...და კვლავ: „რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაჲ მისი მოშიშთა მისთა ზედა“ (). და კვლავ: „რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უსჯულოებანი ჩუენნი“ (). ესე იგი: არა მხოლოდ მართალმოქმედნი ვიხსენი, არამედ შემცოდეთაც შევიწყალე და თვით შენს შეცოდებათა შორისაც ჩემი შეწევნა და მზრუნველობა ვაჩვენე. სხვა ამბობს: „რათა შიშის მომგვრელი იყო, უფალს ველოდი“. ვისთვის შიშის მომგვრელი? მტრებისთვის, მზაკვართათვის, ჩემდამი მტრულად განწყობილთათვის.
და კვლავ რას ნიშნავს: „შენი სახელის გამო“? იმას, რომ თუმცა ცოდვილი ვარ და ურიცხვი ბოროტებით სავსე, ამბობს, მაინც ვიცოდი: შენი სახელი რომ არ შებილწულიყო, დაღუპვის პირას მყოფებს უყურადღებოდ არ დაგვტოვებდი. ამას თვითონვე ამბობს ეზეკიელშიც: **„არა თქუენთჳს ვჰყოფ მე, სახლო ისრაჱლისაო, არამედ...