მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Philippians 4:1

1. Therefore, my brethren dearly beloved and longed for, my joy and crown, so stand fast in the Lord, my dearly beloved.2. I beseech Euodias, and beseech Syntyche, that they be of the same mind in the Lord.
Philippians თავი 4
1. Therefore, my brethren dearly beloved and longed for, my joy and crown, so stand fast in the Lord, my dearly beloved.
თავი ვ̂. მცნებაჲ ვიეთიმე, განთჳსებულად, და კუალად — ზიარად და ზოგად ყოველთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვინაჲცა, ძმანო ჩემნო საყუარელნო და სასურველნო, სიხარულნი და გჳრგჳნნო ჩემნო, ესრეთ მტკიცედ დებით უფლისა მიერ, საყუარელნო (4,1).:

თარგმანი: იხილე, ვითარ შესხმითა და ქებითა საწადელ ყოფს სიტყუათა სწავლისათა; ძმად უწოდს და საყუარელად ძმად, ვინაჲთგან იყვის ძმაჲ, გარნა არა საყუარელი; და საყუარელი თუ იყვის, სათჳს სიყუარულისა, არამედ არა სასურველიცა, ვითარცა არარაჲთ მარგებელი ხილვითა თჳსითა. ხოლო ესე — ყოველსავე შემოუკრებს და ზედა-დაჰრთავს სათნოებათა მიერსა სახარულევანებასა მათსა, რომლითა ემსგავსნეს ყუავილთა სამოთხისათა და ექმნნეს გჳრგჳნ მრავალსაწადელსა მას თავსა პავლესსა. ამათ ესევითართა ესრეთ დგომად ამცნებს, ვითარ-იგი იყვნეს, და არღარას ცთომილებასა განუმართებს არამედ მასვე უცთომელად ქცევასა ზედა მტკიცედ დგომად ამცნებს, რაჲთა უფლისა მიერ (ესე იგი არს საღმრთოდ) დგენ, კეთილად მოქალაქობითა საყუარელ ქმნილნი ღმრთისანი საყუარელობისაგან პავლესისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის