მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Psalms 18:9

8. There went up a smoke out of his nostrils, and fire out of his mouth devoured: coals were kindled by it.9. He bowed the heavens also, and came down: and darkness was under his feet.10. And he rode upon a cherub, and did fly: yea, he did fly upon the wings of the wind.
Psalms თავი 18
9. He bowed the heavens also, and came down: and darkness was under his feet.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 110-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. მცნებათა მარადიულობა და ახალი აღთქმა:

...*„ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა“** (); ხოლო შუაში რომ მივიდა და ქმნილების შესახებ სიტყვა დაასრულა, დაურთო: „შჯული უფლისაჲ უბიწო არს და მოაქცევს სულთა“ (); „მცნებაჲ უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა“ (). ასევე აქაც, როცა თქვა მის საკვირველებებსა, სასწაულებსა და საქმეებზე, სიტყვა მცნებათა საკითხზე გადააქვს და ასე ამბობს: „სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი, განმტკიცებულ არიან უკუნითი უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით“ (). „ყველანი“ უბრალოდ კი არ თქვა, არამედ მცნებათა მრავალგვარობას რომ გულისხმობდა, ეს სიტყვა ამიტომ დასვა.

მცნებებია ქმნილებისაც, რომლებსაც მთელი ქმნილება იცავს: მზე და მთვარე, დღე და ღამე, ვარსკვლავები და მიწისა და ბუნების სვლა. მცნებებია ისინიც, რომლებიც ბუნებას დასაბამიდან მიეცა, როცა ადამიანს ქმნიდა; მათ შესახებ პავლე ამბობს: **„რამეთუ წარმართთა, რომელთა შჯული არა აქუნ, და ბუნებითსა მ...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...*„რამეთუ სანთელ არს მცნებაჲ სჯულისაჲ, ნათელი და ცხორებაჲ, მხილებაჲ და სწავლაჲ“** ()6; დავითიც კვლავ ამბობს: „მცნებაჲ უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა“ (); და კიდევ: „სანთელ არს ფერჴთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ-ალაგთა ჩემთა“ (). და ყველგან შეიძლება ნახოს ვინმემ, რომ სჯული ასე იწოდება. ასევე ამბობს პავლეც: „და ესავ თავსა შენსა წინამძღურად ბრმათა, ნათლად, რომელნი არიან ბნელსა შინა, მასწავლელად უგუნურთა“ (). რადგან მზის სხივები ისე არ წარუძღვებიან ჩვენი სხეულის თვალებს, როგორც სჯულის მცნებები ანათებენ სულის თვალებს.

6.

ამრიგად, წინასწარმეტყველი გვიჩვენებს, რომ მცნებები ჯერ კიდევ მისაგებელამდე და საზღაურამდე, თვით მათი აღსრულებისას, გვაძლევენ საზღაურს; ამიტომ მათ ნათელი უწოდა. როგორც...

სრულად ნახვა