თარგმანი: ღმრთისა მიერი სიმართლე ქრისტეს მიერად გულისჴმა-იყოფების, რამეთუ ყოველივე მამისაჲ — ძისაჲ არს, და ამას მამისა მიერ ცნობასა ძისასა, რომელ არს მოსლვაჲ სარწმუნოებად ქრისტესსა, ჯეროვნად შეუდგს სარწმუნოებასავე თანა და სარწმუნოებითა ქრისტესითა ცნობასა მის მიერ განმართლებულთასა ცნობაჲ მამისაჲ, რამეთუ რომელმან იცის ძე, მან იცის მამაჲ, რომელი-იგი ძისა შორის იხილვების. ესრეთ უკუე, ქრისტეს მიერისა სარწმუნოებისა ნაყოფ არს ცნობაჲ წმიდისა სამებისაჲ და უკუეთუ არა სარწმუნოებით გრწმენეს აღდგომაჲ იგი, რომელი მოგემადლა აღდგომითა ქრისტესითა, რომელმან სიტყუამან წარმოგიდგინოს შენ იგი! და უკუეთუ არა გრწმენეს მის თანა აღდგომაჲ და სუფევაჲ, რაისათჳსმცა დაითმინე მის თანა ვნებაჲ და ვიდრე სიკუდილადმდე ყოვლითურთ ხატ და სახე ყოფაჲ ყოვლისავე მის თავს-დებისაჲ, რაოდენი მან თავს-იდვა შენთჳს!
Philippians 3:12
11. If by any means I might attain unto the resurrection of the dead.12. Not as though I had already attained, either were already perfect: but I follow after, if that I may apprehend that for which also I am apprehended of Christ Jesus.13. Brethren, I count not myself to have apprehended: but this one thing I do, forgetting those things which are behind, and reaching forth unto those things which are before,
Philippians თავი 3