. სწავლაჲ ღმრთისა მიერ ერთობისა მათისა და საღმრთოჲსა ცხორებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათჳს (2,13).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო ამცნო შიში და ძრწოლაჲ, რაჲთა არა შეურვებულ იქმნენ, ამისთჳს განუკუეთს შიშსა ნუგეშინისცემითა, რაჲთა ღმრთისა მიმართ დადვან სასოებაჲ, რომელი-იგი არს მიზეზ ყოვლისა კეთილისა, დასაბამ და დასასრულ, მოგონება და საქმე, რამეთუ იგივე მოგუაგონებს და იგივე შეგუეწევის ქმნად სათნოებისა. ხოლო შენ იხილე, რამეთუ არა ამისთჳს განუკუთნებს ღმერთსა ყოველსავე ჩუენსა, ვითარმცა აღმოჰფხურიდა თჳთმფლობელობასა კაცთა ბუნებისასა, არამედ ამისთჳს, რაჲთა რაჟამს ყოველსავე კეთილსა ღმერთსა მივაჩემებდეთ, ესრეთ უადვილესად წარვჰმართებდეთ სათნოებასა, ვითარცა თავისუფალნი ზუაობისაგან და ჭეშმარიტად გულისჴმის-მყოფელნი, ვითარმედ ღმრთისა მიერ იქმნების ჩუენ შორის მოგონებაჲ და ქმნაჲ ყოვლისა სათნოებისაჲ.

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...1 ტიმ 1:12). და კვლავ სხვაგან ამბობს: „უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ; არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი იყო ჩემ თანა" (); და კვლავ: „ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა" (). ამით აჩვენებს იგი თავის თავს სასჯელის ღირსად; რამეთუ წყალობა ასეთთა მიმართ აღესრულება. და კვლავ სხვაგან ამბობს: „სიბრძნე ჟამად-ჟამად შეჰყვა ისრაჱლსა" ()3.

ამბობს: „ხოლო უფროჲს გარდაემატა მადლი იგი უფლისა ჩუენისაჲ სარწმუნოებითურთ და სიყუარულით ქრისტე იესუჲს მიერ" (). რას ნიშნავს ეს? რათა, როდესაც გაიგონებ: „შევიწყალე" (), არ იფიქრო, რომ საქმე მხოლოდ ამით შემოიფარგლება. ამბობს: **„მგმობარ და მდე...

სრულად ნახვა