თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო განვიხარე უფლისა მიერ დიდად, რამეთუ აწღა სამე აღჰყუავენით ჩემთჳს ზრახვად მისსა, რომელსაცა-იგი ჰზრახევდით, ხოლო უჟამო იქმნენით. ესე იგი არს, ვითარმედ: არა ლიტონად განვიხარე, არამედ უფლისა მიერ; არა ჩემისა, არამედ თქუენისა სარგებელისათჳს, რამეთუ პირველ ყუავილოვანი იგი ჩემდა მომართი ქველისსაქმე და ჟამერთ დაცადებული და განჴმელ ქმნული, აწ კუალად აღაყუავეთ ქმნად ჩუეულებისაებრსა, ვითარ-იგი ჰყოფდით ოდესმე, დაღაცათუ ჟამერთ უჟამო იქმნენით, და არა უდებებითა გინა უწყალოებითა, არამედ ჟამისა არა ქონებითა და ჭირსა და ნაკლულევანებასა შინა ყოფითა, ნუუკუე და არა პოვნითა მომღებელისაჲთა, რამეთუ ამის ყოვლისა გამოცხადებაჲ არს მოკლითა მით სიტყჳთა უჟამო ქმნისაჲთა. ხოლო საკჳრველ არს, ვითარ რომელი-იგი სხუასა ადგილსა არა დააცუდებს სიქადულსა თჳსსა მიღებითა ვისგანმე რაჲსაჲთაცა, ხოლო აწ თჳთ ეძიებს მოღებასა, და უხარის წარმოცემასა ზედა. ცხად არს, ვითარმედ მაშინ კორინთელთა მიმართ ჰყოფდა ამას ცრუმოციქულთა მათთჳს, ხოლო სხუაგნით მიიღებდა, ვითარ-იგი მათვე ეტყჳს, ვითარმედ: "სხუანი ეკლესიანი წარმოვტყუენენ და მოვიღე საგზალი" (<span...
Philippians 4:10
9. Those things, which ye have both learned, and received, and heard, and seen in me, do: and the God of peace shall be with you.10. But I rejoiced in the Lord greatly, that now at the last your care of me hath flourished again; wherein ye were also careful, but ye lacked opportunity.11. Not that I speak in respect of want: for I have learned, in whatsoever state I am, therewith to be content.
Philippians თავი 4