...ყოვლადუსამღვდელოესნო მწყემსმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ქრისტესმიერ საყვარელნო ჩვენო ძმანო და დანო, „მარადის ხარობდეთ, ყოველთვის ილოცეთ, მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის“ (I თესალონიკ. 5,16-18), რათა უფალი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენს შორის. მაშ, „იხარებდეთ, მართალნო, უფლისა მიერ“ ()
ქრისტე აღდგა!
კონსტანტინეპოლის პატრიარქი, წმინდა პროკლე, თავის სააღდგომო სიტყვაში ამბობს: „ჯვარს აქამდე წყევლისაგან არასდროს გამოუხსნია უფლის ქმნილება; კაცობრიობის გადარჩენის საფასურად არასოდეს მიუჩნევიათ 30 ვერცხლი; უცოდველისა და უდანაშაულოს ტანჯვა არასდროს ყოფილა მიზეზი ადამის მოდგმის ბრალთა გამოსყიდვისა, საფლავს არასოდეს მიუღია სიკვდილის დამთრგუნველი... მაგრამ რას ვამბობ? ეს იყო არა საფლავი, არამედ სასახლე ქორწინებისა“.
ეკლესია გვასწავლის, რომ, როგორც ჯვარცმული მაცხოვარი აღდგა მკვდრეთით განახლებული, გაბრწყინებული სხეულით, ასევე ყოველი მოწრმუნის სხეულიც უკანასკნელ ჟამს ფერნაცვალი აღდგება საფლავიდან, რათა მარადიული დიდების თანაზიარი გახდეს.
აი, როგორ წერს საერთო აღდგომის შესახებ წმ. იოანე ღვთისმეტყველი: **„და დააბრუნა ზღვამ მკვდრები, რომლებიც იყვნენ მასში და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს მკვდრები, რომლებიც იყვნენ მათში...