მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Philippians 4:17

16. For even in Thessalonica ye sent once and again unto my necessity.17. Not because I desire a gift: but I desire fruit that may abound to your account.18. But I have all, and abound: I am full, having received of Epaphroditus the things which were sent from you, an odour of a sweet smell, a sacrifice acceptable, wellpleasing to God.
Philippians თავი 4
17. Not because I desire a gift: but I desire fruit that may abound to your account.
თავი ზ̂. მადლობაჲ წარმოცემულისათჳს მისდა საჴმრისა სამსახურებელად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არათუ რამეთუ საცემელსა ვეძიებ, არამედ ვეძიებ ნაყოფსა მას, რომელი აღემატების სახელად თქუენდა (4,17).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვთქუ რაჲ საჴმარად ჩემდა მოძღუანებაჲ, ნუ გგონიეს, ვითარმედ ჩემისა უღონოებისა ღონიერ ყოფისათჳს მიხარის წარმოცემაჲ საჴმართაჲ, არამედ სასყიდელისა მისთჳს, რომელი მრავალწილად აღმატებულად მოგეცემის, სახელად თქუენდა დაუნჯებული საუნჯეთა საუკუნეთა. ესე გულისსიტყუაჲ უკუეთუ დაიცვას ყოველმან მიმღებელმან ქველისსაქმისამან, რაჲთა არა თჳსისა ნაკლულევანებისა აღვსებისათჳს, არამედ მომცემელთა მათ სასყიდელისა აღორძინებისათჳს მხიარულ იყოს, ესევითარი თანაზიარ იქმნეს საუკუნესაცა სასყიდელსა მისსა, ვითარ-იგი თანაზიარ იქმნა საწუთროჲსა ამას მოღებასა საჴმართასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის