...სახელისა მისისათვის. ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან, ამათ ნუგეშინისმცეს მე. განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაჲ წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან“** ().
ძალიან ხშირად მწუხარების გზით მივდივართ უფალთან, ამიტომაც ამბობს ანტონი დიდი: შეიყვარე განსაცდელი, რათა შეიძინო ღმერთი. ქრისტესთან ყოფნა, ცხოვრება მასში, სიცოცხლის აზრის მიგნებას ნიშნავს. სიცოცხლის აზრი - თავგანწირული სიყვარულია.
ხშირად გვიჭირს, ვიტანჯებით უსამართლობით, ძალადობით, გაუტანლობით; განა ცოტაა შემთხვევა, როცა ჩვენც ვცრუობთ, თვალებში ვუყურებთ მოსაუბრეს და მაინც ვატყუებთ; ვატყუებთ მიუხედავად იმისა, რომ ვგრძნობთ, მსმენელს არა სჯერა ჩვენი... ცუდი ზნე დაგვჩემდა. ჩვენი მამა-პაპანი, ალბათ, არ იყვნენ ჩვენსავით განათლებულნი, მაგრამ მათ ჰქონდათ უბრალოება და სიწმიდე. მათი სიმარტივე ანათებდა, იზიდავდა და ათბობდა სხვათაც; ერთმანეთსაც კარგად უგებდნენ და ყურის დაგდებაც შეეძლოთ, შეეძლოთ სმენა თვით სიჩუმისა.
მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე მიღწევებს დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია, მაგრამ ისინი სერიოზულ საფრთხესაც ქმნიან დე...