მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Psalms 100:5

4. Enter into his gates with thanksgiving, and into his courts with praise: be thankful unto him, and bless his name.5. For the LORD is good; his mercy is everlasting; and his truth endureth to all generations.
Psalms თავი 100
5. For the LORD is good; his mercy is everlasting; and his truth endureth to all generations.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სოდომის ცოდვა და მოყვასის განუკითხველობა (18:20-21):

...მოყვასთა განკითხვას. თუმცა სასამართლო ხელმწიფებაც არ გაქვს და მხოლოდ ფიქრით გაიკითხავ, მაინც ცოდვის თანამონაწილე ხდები, როცა, არანაირი მტკიცებულების გარეშე, ხშირად მხოლოდ ეჭვითა და ცარიელი ცილისწამებით გაიკითხავ. ამიტომაც ნეტარი დავითი ღაღადებდა: „რომელი იტყჳნ იდუმალ მოყურისა თჳსისა ძჳრსა, ესე წარვსდევნო" ().

4. აბრაამის შუამდგომლობა სოდომისთვის (18:22-31)

ხედავ სათნოების სრულყოფილებას? დავითი არამხოლოდ არ იღებდა იმას, რასაც სხვებზე ეუბნებოდნენ, არამედ იმასაც განდევნიდა, ვინც ძმის ცილისწამებას ცდილობდა. მაშ, თუ ჩვენც გვსურს ცოდვები შევამციროთ, ყველაზე მეტად იმაზე ვიზრუნოთ, რომ ძმებს არ გავიკითხავთ, ხოლო მათზე ცილისმწამებლებს ჩვენთან არ მივუშვებთ, ან კიდევ უკეთესი — წინასწარმეტყველის მაგალითით, ჩვენგან განვდევნით და სრულიად ზურგს შევაქცევთ. იგივეს, ვფიქრობ, გამოხატავს წინასწარმეტყველი მოსეც, სიტყვებით: „არა შეიწყნარით სასმენელი ამაო". ამიტომაც ახლანდელ შემთხვევაში ჩვენი სულების სასარგებლოდ ყველაფრის მეუფემ ასეთი გრძნობად-ხატოვანი გამოთქმა გამოიყენა და ბრძანა: „გარდავიდე... ვიხილო". სხვა როგორ? ნუთუ არ იცოდა? ნუთუ ცოდვათა მთელი სიმრავლე არ ეცოდინებოდა? ნუთუ არ ესმოდა ცოდვაში ჩაცვენილთა სრული გამოუსწორებლობა? მაგრამ ის ი...

სრულად ნახვა
საუბარი 15. „ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი" (დაბ 2:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მარხვის დროს სათნოებათა აღსრულება:

...ღმოცენდეს ჩვენში და ენით არ გამოითქვას. ყურებიც მტკიცედ დავუხშოთ, რომ ცარიელი ჭორიც არ მივიღოთ, როგორც ნეტარი მოსე ბრძანებს: „არა შეიწყნარით სასმენელი ამაო" (), და როგორც ნეტარი დავითი კიდევ ამბობს: „რომელი იტყჳნ იდუმალ მოყურისა თჳსისა ძჳრსა, ესე წარვსდევნო" (). ხედავ, საყვარელო, რამდენი ფხიზლობა გვჭირდება, რამდენი შრომა სათნოებისთვის, როგორ უმცირესი დაუდევრობაც ჩვენ მთლიანად გვღუპავს? ამიტომაც ნეტარი დავითი სხვაგან ღაღადებს და ამის მოქმედს ამხელს: „შჯდი რაჲ, ძმისა შენისათჳს ბოროტსა იტყოდი და ძისათჳს დედისა შენისა დასდვი საცთური" (). თუ ჩვენს ყოველ სხეულის ნაწილს ასე მოვიზღუდავთ, მაშინ შევძლებთ მხნედ კეთილ საქმეებს მივეშუროთ: ენა ღვთის განდიდებასა და საგალობლებში ვივარჯიშოთ; სმენა — ღვთის სიტყვის მოსმენასა და შესწავლაში; გონება — სულიერ საგნებზე ფიქრში; ხელები — არა ტაცებასა და მრავალმოხვეჭაში, არამედ მოწყალებასა და კეთილ საქმეთა კეთებაში; ფეხები — (სიარულში) არა თეატრებში, სასარბიელოებსა და მავნე სანახაობებში, არამედ ეკლესიაში, სალოცავ სახლებსა და წმიდა მოწამეთა საფლავებთან, რათა მათი კურთხევის მიღებით, ეშმაკის მახეებისგან ხელმიუწვ...

სრულად ნახვა