...თებასა და დაბნეულობაში ჩააგდო ისინი, ეუბნება: „რაჲსათჳს პირნი თქუენნი მწუხარე არიან დღეს" (), — რადგან მათი სახეები შინაგან შფოთს ამხელდნენ. ბრძენმაც თქვა: „გულისა მხიარულისა პირიცა მხიარულ არნ; ხოლო რომელნი მწუხარებასა შინა არიედ, მათი პირიცა მწუხარე არნ" (). ამრიგად, სიზმრებისგან დამწუხრებულნი რომ დაინახა, მიზეზის გაგება სურდა და ეკითხებოდა. შეხედე, როგორ იჩენდა საპყრობილეშიც თავის სათნოებას და სხვათა მწუხარების შემსუბუქებას ცდილობდა! რა უპასუხეს მათ? „ჩუენებაჲ ვიხილეთ და გამომეტყუელ მისა არა ვინ არს" (), — ამბობენ. არ იცოდნენ მათთან მოლაპარაკის სიბრძნე; მას ერთ-ერთად, მრავალთაგან, მიიჩნევდნენ; ამიტომ სიზმარს არც მოუყვებიან, არამედ მხოლოდ ამბობენ, რომ სიზმარი იხილეს და ახსნა არავის შეუძლია. მაგრამ ეს საკვირველი კაცი ეუბნება: „ანუ არა ღმრთისა მიერ არს გამოთქმაჲ მათი? მითხართ იგი მე" (). ჩემ თავს შემიძლია რაიმე განმარტება აღგითქვათ? ღმერთია, ვინც გამოცხადებებს უწყებს. „მითხართ იგი მე". შეხედე, რა სიბრძნე და რა საკვირველი თავმდაბლობა! არ ამბობს: მე ავხსნი, მე გაჩვენებთ სიზმრების მნი...
Proverbs 15:13
12. A scorner loveth not one that reproveth him: neither will he go unto the wise.13. A merry heart maketh a cheerful countenance: but by sorrow of the heart the spirit is broken.14. The heart of him that hath understanding seeketh knowledge: but the mouth of fools feedeth on foolishness.
Proverbs თავი 15