მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Psalms 144:15

14. That our oxen may be strong to labour; that there be no breaking in, nor going out; that there be no complaining in our streets.15. Happy is that people, that is in such a case: yea, happy is that people, whose God is the LORD.
Psalms თავი 144
15. Happy is that people, that is in such a case: yea, happy is that people, whose God is the LORD.
ფსალმუნი 144-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე ღა უკუნითი უკუნისამდე.“ ().

1. სულიერი ტრაპეზი და ღმრთის ქება

ამ ფსალმუნს განსაკუთრებით დიდი სიზუსტით უნდა მივაპყროთ ყურადღება. რადგან სწორედ ეს არის ის ფსალმუნი, რომელსაც აქვს ის სიტყვები, რომელთაც საიდუმლოებში განდობილნი გამუდმებით მიაგალობენ და ამბობენ: „თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა“ (). რადგან ვინც ძედ იქცა და სულიერი ტრაპეზით ტკბება, სამართლიანად მართებს მამის დიდება. რადგან ამბობს: „ძე ადიდებს მამასა და მონაჲ ეშიშვის უფალსა თჳსსა“ (მალაქ 1:6). შენ ძე გახდი და სულიერი ტრაპეზით ტკბები, იკვებები იმ ხორცითა და სისხლით, რომელმაც ხელახლა გშვა; ამიტომ მიუზღე ასეთი დიდი კეთილმოქმედების სამაგიერო, ადიდე ის, ვინც ასეთი რამ მოგმადლა, და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიხედეთო მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ. არა-მე უფროჲს თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთასა?“ (6,26).:

...გან არა ჯერ-არსო; და არცა ესე თქუა, თუ საზრდელისა მიღებაჲ არა ჯერ-არს, არამედ ყოველსა შინა უზრუნველობაჲ ხოლო გჳბრძანა.

ესე სიტყუაჲ პირველვე დავით მოასწავა და თქუა: „თუალნი ყოველ-თანი შენ გესვენ, და შენ მოსცე საზრდელი მათი ჟამსა. აღამაღლო ჴელი შენი და ჰზრდიდე ყოველთავე სიტკბოებითა ნებისა შენისაჲთა“. და კუალად იტყჳს: „რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან სახელსა მისსა“; რაჲთა ესე ყოველი გუესმას და დავსცხრეთ ცუდთა მათ და მრავალთა ზრუნვათაგან, რომელთაგან არაჲ არს სარგებელი.

ხოლო მეტყჳან სულმოკლენი და ზრუნვისმოყუარენი, ვითარმედ: ვინ სადა იპოა, რომელიმცა არა ზრუნვიდა? არა გესმაა, რომელნი ზემო ვაჴსენენ: მოსე და ელია და იოვანე და სხუანი მრავალნი? არა ჰხედავა კუალად იაკობს, ვითარ მამულისა მის სახლისაგან შიშუელი განვიდა და იტყოდა: „უკუეთუ მომცეს უფალმან პური ჭამად და სამოსელი შემოსად”, რომელი-ესე არა ზრუნვისა სიტყუაჲ არს, არამედ ღმრთისაგან თხოჲსაჲ და მისისა სასოებისაჲ. ეგრეთვე მოციქულთა წარჰმართეს ესე სრულიად, რაჟამს ყოველივე დაუტევეს და არცა ერთი რაჲ ზრუნვაჲ იზრუნეს; ეგრეთვე სამ ათასთა მათ და...

სრულად ნახვა