3.They have sharpened their tongues like a serpent; adders' poison is under their lips. Selah.4.Keep me, O LORD, from the hands of the wicked; preserve me from the violent man; who have purposed to overthrow my goings.5.The proud have hid a snare for me, and cords; they have spread a net by the wayside; they have set gins for me. Selah.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
...შის მიცემის ძრწოლაა და სასჯელის გარდაუვალობაა; ხოლო იმისთვის, რომ საკუთარი გაფანტულობის უგუნური საბაბი მოიგონო, ამბობ, სარგებელს ვიღებო იქ, სადაც უნუგეშო ზიანს ითმენ? ნუ, გთხოვთ და გემუდარებით, ნუ მოვიმიზეზებთ იმას, რასაც ფსალმუნი „მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა“ უწოდებს (); ეს ხომ თავისმართლება და სიცრუეა, რომელიც ჩვენივე თავისთვის საზიანოს წარმოშობს.მაგრამ ამის შესახებ ესეც საკმარისია; ახლა დროა უწინდელ შეგონებას დავუბრუნდეთ და ამაზე მცირედის თქმის შემდეგ სიტყვას შესაფერისი დასასრული დავადოთ.რადგან აქ მხოლოდ უწესრიგობის საქმეები კი არ ტრიალებს, არამედ სხვა მძიმე სენიც დადის. რომელი სენი?ის, რომ ადამიანებს განზრახული აქვთ ღმერთთან საუბარი და მას დიდებისმეტყველებას აღუვლენენ, შემდეგ კი მას ტოვებენ, თითოეული თავის მოყვასს განზე გაიყვანს და შინაურ საქმეებს, ბაზარში მომხდარს, ხალხში მომხდარს, თეატრებში მომხდარს, ჯარში მომხდარს განიხილავს, როგორ წარიმართა ეს, როგორ უგულებელყოფილ იქნა ის, რა არის საქმეში ჭარბი და რა არის ნაკლული; მოკლედ, აქ ყველა საზოგადოებრივსა და კერძო საქმეზე საუბრობ...