მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Psalms 136:4

3. O give thanks to the Lord of lords: for his mercy endureth for ever.4. To him who alone doeth great wonders: for his mercy endureth for ever.5. To him that by wisdom made the heavens: for his mercy endureth for ever.
Psalms თავი 136
4. To him who alone doeth great wonders: for his mercy endureth for ever.
ფსალმუნი 136-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი.“ ().

1. ტყვეობის გლოვა და იერუსალიმის ხსოვნა

დიდია ამ კაცებში ქალაქის მონატრება, დიდია დაბრუნების წადილი. რადგან, ვიდრე სიკეთეები ხელში ჰქონდათ, კეკლუცობასა და შეურაცხყოფაში ატარებდნენ დროს; ხოლო როცა მათგან განიდევნენ, მაშინღა ჩავარდნენ ნატვრაში. ამიტომაც განდევნა ისინი, რათა უფრო დიდ მონატრებამდე აეყვანა. ღმერთს ეს მრავალ ადგილას სჩვევია. რადგან, როცა მის სიკეთეებში ნებიერად ვცხოვრობთ და მათ ვერ ვგრძნობთ, იგი ამ სიკეთეთა უდაბურობაში გვაყენებს, რათა მოკლებამ გონს მოგვიყვანოს და კვლავ მათი ტკბობა მოვიძიოთ. და რის გამო ისხდნენ მდინარეთა პირას? რადგან ტყვეები იყვნენ და მტრული ქვეყნიდან იყვნენ წამოყვანილნი, კედლებსა და ქალაქებს გარეთ...

სრულად ნახვა
„მე ვარ უფალი" — ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6.:

...რადგან იქ „მუნ მკითხვიდეს ჩუენ წარმტყუენველნი ჩუენნი სიტყუათა მათ ქებათასა“, და ამბობდნენ: „გჳგალობდით ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა“ (). „ვითარმე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა?“ ().

ხედავ, როგორ მოაკრძალა ისინი ტყვეობამ? რადგან ტყვეობამდე, თუმცა წინასწარმეტყველები განუწყვეტლივ ჩასძახოდნენ, სჯულს ნუ გადააბიჯებთო, იუდეველებმა ეს ვერ აიტანეს; ტყვეობის შემდეგ კი, როცა ბარბაროსები თავს ესხმოდნენ და მბრძანებლები მათ აიძულებდნენ და აჩქარებდნენ, სჯული დაერღვიათ, იუდეველები არ ემორჩილებოდნენ, არამედ ამბობდნენ: „არ ვიგალობებთ უფლის გალობას უცხო მიწაზე“ ()9, რადგან სჯული ამას არ უშვებდა. ნახე ასევე სამი ყრმაც: ტყვეობამ მათ არა მხოლოდ არაფერი ავნო, არამედ მისგან უფრო ბრწყინვალენიც გახდნენ; ასევე დანიელიც. იოსებზე რაღა ვთქვა...

სრულად ნახვა