მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Psalms 119:5

4. Thou hast commanded us to keep thy precepts diligently.5. O that my ways were directed to keep thy statutes!6. Then shall I not be ashamed, when I have respect unto all thy commandments.
Psalms თავი 119
5. O that my ways were directed to keep thy statutes!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მგლოარენი, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იყვნენ“ (5,4).:

...ლისაგან გამოეჴუა და ექსორია იქმნა ბუნებაჲ ჩუენი, და მარადის იგლოენ, რამეთუ სურის საწადელისა მისთჳს მოქალაქობისა და ეწყინების უბადრუკი ესე ამის საწუთროჲსა დაუდგრომელობაჲ და ზე-ქუე კუეთებაჲ.

იხილე, ვითარ იგლოვს დავით და იტყჳს: „ვაჲ მე, რამეთუ განმიგრძა მე მწირობაჲ ჩემი, დავემკჳდრე მე მყოფთა თანა კედარისათა“, რომელ არს ბნელი, რამეთუ კედარი ბნელად გამოითარგმანების. ეხილვა გემოჲ ნათლისაჲ მის, რომლისაგან გამოვეჴუენით, ამისთჳს ამას საწუთროსა მწირობად სახელ-სდვა და სამკჳდრებელად ბნელისა და იგლოვდა განგრძობისა მისისათჳს. ისმინეთ კუალად პავლესიცა, რამეთუ იტყჳს: „ვკუნესითო და ვიგლოვთ, რამეთუ საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად გუსურის, რომელი-იგი შე-თუ-ვიმოსოთ, არა შიშუელ ვიპოვნეთ, და რომელნი-ესეღა ვართ საყოფელსა ამას, ვკუნესით და გჳმძიმს, ვიდრემდის დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისაგან“.

ჰხედავა, ვითარ სამარადისოსა გლოასა შინა იყვნეს წმიდანი ჴსენები-თა მიუთხრობელისა მის კეთილისაჲთა, რომლისაგან გამოვვარდით? ამის-თჳსცა ნეტარებასა მას და ნუგეშინის-ცემასა ქრისტესმიერსა მიემთხჳნეს. ხოლო ჩუენ, უგულისხმოთა ამათ და ზრქელთა გონებითა, რომელნი-ესე მსგავს ვართ ბნელსა შინა შობილისა მის და...

სრულად ნახვა