...ჩვენთვის სხეულის ამ ნაწილთა რიგში დგანან და გვავნებენ; გვიბრძანა, ასეთთა მეგობრობაც არაფრად ჩავთვალოთ, რათა საკუთარი ცხონება უფრო უსაფრთხო გავხადოთ. ამიტომ ფსალმუნთმგალობელიც შემდგომ კვლავ ამბობს: „არა დავჯედ მე კრებულსა თანა ამაოებისასა და უშჯულოთა თანა მე არა შევიდე“ (). იერემიაც ნეტარად მიიჩნევს იმას, ვინც მარტოობით ზის და სიჭაბუკიდანვე უღელს იტვირთავს: „კეთილ არს მამაკაცისა, ოდეს აღიღოს უღელი სიჭაბუკესა შინა მისსა მძიმე“ (), და „დაჯდეს მარტოებით და დადუმნეს“ (). იგავნიც ვრცლად საუბრობს ამის შესახებ: ყველას შეაგონებს და ამბობს, რომ არა მხოლოდ უნდა განვერიდოთ, არამედ განვხტეთ კიდეც მათგან, ვინც ბოროტ რჩევას გვაძლევს, და მათთან არც დავყოვნდეთ.
რადგან, თუ ბუნებრივი თვისებებიც კი ხშირად იცვლება ჩვენში ცუდი ურთიერთობისგან, მით უმეტეს ხომ შეიცვლება ის, რაც ნებელობას ეკუთვნის? ფერიც ხომ ბუნებით გვაქვს და ჯანმრთელობაც, მაგრამ ხანდახან ესენი...