მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Philippians 4:3

2. I beseech Euodias, and beseech Syntyche, that they be of the same mind in the Lord.3. And I intreat thee also, true yokefellow, help those women which laboured with me in the gospel, with Clement also, and with other my fellowlabourers, whose names are in the book of life.4. Rejoice in the Lord alway: and again I say, Rejoice.
Philippians თავი 4
3. And I intreat thee also, true yokefellow, help those women which laboured with me in the gospel, with Clement also, and with other my fellowlabourers, whose names are in the book of life.
თავი ვ̂. მცნებაჲ ვიეთიმე, განთჳსებულად, და კუალად — ზიარად და ზოგად ყოველთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ჰჱ, გლოცავ შენცა, ერთგულსა თანამეუღლესა (4,3).:

თარგმანი: ამის სიტყჳსა მიერ ვიეთმე იოცნეს, ვითარმედ პავლეს მეუღლე ესუა, რომელი-ესე მოგონებადცა სიცოფე არს, ვითარმცა სხუაგან არასადა სმენილი პავლეს ქორწინებულობაჲ მცირითა ამით სიტყჳთა დამიმტკიცეთ. რამეთუ დაღათუმცა ცოლ ესუა, რადმცა წარმოიყვანა ტარსუნით, სამკჳდრებელისაგან თჳსისა, და დაუტევა ფილიპიას, ვითარ მწირი და მიმომრონინე, ხოლო ჩუენ ვიტყჳთ, ვითარმედ: უსახელოდ მოიჴსენებს ქმარსა ერთისა ვისმე ამათ ზემო თქუმულთა დედათაგანისასა, რომელნი იყვნეს თავ შესაკრებელისა მის ფილიპიელთაჲსა; გინათუ საკუთრად სახელად ვისმე ერქუა სჳზჳგე, რომელი ბერძენთა ენითა სახელი არს თანამეუღლისაჲ. გინათუ ესრეთცა ვთქუა, ვითარმედ იყო ვინმე კაცი მთავართაგანი მოხუცებულთაჲ, რომელსა შეჰვედრებს ზემო ჴსენებულთა მათ დედათა, რაჲთა მზრუნველ მათდა იყოს მეუღლებითა სულისაჲთა, რომელი-იგი არს უერთგულეს მეუღლებასა ჴორცთასა.

შესავალი 1 ტიმოთეს ეპისტოლისადმი
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ტიმოთეს სათნოება და მოძღვრად განწესება:

...რსეულთა შორის იყო და ლუკაც ასევე, — თვითონვე წერს და ამბობს. „ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა“ (); კლემენტეც ერთ-ერთი იყო პავლესთან მყოფთაგან, რადგან მის შესახებაც ამბობს: „კლემენტოსითურთ, და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა“ (); მაშ, რის გამო სწერს მხოლოდ ტიტესა და ტიმოთეს? იმიტომ, რომ ტიტესა და ტიმოთესთვის უკვე ეკლესიები ჰქონდა ჩაბარებული, დანარჩენებს კი ჯერ კიდევ თავისთან ატარებდა; თვით ტიტე და ტიმოთე კი გარკვეულ, ცნობილ ადგილებში განაწესა. რადგან ტიმოთეს სათნოება იმდენად გარდამეტებული იყო, რომ სიჭაბუკე მას არაფერში აბრკოლებდა. ამიტომაც წერს და ამბობს: „ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ“ (). და კვლავ, უმცროს ქალებზე, ამბობს: „ჭაბუკთა –ვითარცა დათა“ (). რადგან როცა სათნოებაა, ყველაფერი დანარჩენი ზედმეტია და ვერაფერი იქცევა დაბრკოლებად. მართლაც, ეპისკოპოსე...

სრულად ნახვა