მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Philippians 2:28

27. For indeed he was sick nigh unto death: but God had mercy on him; and not on him only, but on me also, lest I should have sorrow upon sorrow.28. I sent him therefore the more carefully, that, when ye see him again, ye may rejoice, and that I may be the less sorrowful.29. Receive him therefore in the Lord with all gladness; and hold such in reputation:
Philippians თავი 2
28. I sent him therefore the more carefully, that, when ye see him again, ye may rejoice, and that I may be the less sorrowful.
თავი დ̂. ტიმოთესთჳს და ეპაფროდიტესსა, რომელნი მიავლინნა მათდა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ზრუნვიდა, რამეთუ გასმიოდა, ვითარმედ დასნეულდა. და ნამდჳლვე დასნეულდა ვიდრე სიკუდიდმდე; არამედ ღმერთმან შეიწყალა იგი, და არა ხოლო იგი, არამედ მეცა, რაჲთა არა მწუხარებაჲ მწუხარებასა ზედა დამერთოს. მოსწრაფედ უკუე მივავლინე ეგე, რაჲთა იხილოთ ეგე და კუალად გიხაროდის, და მე უჭუვარ ვიყო (2,26-28).:

თარგმანი: რაჟამს იხილოს მოციქულმან, ვითარმედ სულიერად უყუარს ვინმე ვიეთმე, მაშინ უმეტესად აღმატებულ ჰყოფს სიყუარულსა მას საყუარელისასა, ვითარ-ესე აწ ეპაფროდიტესთჳს ჰყოფს, რამეთუ განუცხადებს, ვითარმედ სამართლად უყუარს მათ მოყუარე იგი მათი, რომელი სურვიელცა იყო და ზრუნვიდა, ვითარ იგინი მწუხარე იყვნეს სნეულებისა მისისათჳს. ამისსა შემდგომად მიუთხრობს მათ დასნეულებასა მისსა, რაჲთა უმეტესად მადლობად ღმრთისა აღძრნეს მეცნიერებითა ამისითა, ვითარმედ ბჭეთაგან სიკუდილისათა გამოჴსნილ არს, ხოლო შეწყალებად ღმრთისა უწოდს განკურნებასა მისსა, რამეთუ ყოველივე ჩუენი — სიკუდილი და ცხორებაჲ — ღმრთისა მიერ უმჯობესად განეგებვის; მართალთათჳს — წარსამატებელად სათნოებისა, ხოლო ცოდვილთათჳს — მოსაქცეველად ცოდვისაგან. ამისთჳს აწ არა ხოლო მისსა წყალობად იტყჳს განკურნებასა მისსა სნებისაგან, არამედ თავისაცა თჳსისა, რამეთუ ვინაჲთგან უწყოდა, ვითარმედ უყუარს იგი ფილიპელთა, ამისთჳს მათ თანა ლმობილ და მოსწრაფე იყო, რაჲთა არარაჲთ მწუხარე იქმნენ, და ესეცა მათ თანა მწუხარებისათჳს, მრჩობლთა მწუხარებათაგან იჴსნა, რამეთუ სნეულებისათჳს მწუხარე იყო, და თუმცა სნეულებასა მას შინა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის